კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები







* კომპოზიტორი რობერტ შუმანი, გარდა იმისა, რომ თავისი ნაწარმოებების უბადლო შემსრულებელი იყო, გამოირჩეოდა მრავალმხრივი ნიჭით, მათ შორის მხედართმთავრისა და სახელმწიფო მოღვაწის. მან შექმნა მუსიკოსების ძმობა-კავშირი, რომელსაც ებრაელთა მეფე დავითის პატივსაცემად „დავიდსბუნდი“ დაარქვა.

* 1968 წელს რიფ „შვიდ ქვას“ ნავთობით დატვირთული ხომალდი „ტორი კანიონი“ შეეჯახა. რომ არ დაბინძურებულიყო ტერიტორია და განსაკუთრებით – პლაჟი, დიდი ბრიტანეთის სამხედრო ესკადრილიამ გემი ფუგასური ბომბებით ააფეთქა და ამით მთელი ნავთობი დაწვა.

* 1940 წელს ამერიკაში გასაყიდად გამოუშვეს ქიმიკოს კაროზაროსის ქმნილება – ნეილონის წინდები, რასაც რეკლამა 12-მეტრიანი წინდებით გაუკეთეს.

* მეცხრამეტე საუკუნეში თამბაქოს ფაბრიკანტები, მილერი და გერმანი, სხვადასხვა სახის სიგარეტს უშვებდნენ, მათ შორის იყო თეატრალებისთვისაც, რომელიც მხოლოდ ორი-სამი შესუნთქვისთვის იყო საკმარისი. ამ სიგარეტს „ანტრაქტი“ ერქვა.

* ქიმიური დახვევა გერმანელმა პარიკმახერმა კარლ ნესტლემ გამოიგონა, მისი გამოგონებაა, ასევე, ხელოვნური წამწამებიც.

* 1988 წელს ცნობილი ფრანგი პანკ-როკერის – ბერტრანის ფირფიტის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო რომის პაპმა, იოანე-პავლე მეორემ, რომელიც ბერტრანის ლექსებს ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ, პოლონურ და ფრანგულ ენებზე კითხულობდა.

* ერთ-ერთ გამოფენაზე ექსპონირებული იყო გუგულის კვერცხები, სულ – 919 ცალი, რომლებიც 76 სახეობის ფრინველთა ბუდეებიდან შეაგროვეს. აღსანიშნავია, რომ ყველა კვერცხი აბსოლუტურად სხვადასხვა შეფერილობის იყო.


скачать dle 11.3