კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კურნიკოვა ისევ თხოვდება



რუსი ჩოგბურთელი ანა კურნიკოვა უკვე მერამდენედ აცხადებს, რომ თხოვდება და, რაღა თქმა უნდა, ენრიკე იგლესიასს მიჰყვება. ანამ ორი წლის წინ ისიც თქვა, ენრიკესგან შვილს ველოდებიო, მაგრამ ესპანელმა მომღერალმა ყველაფერი უარყო. ახლა კი ისე ჩანს, რომ საქმე უფრო სერიოზულად არის.

„მე და ენრიკე მალე ხელს მოვაწერთ და შვილებიც გვეყოლება. ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი და შეთანხმებულია“, – განაცხადა ანამ.

ჟურნალისტებმა კურნიკოვას განცხადება არ „ჭამეს“ და გადასამოწმებლად ენრიკესთან გაიქცნენ.

„რომ გითხრათ, ცოლის მოყვანაზე არ ვფიქრობ-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ, კონკრეტულად თარიღს ვერ დავასახელებ და ვერც იმას გეტყვით, ვინ იქნება ჩემი რჩეული. ანასთან ყოფნა მომწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე, როგორც საცოლეზე, ისე ვფიქრობ. როცა ცოლს მოიყვან, მასთან ხომ მთელი ცხოვრება უნდა გაატარო,“ – განაცხადა ენრიკემ.


скачать dle 11.3