კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით შეიძლება, დაეწყოს სინამონიუმს ფესვების ლპობა და როდის შეიძლება გაუხმეს მას ფოთლები







ალბათ, ბევრი თქვენგანი დიდი მოცულობის მცენარეს ბინაში არ ახარებს, რადგან მისი ზომა აშინებს. „ფლორა ინტერნაციონალის“, ბიოლოგიის მეცნიერ მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ერთად, ამჯერად, მხოლოდ დიდი ზომის მცენარეებზე ვისაუბრებთ და გავარკვევთ, რამხელა შეიძლება, გაიზარდონ და შესაძლებელია თუ არა მათთვის კომპაქტური ფორმის შენარჩუნება.



– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა ძაფისეული ვაშინგტონია და რას გვეტყვით მის შესახებ?

– ის მარადმწვანე ხე-პალმაა, რომელსაც ულამაზესი ფოთლები აქვს. ოთახის პირობებში მშვენივრად ხარობს. ბინაში ის იკეთებს უამრავ ფოთოლს და ორ-სამ წელიწადში ორ მეტრ სიმაღლეს აღწევს. ზამთრის ბაღებსა და სათბურებში კი, უფრო მაღალიც იზრდება.

– როგორ ადგილას გვირჩევთ ამ მცენარის დადგმას და მზის მოყვარულია თუ არა ის?

– მწველი მზე არაა სასურველი, თუმცა კარგად განათებულ ადგილას უნდა დადგათ. ის სინათლის მოყვარული მცენარეა და რაც მეტად მოხვდება დღის შუქი, მით უფრო გაიხარებს.

– შესაძლებელია ამ პალმისთვის კომპაქტური ფორმის შენარჩუნება?

– ძაფისეულ ვაშინგტონიას არ უყვარს ფოთლების შეკვეცა. ამიტომ, უმჯობესია, თუ თავის ნებაზე მიუშვებთ და თავისუფლად გაიზრდება. ის ცუდად რეაგირებს, როგორც ფოთლების შეკვეცაზე, ასევე გადარგვაზეც. ეცადეთ, ხშირად არ გადარგოთ, რადგან ხშირი გადარგვა და მიწის შემოცლა მას დააზიანებს.

– როგორ ნიადაგში გვირჩევთ ძაფისეული ვაშინგტონიას ჩარგვას?

– მისი ნიადაგის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყოს: ორ-ორი წილი მიწა და ნაკელი და თითო წილი ქვიშა და ტორფი. ასეთ ნიადაგში მცენარე კარგად ხარობს. გაითვალისწინეთ, რომ ნიადაგი კარგი დრენაჟის უნდა იყოს, რომ მასში წყალმა კარგად გაჟონოს. სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია, ფესვების ლპობა დაეწყოს, რაც მცენარის კვდომას გამოიწვევს.

– რამდენ ხანში ერთხელ გვირჩევთ ამ მცენარის მორწყვას?

– ზამთარში მცენარე მორწყეთ 10 დღეში ერთხელ, ხოლო ზაფხულში – სამ დღეში ერთხელ. მორწყვის შემდეგ მცენარეს ნუ დადგამთ მზიან ადგილას, სასურველია ამ დროს გაფანტულ მზის სხივებზე ამყოფოთ.

– რაც შეეხება ტემპერატურას?

– ეს მცენარე ძალიან მგრძნობიარეა ყინვის მიმართ. ამიტომ ზამთარში ეცადეთ, დაბალი ტემპერატურის დროს, გამათბობლით აწიოთ ტემპერატურა. ზაფხულში კი მისთვის საკმარისია ოთახის ნორმალური ტემპერატურა – 18-24 გრადუსი.

– პრეტენზიულია თუ არა სინამონიუმი?

– ეს მარადმწვანე ულამაზესი მცენარე იზრდება როგორც ბუჩქის, ასევე ხე-მცენარის ტანით. მისი ფოთლები დიდ ეფექტს ახდენს მნახველზე. ქოთნის პირობებში 2 მეტრ სიმაღლეს აღწევს და არც რთული მოსავლელია. ამ მცენარეს იყენებენ ხალხური წამლების დასამზადებლად, არც მედიცინაშია პრტენზიული. მის ფოთლებს იყენებენ კოღოს, ბუზის, ტარაკანის და სხვა მწერების დასაფრთხობად.

– როგორ გავამრავლოთ სინამონიუმი?

– ამ მცენარის გამრავლება შესაძლებელია ამონაყარით, რომელიც 40 სანტიმეტრი სიმაღლის უნდა იყოს.

– როგორ მოქმედებს მწველი მზე სინამონიუმის ფოთლებზე?

– შუადღის მწველ მზეს მოარიდეთ. მას სჭირდება ნათელი ადგილი და საკმარისია ამომავალი და ჩამავალი მზის სხივების მოხვედრა.

– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ მცენარე?

– თავის სამშობლოში – ავსტრალიაში, მისი ტემპერატურა 35-40 გრადუსს აღწევს, ხოლო ჩვენთან მისთვის უმაღლესი ტემპერატურა 25-30 გრადუსია. მაღალი სიცხის დროს შესაძლია მცენარემ მოიწყინოს და ფოთლების ხმობა დაეწყოს, ამიტომ, ამ დროს გირჩევთ, რომ მცენარე ნახევრად ჩრდილში დადგათ.

– რა სიხშირით მოვრწყათ სინამონიუმი?

– ზაფხულში მცენარეს ყოველდღე სჭირდება მორწყვა, ხოლო ზამთარში საკმარისია, 10-15 დღეში ერთხელ. სინამონიუმს ძალზე ძლიერი და დიდი ფესვები აქვს. ამიტომ ეცადეთ, მცენარე თავიდანვე დიდ ქოთანში ჩარგოთ, რომ გადარგვა აღარ დაგჭირდეთ.

– შესაძლებელია თუ არა მისი გასხვლა და როდის იყვავილებს ის?

– ეს მცენარე მშვენივრად ექვემდებარება გასხვლას და შეგიძლიათ, გაზაფხულზე გასხლათ, რომ კომპაქტური ფორმა შეუნარჩუნოთ. იყვავილებს ივნისიდან. თუ ალერგიული ხართ, შესაძლებელია, მისმა ყვავილებმა თავი აგატკიოთ ან ცრემლდენა გამოიწვიოს. სინამონიუმისგან მზადდება წვეთები, რომელიც უკვე გადამუშავებული ქაფურია. ამ დროს გირჩევთ, არ მიეკაროთ მცენარეს.

– როგორ ნიადაგში ჯობია ამ მცენარის ჩარგვა და ეხვევა თუ არა მავნებლები?

– მის ნიადაგს დაუმატეთ ტორფი, ქვიშა, ნაკელი და ფოთლის მიწა. გაზაფხულზე სასურველია, გაანოყიეროთ მინერალური თხევადი სასუქით. სინამონიუმი მავნებლებისგან დაცულია, რადგან ხელის შეხებისას, ლიმონის არომატს გამოყოფს და მწერებს ეს არ მოსწონთ. ამ მხრივ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. ზაფხულის სეზონზე არანაირი მავნებელი არ მიეკარება. სინამონიუმი ძალიან მნიშვნელოვანი მცენარეა. ეცადეთ, შეიძინოთ და გაზარდოთ ბინაში. ის ძვირფასი, ლამაზი, სამკურნალო და ამავე დროს, უპრეტენზიო მცენარეა.


скачать dle 11.3