კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაშია საქმე?!







ქალები განსაკუთრებით განიცდიან საკუთარი გარეგნობის გამო. მამაკაცების უმრავლესობა კი, დარწმუნებულია საკუთარ მომხიბვლელობაში. მაინც, საიდან ასეთი თავდაჯერებულობა. რაშია საქმე?!

ინგლისელებს დღესაც მიაჩნიათ, რომ ჭეშმარიტი ლედი არასდროს მისცემს საკუთარ თავს უფლებას, სახლიდან დაუვარცხნელი და მოუწესრიგებელი გავიდეს. მამაკაცს ეს ამბავი დიდად არ ანაღვლებს.

ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ, როცა ქალი ზრუნავს და ღელავს საკუთარ გარეგნობაზე, აქ მამაკაცი არაფერ შუაშია. ანუ, ჩვენ სულაც არ ვნაღვლობთ, რა შთაბეჭდილება დარჩებათ მამაკაცებს ჩვენზე. თვითშეფასების ზღვარი გაცილებით მაღალია.

ქალების 63 პროცენტი უკმაყოფილოა საკუთარი გარეგნობით და აქტიურად ცდილობს, რაღაც შეცვალოს მასში. სამწუხაროდ, ყოველთვის როდია ეს ცვლილება გამართლებული.

მამაკაცების 39 პროცენტს თუ ათქმევინებთ, რომ მათი სხეული შორს არის სრულყოფილებისგან და ცუდი არ იქნებოდა, თუ ცოტას წაივარჯიშებდა. მაგრამ, ამ 39 პროცენტის ნახევარიც კი არ მოიყვანს საკუთარ გადაწყვეტილებას სისრულეში. მეორე დღისთვის საქმის გადადება მამაკაცისთვის ძალიან დამახასიათებელია. თანაც, მამაკაცისთვის ეს წვრილმანია, რომელსაც ის ყურადღებას არ აქცევს.

შეგიძლიათ, მიჰბაძოთ მამაკაცებს. არავინ გირჩევთ, რომ თავს არ მოუაროთ, ან საკუთარ გარეგნობაზე არ იზრუნოთ. მაგრამ, თუ მათსავით გადაჭარბებული წარმოდგენა გექნებათ საკუთარ შესაძლებლობებზე, წარმატებაც არ დააყოვნებს. მაგალითად, ვერც ერთი მამაკაცი ვერ ხვდება, რატომ უნდა ინერვიულო სხეულზე უმნიშვნელო ხორკლების გამო და ეს კომპლექსად გადააქციო. სრულყოფილება ხომ მარტო სხეულის სილამაზეში არ არის. მით უფრო, რომ სილამაზეც ფარდობითი და სადავო საკითხია...


скачать dle 11.3