შეცდომის უფლება...
შეცდომის უფლება აქვს ყველას, მათ შორის თქვენც. მაგრამ უფლება არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის მიიღებთ შენდობას. ეს უპირველესად ისევ თქვენ დაგაზარალებთ. გარდა ამისა, როგორც არ უნდა ეცადოთ, სტრესს თავიდან ვერ აიცილებთ. სტრესები კი კიდევ ახალი შეცდომების მაპროვოცირებელი ხდება. უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდით და ამან თქვენი ფსიქიკა და ნერვული სისტემა დააზარალა? დაარწმუნეთ თავი, რომ პრობლემა მოგვარდება. ბუნებრივია, მხიარული განწყობით და სიცილით მას ვერ გადალახავთ, მაგრამ ტრაგედიაც არ უნდა შექმნათ.
დაიხსომეთ, რჩევას თითქმის ყველა მოგცემთ, მაგრამ, საკუთარ აზრს თავზე არავინ მოგახვევთ, არც უნდა მოგახვიონ.
შეცდომის გამოსწორების მცდელობისას ყველაფერი გასათვალისწინებელია. გაითვალისწინეთ მომენტები და ფაქტორები, რამაც შეცდომა დაგაშვებინათ. ემოციებით ხელმძღვანელობდით თუ სხვისი გადაწყვეტილება გამოიყენეთ. მაგალითად, ნუ შეეცდებით, საკუთარი თავი დაარწმუნოთ იმაში, რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ვის ატყუებთ და რას მიიღებთ ამით? მხოლოდ ახალ შეცდომას მიიმატებთ და ძველსაც ვერ გაუმკლავდებით.
არასოდეს დაიმშვიდოთ თავი იმით, რომ შეცდომის უფლება გაქვთ. რა თქმა უნდა, მას ვერც ვერავინ წაგართმევთ. მაგრამ, მხოლოდ შეცდომების ამარა ძალიან გაგიჭირდებათ. თუმცა შეცდომისაც ნუ შეგეშინდებათ. არ არსებობს შეცდომა, რომლის გამოსწორება არ შეიძლებოდეს. მთავარია, სწორად მიხვდეთ მის მიზეზებს და დროულადაც აღიაროთ.