კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შესთავაზა ანრი ჯოხაძემ მარიანა კვესელაძეს წითელ აბაზანაში შიშვლად ჩაწოლა და ვინ აცდუნა პირსახოცშემოხვეულმა მაიკო ჯანყარაშვილმა ადამის მსგავსად









მარიანა კვესელაძე: 13 წლის ვიყავი, როდესაც მოდელობა დავიწყე და ახლა სამოდელო სააგენტო „ელიტ ლაინის“ მოდელი ვარ. ფაქტობრივად, 6 წელია, რაც სამოდელო ბიზნესში ვარ. თუმცა, მხოლოდ მოდელობით არ შემოვიფარგლები. როცა ადამიანი შოუ-ბიზნესში შედგამ ფეხს, მერე, ხომ იცი, ყველაფერს მოედები. თეატრალურ სტუდიაში ერთწლიანი კურსები დავამთავრე, უცხო ენებზე ვსწავლობ. გარდა მოდელობისა და მსახიობობისა, ვცეკვავ კიდეც, ოღონდ არა ანსამბლში, არამედ კონკრეტული შოუებისთვის, ბავშვების მოსამზადებლად. მხოლოდ ქართული ხალხური ცეკვები კი არა, ვიცი – ინდურიც, აზიურიც, ლათინურიც.

– როგორც ვიცი, სულ ახლახან ანრი ჯოხაძემ საკუთარ კლიპში გადაგიღო და საკმაოდ თამამი სცენა გქონდა.

– სხვადასხვა კლიპში ვარ გადაღებული და ასევე, ფილმში – „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2“ ეპიზოდური როლი მაქვს შესრულებული. „202-ზე“ „შმატრული“ რომ გადიოდა, იქ ძალიან ბევრი როლი მქონდა. ქართველების გადაღებულ ინდურ კლიპშიც ვმონაწილეობ, ბოტანიკურ ბაღში გვქონდა გადაღებები, თან ზამთარში. საცურაო კოსტიუმით ვიდექი ჩანჩქერის ქვეშ, თხელი „პარეო“ მქონდა მოფარებული. ისეთი მონდომებული ვიყავი, რომ არც კი გავცივდი. ანრის კლიპში ყველაფერი ისე მოხდა, საბოლოო ჯამში, გახდამდე მივედით. შემოთავაზება გულისხმობდა იმას, რომ ეს იქნებოდა ესთეტიკურად ძალიან ლამაზი სურათი და არა ეროტიკა. ამიტომ, დავთანხმდი და საერთოდ არ ვნანობ. არ ვფიქრობ, რომ რამე დავაშავე. პირიქით, მგონია, რომ ჩემი მონაწილეობით ერთ-ერთი ლამაზი სცენა გადაიღეს.

– ანუ რა ხდება?

– გოგონა – მე, ვწევარ ძალიან ლამაზ წითელ აბაზანაში, თმა მაქვს ჩამოშლილი, წყალი წვეთავს, გახდილი ვარ ბოლომდე. მაგრამ, თითქმის ყველაფერი დაფარული მაქვს დიდი ვარდითა და საკუთარი თმით. იდეაში, გოგონა შიშველია, მეც ვარ გახდილი, მაგრამ დეტალები არ ჩანს. ვწევარ წყალში და ვფიქრობ შეყვარებულზე.

– არ გქონდა გაშიშვლების კომპლექსი?

– კი, როგორ არა. ვერ ვიტყვი, რომ გავშიშვლდი, გავქანდი და მაშინვე ჩავხტი წყალში. ჩავწექი საცურაო კოსტიუმით, ნელ-ნელა, დავიფარებდი – ვიხდიდი, ავიფარებდი – ვიხდიდი და ამაში მაიკო ჯანყარაშვილი მეხმარებოდა. ვარდი წინასწარ მქონდა გამზადებული. სანამ ბოლომდე ყველაფერი არ დავიფარე, მანამდე არავინ მოვუშვი, რაც გამოსაჩენია, ის მიჩანს. ჩემი აზრით, ესთეტიკურად ძალიან ლამაზი იქნება და ხალხიც შეაფასებს იმას, რაც ამ ეპიზოდში იყო ჩადებული. კრიტიკა, ალბათ, მოჰყვება, ყველა ადამიანს ხომ ერთი აზრი არ ექნება. ჭორი, კრიტიკა ისედაც არის ჩემს ცხოვრებაში. უბრალოდ, ისეთი დოზით არა, რაც ამ კლიპს მოჰყვება.

– გავიგე, ერთ-ერთმა პარლამენტარმა ძვირად ღირებული ავტომობილი გაჩუქა.

– ეს ჭორია და საერთოდ არ შეეფერება სინამდვილეს. პარლამენტარებს, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს ძირითადად ერთსა და იმავე თავშეყრის ადგილებზე გვიწევს ყოფნა და შეხვედრა. ამიტომ, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ეს ჭორებიც აქედან ვრცელდება. სხვა ჭორებიც გამიგია, თითქოს გავთხოვდი პარლამენტარზე და ასე შემდეგ.

– გეყოლება თაყვანისმცემლები. რას აკეთებენ ისინი შენს მოსახიბლავად?

– ყველას მიდგომისა და გამოხატვის თავისებური საშუალება აქვს. ეს ძირითადად საჩუქრებით, ყვავილებით გამოიხატება, გრანდიოზული კი – სახლები, მანქანები, ასეთი არაფერი ყოფილა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ღირებულების საჩუქარს მაჩუქებენ, უბრალოდ, ვაფასებ იმას, რომ ის ჩემდამი ყურადღებიანია და არა იმას, რა თანხა გადაიხადა საჩუქარში.

– როგორც ვიცი, შვილიც გყავს?

– კი, ჩემს ცხოვრებაში იყო რომანი, რომლის გაგრძელება იყო ის, რომ ჩვენ გავიპარეთ, ჯვარი დავიწერეთ და მერე მეყოლა ბავშვი. მაშინ 16 წლის ვიყავი, თუმცა სანამ ბავშვი დაიბადებოდა, მანამდე დავშორდით, სამაგიეროდ, დღეს მყავს 2 წლის ანგელოზი – ემილიანა. ის ჩემი ცხოვრების ელექსირია. დილიდან საღამომდე, ბავშვი რომ არ ვნახო, პანიკაში ვვარდები. არის შემთხვევები, ისე დაკავებული ვარ, დილით გავდივარ – ბავშვს სძინავს, შემოვდივარ გვიან და ისევ სძინავს. ეს ჩემთვის უფრო დამღლელია, ვიდრე მთელი დღე რამის კეთება. მისი სიცილი, ხითხითი – ჩემთვის ყველაფერია, დაღლილობაც მეხსნება და თანახმა ვარ, ფეხებით დავეკიდო.

– ალბათ, მეორედ გათხოვებისას, დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებ.

– დღეს მე შვილი მყავს. ამიტომ, უფრო მეტი რაღაცის გათვალისწინება მომიწევს. შვილი ჩემთვის ყველაფერია და ვინც არ უნდა იყოს ჩემი მეორე ნახევარი, შვილი ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება. ის ყველას მირჩევნია და ისე მოვიქცევი, როგორც ჩემი შვილისთვის იქნება კარგი.

მაიკო ჯანყარაშვილი (სამოდელო სააგენტო „ელიტ ლაინის“ ხელმძღვანელი): მარიანა ჩემი სააგენტოს სახეა, ასეთი მოდელი სხვა სააგენტოებს ნამდვილად არ ჰყავს. კლიპის მერე შეიძლება იჭორაონ, რატომ გაიხადაო, მაგრამ გააჩნია, ვინ გაიხდის. მარიანა იმდენად ლამაზია, მისი გახდა, ნამდვილად არ არის არაესთეტიკური. ყველაფერი ისეთი ლამაზი აქვს, სულ გახდილი უნდა დადიოდეს. კლიპში ჩემი სააგენტოს სამი მოდელი იღებს მონაწილეობას. მარიანამ გაიხადა, ნანუკა თარხნიშვილიც საკმაოდ თამამ კადრშია, ერთი სცენაა, სადაც გოგონები შიშვლები არიან, თუმცა რაღაც აფარიათ და შუაში მამაკაცი უწევთ. კლიპის გადაღება ერთ ღამეში უნდა დამთავრებულიყო. ამიტომ, ღამის გათენება მოგვიწია. დახოცილები, დაღლილები ვიყავით. უცბად ანრიმ გამოაცხადა, რომ ეპიზოდური როლი უნდა მეთამაშა. სიხარულით დავთანხმდი, ტანზე პირსახოცი მაქვს შემოხვეული. იდეაში, აბაზანიდან გამოვდივარ, ვადუღებ ყავას, ჩემ უკან წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი ზის, რომელთანაც მიმაქვს ვაშლი და როგორც ევამ ადამი შეაცდინა, ისე შევაცდინე. ის ერთი მხრიდან ჭამს ვაშლს, მე – მეორე მხრიდან.


скачать dle 11.3