როგორ გაშიფრა ჯაშუში გენერალი ქართველმა მზვერავმა
საბჭოთა კომუნისტური პროპაგანდის შემდეგ რუსეთის მიერ ფართოდ რეკლამირებულმა დაზვერვამ ცივი ომი პირწმინდად წააგო. იმ ორმოცდაათწლიანი დაპირისპირების პერიოდში, როდესაც ერთმანეთის პირისპირ ამერიკის შეერთებული შტატები და ბნელი საბჭოეთი იდგა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს უხილავი ფრონტის მებრძოლებმა. არაობიექტურობა იქნება საბჭოთა დაზვერვის დაკნინება, რომელიც დიდი და მთავარი ძალის იყო კომუნისტური იდეოლოგების ხელში. მაგრამ, დასავლური სპეცსამსახურები მათზე ერთი თავით მაღლა იდგნენ და ეს ამბავი მას შემდეგ გახდა ნათელი, როდესაც უშიშროების ორგანოებიდან ქართველების გაძევება დაიწყეს. ქართველებს თანამდებობებს ართმევდნენ და მათ ადგილებზე ეთნიკურ რუსებს ნიშნავდნენ, რომლებსაც დაბალი კვალიფიკაცია და ვიწრო აზროვნება ჰქონდათ. სამაგიეროდ, „დერჟავული“ იდეოლოგია ძვალსა და რბილში გასჯდომოდათ და ინტელექტულურ ბრძოლას ძალისმიერ, ბინძურ და საბოლოო ჯამში, წამგებიან თამაშს ამჯობინებდნენ. მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში გახდა ნათელი, თუ როგორ გააცურა „კაგებე“ „ცეერუმ“, როდესაც რუსებს რუსიფიკაციის დოქტრინა შეუცურეს.
ამერიკელების მიერ შემუშავებულმა გეგმამ სრულად გაამართლა და მეოცე საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში დიდ პოლიტიკურ თამაშში „ცეერუმ“ დომინანტის როლი მოიპოვა. იმ პერიოდიდან იღებს სათავეს საბჭოთა აგენტების მასობრივი გადაბირების პროცესი და „ცეერუ“ ვერ აუდიოდა მათ. გადმობირებულთა შორის სხვადასხვა „კალიბრის“ პირები ხვდებოდნენ, ზოგი – წვრილი, ზოგიც კი – მსხვილი. იყვნენ ისეთებიც, ვისაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და მათი ცხოვრებაში გატარება ევალებოდეთ. ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ფიგურა იყო გენერალ-ლეიტენანტი ივანე კოზლოვი. წითელი არმიის ეს მაღალჩინოსანი „ცეერუს“ ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯერ კიდევ მისი მაიორობისას, 1955 წელს აღმოსავლეთ ბერლინში გადაიბირეს. ამერიკელებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს 28 წლის რუს მაიორს, რომელსაც ფარულად უთვალთვალებდნენ. დაადგინეს, რომ ის ჰომოსექსუალი იყო.
კოზლოვის გადმობირების ოპერაცია 1955 წლის 30 აგვისტოს ჰომოსექსუალთა იატაკქვეშა კლუბ „მეგობრობაში“ განხორციელდა. იმ დღეს გარეგნობაშეცვლილი კოზლოვი, ჩვეულებისამებრ, მამათმავალთა კლუბს ეწვია, მომავალი პარტნიორი შეარჩია და მასთან ერთად ცალკე ოთახში განმარტოვდა. მომავალი გენერალი აღმოსავლელ მამაკაცებს ანიჭებდა უპირატესობას. ამიტომ, ამერიკელებმა მას თურქული წარმოშობის ალი მიუგზავნეს. ალიმ კოზლოვს ჯერ გაუღიმა, შემდეგ პორნოფილმის ნახვა შესთავაზა და მინი-კინოპროექტორის მეშვეობით, მას თავისი „გმირობის“ რამდენიმე ეპიზოდი უჩვენა. გადმობირებას, სულ რაღაც, 30 წუთი დასჭირდა და იმ დღიდან მოყოლებული, 27 წლის განმავლობაში კოზლოვი „ცეერუზე“ მუშაობდა. 1955-1982 წლებში ივანე კოზლოვმა ამერიკელების უშუალო ხელშეწყობით უმნიშვნელოვანესი კარიერა გაიკეთა საბჭოთა კავშირში და თანამდებობით არმიის სარდლის მოადგილეობას, წოდებით კი გენერალ-ლეიტენანტობას მიაღწია. ამ პერიოდის განმავლობაში კოზლოვი უძვირფასეს ინფორმაციებს აწვდიდა ამერიკულ დაზვერვას, სანაცვლოდ კი მისი საბანკო ანგარიში იზრდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. გენერალ-ლეიტენანტი კოზლოვი ავღანეთში შეჭრილი მე-40 არმიის ერთ-ერთი მეთაური იყო და მისი კარიერა 1982 წლის ივლისში დასრულდა. ჰომოსექსუალი საბჭოთა გენერალი ისევ ქართველმა გაშიფრა, რომელიც „ცეერუს“ საიდუმლო განყოფილებაში მუშაობდა. ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელი იყო საბჭოთა ხელმძღვანელობისთვის. ის ჯერ მოტყუებით ჩაიყვანეს მოსკოვში, შემდეგ კი ლუბიანკაზე გამოამწყვდიეს, აალაპარაკეს და სამხედრო-საველე ტრიბუნალის განაჩენით ჩამოახრჩვეს.