კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ახალი სუნამო უკავშირდება პოპ-ვარსკვლავ ჯასტინ ბიბერს და რა შესთავაზა ჟურნალმა „ფლეიბოიმ“ პოპ-ვარსკვლავის დედას











იგი ითვლება თანამედროვეობის ნომერ პირველ პოპ-ვარსკვლავად ახალგაზრდა შემსრულებლებს შორის და მის გაპოპულარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მუსიკალურ პორტალ „იუთუბის“, ხოლო მის კონცერტებზე თინეიჯერი გოგონები გონებას კარგავენ და ტრანსში ვარდებიან. მისი სახელია ჯასტინ ბიბერი და მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ მსოფლიოს პოპ-მუსიკის აღიარებული ვარსკვლავები.

ჯასტინ ბიბერი 1994 წლის 1 მარტს სტრეტფორდში, კანადის პროვინცია ონტარიოში დაიბადა. მუსიკალური მონაცემები ჯასტინს მშობლებისგან გამოჰყვა: მამა, ჯერემი ბიბერი, გიტარაზე დაკვრით იყო გატაცებული, ხოლო დედა, პეტი მალეტე, რომელსაც ამას წინათ ჟურნალმა „ფლეიბოიმ“ შიშველი ფოტოსესიის მოწყობისთვის საკმაოდ საინტერესო ჰონორარი შესთავაზა, ერთ დროს იმედისმომცემ ვოკალისტად ითვლებოდა. რთული დასაჯერებელია, რომ სიმღერით ჯასტინი სულ რამდენიმე წელია რაც დაინტერესდა, მით უმეტეს, რომ 2 წლის ასაკიდან იგი ინტერესს ავლენდა სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის, განსაკუთრებით კი – დასარტყამი ინსტრუმენტების მიმართ. ბავშვობაში იგი მუსიკის გაკვეთილებზეც დადიოდა და ამჟამად მას პროფესიონალურ დონეზე შეუძლია დაკვრა დასარტყამ, სიმებიან და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. 12 წლის ასაკში ჯასტინმა მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ვოკალურ კონკურსში „სტრეტფორდ აიდოლი“ და, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონკურენტები კონკურსამდე სერიოზულად იყვნენ დაკავებულნი მუსიკით, ხოლო ჯასტინი მხოლოდ დედის მეთვალყურეობის ქვეშ, სახლში მღეროდა, მან მეორე ადგილის დაკავება მოახერხა. იმავე პერიოდში ახალი გახსნილი იყო მუსიკალური პორტალი „იუთუბი“, სადაც სხვადასხვა კატეგორიის ვიდეოფაილების განთავსება იყო შესაძლებელი. სწორედ ამ საიტზე განათავსა ჯასტინის დედამ სახლში გადაღებული რამდენიმე სამოყვარულო მუსიკალური რგოლი. ამ რგოლებს ძალიან მალე გაუჩნდა თაყვანისმცემელთა მთელი არმია, რომლებიც ჯერ კიდევ 2007 წელს ამტკიცებდნენ, რომ ჯასტინ ბიბერი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდა. სწორედ „იუთუბიდან“ დაინტერესდა მენეჯერი სკუტერ ბრაუნი ჯასტინით და ინტერნეტის საშუალებით ბიბერების ოჯახს დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა. იმავე წელს ჯასტინი ბრაუნთან ერთად ატლანტაში გაემგზავრა, სადაც ცნობილი რეპერი და პროდიუსერი აშერი გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინი აშერთან შეხვედრის დროს 13 წლის იყო, ვარსკვლავმა ირწმუნა მისი ნიჭი და აღფრთოვანებული დარჩა მისი ვოკალური შესაძლებლობებით. აშერთან ერთად ჯასტინი „აილანდ რეკორდსში“ მივიდა, სადაც მას მოუსმინეს და 2008 წელს პირველი ოფიციალური კონტრაქტი გაუფორმეს. საინტერესოა, რომ კონტრაქტის მიხედვით, ჯასტინს თვითონ უნდა გადაეწყვიტა, ვისთან სურდა თანამშრომლობა, – აშერთან თუ ჯასტინ ტიმბერლეიკთან. საბოლოოდ ჯასტინმა აშერთან თანამშრომლობა არჩია და, როგორც მუსიკალური ექსპერტები წერენ, მან სწორი არჩევანი გააკეთა. იმავე წელს ჯასტინ ბიბერი ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე იმედისმომცემ პოპ-შემსრულებლად დაასახელეს, ხოლო მსოფლიოში მას „თინ სინგინგ სენსეიშენს“ ანუ „თინეიჯერ მომღერალ სენსაციას“ უწოდებდნენ.

2009 წელს ჯასტინ ბიბერმა, რომელსაც ორ წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია „კუბიკ-რუბიკის“ აწყობა, პირველი სინგლი – „უან თაიმ“ გამოუშვა, რაც უმალვე გახდა მსოფლიო დონის ჰიტი. მისი არანორმალური ფანი-გოგონები ჩხუბობდნენ კიდეც მუსიკალურ მაღაზიებში, რათა დაესწროთ ერთმანეთისთვის სინგლის შეძენა, რომელიც გამოსვლისთანავე დეფიციტური გახდა. გამოსვლიდან ორ კვირაში სინგლმა მე-12 ადგილი დაიკავა „კანადის ცხელ პოპ-ასეულში“, ხოლო პირველი ალბომი, სახელწოდებით „მაი უორლდ“, ჯასტინ ბიბერმა 2009 წლის შემოდგომაზე გამოუშვა. ალბომმა მალე მოიპოვა პოპულარობა თინეიჯერებს შორის, ხოლო კლიპებმა სიმღერებზე „უან თაიმ“ და „უან ლეს ლონლი გელმა“, „ემტივის“ ჰიტ-აღლუმები დაიპყრეს.

2010 წლის მარტში გამოვიდა ჯასტინ ბიბერის პირველი ალბომის სრული ვერსია – „მაი უორლდ 2.0“. ალბომის გამოსვლას წინ უძღოდა სინგლისა და კლიპის – „ბეიბის“ გამოსვლა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ააფეთქა მუსიკალური ჰიტ-აღლუმები. კლიპი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მარტო „იუთუბიზე“ ის 250 მილიონმა ადამიანმა ნახა, რითაც საიტის რეკორდი დაამყარა და წინა რეკორდის მფლობელები – მაიკლ ჯეკსონი და ლედი გაგა – მნიშვნელოვანდ ჩამოიტოვა. აღსანიშნავია, რომ ჯასტინ ბიბერი გახდა პირველი პოპ-შემსრულებელი, რომლის ერთდროულად შვიდი სიმღერა ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ ჩარტში – „ბილბორდ ტოპ 100-ში“ მოხვდა.

ჯასტინ ბიბერის (რომლის სიმაღლე სულ რაღაც 168 სანტიმეტრია), პოპულარობამ რომ პიკს მიაღწია, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ის არის ყველაზე პატარა ვარსკვლავი, რომლის შესახებ მხატვრულ ფილმს იღებენ. ფილმის რეჟისორი, ჯონ ჩუა, პოპულარული ფილმების „ნაბიჯი წინ 2:ქუჩები“ და „ნაბიჯი წინ 3D“-ის ავტორი, ხოლო გადაღებები ჯასტინის კონცერტების დროს, კულისებში და სცენაზე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ფილმი, ჯასტინის ალბომების მსგავსად, წარმატებული გახდება. სხვათა შორის, ჯასტინის ჰობი ფილმების ყურებაა და მისი უსაყვარლესი ფილმებია: „მერვე მილი“ და „ეშმაკის განდევნა ემილი როუზიდან“. გარდა ამისა, თავისუფალ დროს ჯასტინს უყვარს ფეხბურთის, გოლფის, ჰოკეის თამაში, სკეიტბორდით სრიალი და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობა „ფეისბუქისა“ და „ტვიტერის“ დახმარებით.

გარდა მუსიკისა, ჯასტინ ბიბერის სახელი კოსმეტიკურ საშუალებებსა და სუნამოებსაც უკავშირდება. კერძოდ, 2011 წლის მარტში გასაყიდად გამოვა ქალებისთვის განკუთვნილი სუნამო, რომლის შექმნაში ჯასტინსაც აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო იმავე წლის ზაფხულში გაიყიდება ფრჩხილების ლაკი, რომელიც ჯასტინის კომპოზიციების სახელს ატარებს.

რაც შეეხება ჯასტინის პირად ცხოვრებას, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ თანამედროვე თინეიჯერ-გოგონებს: მას სულ სამი მეგობარი გოგონა ჰყავდა, თუმცა იგი სამივეს ხანმოკლე დროით ხვდებოდა. ყველაზე მეტად გოგონებში ჯასტინს თვალები და სასიამოვნო სუნამოს სურნელი იზიდავს. აღსანიშნავია, რომ ჯასტინ ბიბერი მორწმუნე კათოლიკეა და ყოველ კვირას, შეძლებისდაგვარად, იგი წირვებს ესწრება. გარდა ამისა, მას დადებული აქვს ფიცი, რომ სექსი ცოლის მოყვანამდე არ ექნება.


скачать dle 11.3