კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კაეშანგაქარვებულები

და „მწვავე შეკითხვებს“ დანატრებულები

საერთაშორისო თანამეგობრობა, წყალი არ გაუვა, დიდ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ ამბავს ვერც ის ფაქტი ახუნებს, რომ დიმიტრი მედვედევმა ეუთოელთა შეკრება პროტესტის ნიშნად დატოვა და ვერც ის, რომ 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში რფ-ში ჩატარდება. ბუნებრივია, ევროპელ კოლეგებს არც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანი ჩამორჩა და BBC-ს ეთერით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პატივისცემას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მეტიც, „ჰარდ თოქის“ წამყვანს არ დაუმალა, რომ საქართველოა რუსეთთან ნატოს უთანხმოების მაგალითი (სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, ამან უნდა გამახაროს თუ, პირიქით, დამაკაეშნიანოს, რა თქმა უნდა, იმან, რომ „საქართველოა მაგალითი“). ბ-ნი რასმუსენი იმედოვნებს, რომ რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა ალიანსმა სწორედ საქართველოს მსგავსი უთანხმოების მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოს. შესაბამისად, ოპტიმისტური პროგნოზით, რუსეთმა უნდა დათმოს; პესიმისტურით კი, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შესაძლოა, „საქართველოს მაგალითით“ წაუვაჭროს რფ-სთან სხვა უთანხმოებების მოსაგვარებლად. როგორც უნდა იყოს, რაკი ეს მართლაც ის შემთხვევაა, როდესაც „არას გვკითხავს სპასალარი“ (და ისიცაა, რომ ჩვენც გვარიანად ჩამოვუვარდებით მეფე გიორგის), იმედი ვიქონიოთ, რომ საქმე სწორედ ოპტიმისტური სცენარით განვითარდება.

ბუნებრივია, ქართულმა ელმედიამ თემა მეტად აქტიურად გააშუქა და არც იმის აღნიშვნა დაივიწყა, რომ „ჰარდ თოქის“ „წამყვანმა ანდერს ფოგ რასმუსენს საკმაოდ მწვავე შეკითხვები დაუსვა“, რამაც ბუნებრივად გააჩინა კითხვა: ჩვენი საერთო მაუწყებლების ეთერში წამყვანებს ერთხელ მაინც თუ დაუსვამს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებისთვის ერთი მწვავე შეკითხვა (თუნდაც, „პრესტიჟის გოლის“ მსგავსი)?!


скачать dle 11.3