კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მასკიროვკა“

„ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა“

„ქართულმა პარტიამ“ ჯერჯერობით დიდი კვალი ვერ დაამჩნია ქართულ პოლიტცხოვრებას, ან კი რა უნდა დაემჩნია, როდესაც „ჯერ ერთი წლისაც არა ვარ, როგორ აგიმღვრევ წყალსაო“. თუმცა ამთავითვე შეიძლება, ითქვას, რომ ის აშკარად ჯდება ქართული პარტცხოვრების ლოგიკაში და აი, რაგვარი ლოგიკით: ფართო საზოგადოებისთვის ხსენებული პარტიის წევრებიდან მხოლოდ რამდენიმეა, როგორც თანამედროვენი იტყვიან, „ცნობადი“ – ირაკლი ოქრუაშვილი, სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, ეროსი კიწმარიშვილი. შესაბამისად, ხუთივე ლიდერია, სახელდობრ: სოზარ სუბარი თავმჯდომარეა, ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე – თანათავმჯდომარეები, კოკა გუნცაძე – გენმდივანი, ეროსი კიწმარიშვილი კი – პოლიტიკური მდივანი (დაახლოებით, ასეთი ლოგიკით: პატივცემულო, ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა!).

დარჩა თუ აღარ დაუტოვეს, გასულ კვირას პარტიული ბირთვი ევროპას ეწვია, სადაც ხუთდღიან სტრატეგიულ სესიას გამართავენ, ზედაც, პარტიის განვითარების სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებს განიხილავენ და, რა თქმა უნდა, ევროპელ ექსპერტებსაც შეხვდებიან, ეროვნული სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად. მაგალითად, ბ-ნი კიწმარიშვილი შენიშნავს, რომ „დღეს საქართველოს სჭირდება ისეთი საგარეო კურსი, რომელიც უზრუნველყოფს მის დამოუკიდებლობას და ევროკავშირთან თუ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთსასარგებლო კავშირების დამყარებით მაქსიმალური შედეგის მიღწევას.“

თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ყოველივეს „ქართული პარტია“ ევროპაში გეგმავს (ჩემთვის უცნობ მიზეზთა გამო, შესაძლოა, იმიტომაც, რაკი ბ-ნ ოქრუაშვილს არ ჩამოესვლება) და ზედაც დავამატებთ, რომ ეს ჩვენი მოქმედი ხელისუფლებაც სულ გარე-გარე იცქირება (პრინციპით, „სო მნოი შანაევ სპალ“-ო), ვითომ, ერთს –„ქართული“, მეორეს კი – „ნაციონალური“ „მასკიროვკისთვის“ აქვს?!


скачать dle 11.3