კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იქნებ შეაშინე...







ფაქტია, რომ ათ წლამდე ასაკის ბიჭები თავისივე ასაკის გოგონებზე გაცილებით ემოციურები, მშიშრები და ფრთხილები არიან. დედაზე მეტად დამოკიდებულებიც. ზოგიერთ მამაკაცს ეს თვისებები დიდობაშიც მიჰყვება და ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვა ძალიან უჭირთ.

თუკი ხედავთ, რომ თქვენი რჩეული განიცდის, ნერვიულობს და შფოთავს, ირონია და იმის თქმა, რომ მამაკაცისთვის ასეთი სისუსტე უხერხულია, შეცდომაა. მაშინ რისთვის ხართ მის გვერდით, თუკი რთულ სიტუაციებში ვერ გაუგებთ?! ასეთი საქციელით იმას მიაღწევთ, რომ მას აღარ მოუნდება თქვენთვის თავისი გულისნადების გამჟღავნება. შეეშინდება, რომ ისევ დასცინებთ. სიბრალულიც არ გამოგადგებათ. ასეთ შემთხვევაში ის დამცირებულია და ეს არასრულფასოვნების კომპლექსს წარმოშობს. კაცისთვის ასეთი კომპლექსი საშინელი სტრესია. მერე ნუღარ გეწყინებათ, თუ აღარც აქტიური მოქმედების სტიმული ექნება. შიშს ბევრნაირი გამოხატულება აქვს. აუცილებელი არ არის, ის ჩვეულებრივი, მძაფრი ემოცია იყოს, გაფითრებული სახით და გაფართოებული თვალებით.

იყავით ყოველთვის მის მხარეს. დაიცავით ბოლომდე, მაშინაც კი, როცა ხვდებით, რომ მთლად მართალი არ არის. როცა თქვენი თანადგომა მას განსაკუთრებით სჭირდება, გაკიცხვის და მით უმეტეს, ლანძღვის დრო არ არის. თქვენი შეგონებები მხოლოდ გაამწვავებს სიტუაციას. წყვილის სიახლოვე და ურთიერთგაგება ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ფასეულობაა.

მოგვიანებით, ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი და ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ როცა მას, თქვენთვის ძვირფას ადამიანს, თანადგომა, სითბო და სიახლოვე განსაკუთრებულად სჭირდება, მიეცით ყველაფერი და ნუ დააყვედრებთ.

P. S. სხვათა შორის, გემრიელი საკვები ერთ-ერთი ძლიერი ანტიდეპრესანტია. ზოგი კერძი და სასმელი ბავშვობაშიც კი გვაბრუნებს და ძალიან სასიამოვნო ემოციებს აღგვიძრავს. შეიძლება, ქალმა კიდევ დაიხიოს უკან ზედმეტი კილოგრამების შიშით, მაგრამ მამაკაცზე გემრიელი საკვები, გურმანი სულაც რომ არ იყოს, მხოლოდ დადებითად მოქმედებს. ერთი სიტყვით, თქვენ უკვე იცით, როგორ არ უნდა შეაშინოთ საყვარელი მამაკაცი, მით უფრო მაშინ, როცა მას რაიმე პრობლემა აქვს.


скачать dle 11.3