კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სრულყოფილი ქმნილება









ჩვენ ისეთი განსხვავებული ვართ... და, სწორედ ეს წარმოშობს მიზიდულობის იმ კანონს, რომელიც ერთად ყოფნისკენ გვიბიძგებს...

მეცნიერულად დამტკიცებულია რამდენიმე რეალური ფაქტი ძლიერ სქესზე. ხომ გაინტერესებთ „მეცნიერული კომპრომატები“?!

1. სუსტი სქესის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მამაკაცებს უფრო დიდი ზომის გული აქვთ, მაგრამ ის გაცილებით ნელა ფეთქავს. სულ ცოტა წუთში ოცი დარტყმით მაინც ჩამორჩება.

2. მამაკაცი სივრცეში ქალზე უკეთ და სწრაფად ახდენს ორიენტაციას. ამიტომაც არის, რომ ტოპოგრაფიაში მამაკაცები ქალებზე ოცჯერ უფრო დახელოვნებულები არიან.

3. მამაკაცების უმრავლესობა გიჟდება ტკბილეულზე, მაგრამ ცდილობს, ეს არ შეიმჩნიოს. განსაკუთრებით უყვართ შოკოლადი.

4. მხოლოდ ერთ ფინჯან ყავას შესწევს უნარი, პრაქტიკულად, ყველა მამაკაცი გაამხნევოს და გამოაფხიზლოს. მაშინ, როცა ქალებში ასეთი ეფექტის მისაღებად ორმაგი ულუფაა საჭირო.

5. ბავშვობაში ბიჭები შემთხვევით როდი ირჩევენ სათამაშოდ მანქანებს. მათი ტვინი ძალიან კარგად აანალიზებს უსულო, მაგრამ მექანიკურად მოძრავ ნივთს. ამიტომაც, ქალი კონსტრუქტორი თითქმის იშვიათობაა.

6. მამაკაცების 76 პროცენტი, თუკი ხედავს ეროტიკულ სიზმარს, ის აუცილებლად აბსტრაქტული იქნება. ქალების 65 პროცენტის ეროტიკული სიზმრები კონკრეტულ ადამიანთან არის დაკავშირებული.

7. მიუხედავად იმისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის უმეტესობა სწორედ მამაკაცების დაუდევრობით ხდება, ისინი ქალებზე ოთხჯერ მალე უღებენ ალღოს საჭეს. ქალს ამისთვის მეტი დრო და მოთმინებაც სჭირდება.

8. ქალის სხეული გაცილებით მეტხანს ინარჩუნებს სითბოს, ვიდრე მამაკაცის. ამიტომაც მამაკაცებს ძალიან მალე ეყინებათ ხელები და ფეხები.

9. კანი სახესა და სხეულზე მამაკაცს 15-25 პროცენტით უფრო სქელი და გამძლე აქვს. ამიტომაც, მამრებს თითქმის არა აქვთ ცელულიტის პრობლემა. სამაგიეროდ, სახეზე თმა ამოსდით, რომელსაც თითქმის ყოველდღიური პარსვა სჭირდება.

P. S. ახლა თავად გადაწყვიტეთ, რომელია უფრო სრულყოფილი ქმნილება.


скачать dle 11.3