კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის უფლება აღარ აქვს ამერიკაში

სალომე გასვიანს და ვინ იცავდა მას

ლოს-ანჯელესში თაყვანისმცემლებისგან







ნიჭიერი მომღერალი სალომე გასვიანი, რომელიც ჩემი ჩათვლით, ყველას პატარაობიდან ახსოვს, თითქმის შვიდი წელია, ამერიკაში ცხოვრობს და იქ საკმაოდ აქტიურად განაგრძობს სწავლას, ახლო მომავალში კი მუშაობის დაწყებას გეგმავს. ნიჭიერი გოგონა საკუთარ წარმატებაზე მორიდებით საუბრობს, თუმცა ცნობილი პროდიუსერები და მენეჯერები მასში დიდ პოტენციალს ხედავენ.

სალომე: ვიზის სტატუსი შევცვალე, ახლა „არტისტის“ ვიზა მაქვს, ამისთვის ჩამოვედი თბილისში. თან, მონატრებული ადამიანებიც ვნახე, მოკლედ, ყველაფერი მოვასწარი. რაღაცნაირად, გადავეჩვიე აქაურობას, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან მიყვარს. სულ მენატრება, მეამაყება. თბილისში ისე კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს, შებოჭილი ვარ, ამერიკაში უფრო თავისუფალი ვარ. არ ვიცი, შეიძლება, ეს ფსიქოლოგიური მომენტია.

– თბილისში ყოფნისას ნიკა ხომასურიძის ფილმში გადაგიღეს.

– ნიკამ მითხრა, ფილმს ვიღებ, ქასთინგია და, თუ გინდა, მონაწილეობა მიიღეო, თან სცენარი გამომიგზავნეს. მივედი ქასთინგზე და, ალბათ, მოვეწონე – თამარ მეფის როლი შევასრულე. მინდა, ნიკას მადლობა გადავუხადო, ყველას ისე შევეჩვიე და შემიყვარდა, რომ აუცილებლად მომენატრებიან. გადაღებებზე ყოველთვის ძალიან კარგი სიტუაცია იყო, ვმხიარულობდით, ერთი ჭკუის ხალხი ვიყავით, კარგად ვუგებდით ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ციოდა და ძირითადად გამთენიისას გვქონდა რეპეტიციები, მაინც ძალიან კარგი სიტუაცია იყო და სიცივეზე აღარ ვფიქრობდით. ბუნებით მორცხვი ვარ, გადაღებების დროს კი, უფრო თავისუფალი ვხდები და ეს მომწონს.

– ვიზის სტატუსის შეცვლა არ იქნებოდა ადვილი.

– ეს უკვე სამუშაო ვიზაა და ძალიან ძნელად მოსაპოვებელია. ამისთვის ბევრი დოკუმენტის, მონაცემების, ვიდეოების გაგზავნაა საჭირო. რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდა ამ ყველაფერს ჩემი ადვოკატი. ჩემთან ინსტიტუტში ვინც იყვნენ ინტერნაციონალები, არავის სჯეროდა, ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ეს ვიზა ავიღე. თავიდან მეგონა, რომ ვერ ავიღებდი, მაგრამ, ადვოკატმა მითხრა, შენ გაქვს საკმარისი მასალა და აუცილებლად აიღებო.

– როგორ ცხოვრობ ამერიკაში?

– ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ, მუსიკალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი, ვოკალის ფაკულტეტზე. რადგან ეს ვიზა ავიღე, ამიტომ სწავლის უფლება აღარ მაქვს. ძალიან კარგი სიტუაცია იყო ინსტიტუტში. საინტერესო იყო იქ სწავლა, თეორიული, პრაქტიკული მეცადინეობები დაოსტატებაში მეხმარებოდა, ბევრი საინტერესო კლასი მქონდა. მიხაროდა სწავლა. გული დამწყდა, რომ ვეღარ ვისწავლი. მაგრამ, არა უშავს, ჩემი განყოფილების უფროსმა მითხრა, რაც გაიარე, ყველაფერი შეგენახება და, როცა გექნება საშუალება და დრო, შეგიძლია, ისევ განაგრძოო.

– საკმაოდ პატარა იყავი, როდესაც ამერიკაში წახვედი საცხოვრებლად, სასწავლებლად. არ გაგიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება? თუ შეგცვალა იქაური ცხოვრების წესმა?

– პატარა ვიყავი, მაგრამ, ჩემი და ჩემთან იყო, თან, ადვილად ვეჩვევი გარემოს და ადამიანებს. სულ ვიღიმები, ძალიან ალალი და უშუალო ვარ, თავი არ მაქვს მაღლა აწეული, არადა, ბევრი იქცევა ასე და, რატომ – არ ვიცი. მიხარია ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ, ჩემი უცნაური ამერიკული იუმორი არ ესმით.

– ლოს-ანჯელესში თუ გქონდა კონცერტები?

– ჰოლივუდში კლუბში ბენდთან ერთად ვმღეროდი, ერთი სიმღერა ჩემი იყო. ჰოლივუდის ბულვარში ვცხოვრობ, ჩემი ინსტიტუტიც იქ არის და კლუბშიც იქ გამოვდიოდი. რადგან 21 წლის არ ვარ, ამიტომ კლუბებში გამოსვლის უფლება არ მქონდა, მაგრამ, მაინც მიწევდა. როდესაც ჩემს გამოსვლას დავამთავრებდი, მაშინვე მოვდიოდი კლუბიდან, რადგან ამ კანონს ძალიან იცავენ.

– ახლა, როდესაც ამერიკაში დაბრუნდები, უკვე იცი, სად იმუშავებ?

– სერიოზული გეგმები მაქვს, მინდა, ვიმუშაო და პარალელურად მსახიობის ოსტატობაზეც ვიარო, ოღონდ, სკოლაში არა, არ მაქვს უფლება. ჩავწერ სიმღერებს, ჩემი იქ ყოფნა აუცილებელია, რადგან მელოდიის მოფიქრებაში ვეხმარები.

– გარდა სწავლისა და მუშაობისა, კიდევ რით ხარ დაკავებული, გართობისთვის თუ გრჩება დრო?

– არის გასართობი ცენტრები, სადაც მაღაზიებიც არის და ხალხიც სეირნობს, ისვენებს. კინოში მიყვარს სიარული მეგობრებთან ერთად, ასევე, მივდივართ სტუმრად, ისინი სვამენ სასმელს, მე არ ვსვამ, სამაგიეროდ, ვართობ. მიყვარს სადმე სადილზე წასვლა, რომანტიკული ადგილებიც მიყვარს – ეტყობა, რომანტიკული ადამიანი ვარ.

– თუ გიწევს ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა?

– ჩემს მენეჯერს აქვს მათთან უშუალო ურთიერთობა და მიყვება ხოლმე. ის ადრე მუშაობდა როდ სტიუარტთან, კორტნი ლავთან. ბევრ ცნობილ პროდიუსერთან მქონია ურთიერთობა და ყველას დადებითად შევუფასებივარ. ისინი მუშაობდნენ სელინ დიონთან, ავრილ ლავინთან, „ბითლზებთან“, როდ სტიუარტთან, მერაია ქერისთან. მე ისინი ჩემმა მენეჯერმა გამაცნო, ვიმღერე მათ წინაშე და შეფასებები ძალიან კარგი იყო – მითხრეს, დღეს ასე უკვე აღარავინ მღერის და შენ გაქვს ყველა ის მონაცემი, რომ სიმღერა დააბრუნოო.

– როგორ დაინტერესდა შენი მენეჯერი შენით?

– მისი ინტერვიუ ნახა იმ კომპოზიტორმა, რომელთანაც იმ დროს ვმუშაობდი. დავუკავშირდი, მივედი, ვიმღერე და გახდა ჩემი მენეჯერი. მე უკვე „ვარსკვლავს“ მეძახის, კიდევ – „პრინცესას“. ალბათ, ჩემში ხედავს, რომ „ის რაღაც“ მაქვს. მაგრამ „ვარსკვლავს“ მარტო ის კი არა, ჩემი მეგობარი საჰარაც მეძახის. იმ ქუჩაზე, სადაც ჩვენ დავდივართ, სულ ვარსკვლავების სახელები წერია და საჰარა მეუბნება, ჩემი თუ არა, შენი სახელი მაინც უნდა ეწეროსო. იმ ქუჩაზე, სადაც ვცხოვრობ და ვსწავლობ, ჩინური თეატრია, სადაც ყოველ ორშაბათს პრემიერები იმართება და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იყრის თავს – ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ერთ დღეს რასელ ქროუს გაუხსნეს ვარსკვლავი და მეც იქ ვიყავი. ჩემ წინ იდგა ჟურნალისტი და მერე – რასელ ქროუ. ყოველ ორშაბათს ხდება ასეთი რაღაცეები: მე იმ დროს გაკვეთილი მაქვს, ისინი კი ორ ნაბიჯში ინტერვიუს აძლევენ ჟურნალისტებს.

– ცხადია, გეყოლება თაყვანისმცემლები...

– ჩემით ინტერესდებიან, მაგრამ ყველასთან დისტანციური ურთიერთობა მაქვს და, რატომღაც, ეშინიათ ჩემი. ჩვენს ინსტიტუტში ძირითადად ბიჭები იყვნენ. ყველა გოგონა გრძნობს ბიჭის მხრიდან სიმპათიებს და მეც ვგრძნობდი. ზოგი ძალიან მყავდა გადაკიდებული და საჰარა მიცავდა. ერთი ინგლისელი თაყვანისმცემელი მყავდა. მართლა მინდოდა, რომ დამეხრჩო, ოღონდ, სიყვარულით კი არა, სერიოზულად. აბსოლუტურად ყველგან მეპატიჟებოდა, მეუბნებოდა, შენს სახელს დავიწერ ტატუზე, ჯვარი გიკეთია, ღმერთის გჯერა, ეკლესიაში მაინც გამომყევი, სხვადასხვა რიგში დავსხდეთო. ძალიან მაბეზრებდა თავს, სხვები უფრო კარგად იქცეოდნენ. რა კარგი მომღერალი ხარო – ამაზე გადადიოდნენ.

– ყურადღებას აქცევ მამაკაცის ეროვნებას?

– ჩემი მშობლებისთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, კარგი ადამიანი იყოს და შემიყვარდეს.


скачать dle 11.3