შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1984 წლის 5 დეკემბერს, დილით. მინდა, უცხოეთში გამგზავრება და იქნებ, მირჩიოთ რომელი ქვეყანა ჯობია და ასევე, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მელის მშვიდი და ჰარმონიული ოჯახური თანაცხოვრება?
პასუხი: თქვენთვის მისაღებია ურთიერთობა თხის რქის, მორიელის, ლომის, სასწორის, მერწყულისა და ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. უცხოეთიდან კი კარგია მექსიკა, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, საბერძნეთი, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, მაკედონია, ირლანდია, უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდავეთი, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1987 წლის 7 დეკემბერს. უნდა უცხოეთში წასვლა და იქ სწავლა, მუშაობა. ასტროლოგიური კუთხით, ამ თვალსაზრისით, რომელი ქვეყნებია მისთვის მისაღები?
პასუხი: უცხოეთი მისთვის დიდი წარმატებების მომტანი არ არის. თუმცა, იქ წასვლა და ძალების მოსინჯვა, ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კარგია, ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვეცია, ყაზახეთი, სინგაპური, მალაიზია.
კითხვა: დავიბადე 1975 წლის 5 მაისს. მინდა, უცხოეთში ვცადო ბედი და ასტროლოგიურად, რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?
პასუხი: გეტყვით იმას, რომ თქვენი კარმულ-კოსმიური მისია სწორედ უცხოეთს უკავშირდება. ამიტომ, იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა თქვენთვის აუცილებელია. ქვეყნებიდან კი ასტროლოგიურად თქვენთვის მისაღებია: ინგლისი, ავსტრალია, დანია, შვეცია, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, საფრანგეთის სამხრეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი და პორტუგალია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1984 წლის 21 იანვარს. რომელ სფეროში მიაღწევს სასურველ შედეგს?
პასუხი: მისთვის კარგია და მისაღები ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, მთარგმნელობითი საქმე, იურისპრუდენცია. ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პოლიტიკა, სამართლებრივი ორგანოები, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა და პედაგოგიკა.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1997 წლის 27 აგვისტოს. რა საქმიანობას უნდა მოჰკიდოს ხელი, რომ სამომავლოდ წარმატებებს მიაღწიოს?
პასუხი: მისთვის კარგია და წარმატებების მომტანი, შემდეგი პროფესიები – კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, აუდიო-მობილური და ვიდეო სისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, სოციოლოგია, ასტრონომია, ასტროლოგია, ავიაციის ბიზნესი, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო სფერო, მედიცინის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა. ყველა ეს სფერო მისთვის მისაღები და წარმატების მომტანია.
კითხვა: დავიბადე 1983 წლის 27 სექტემბერს. გთხოვთ მირჩიოთ, რომელ პროფესიაში ვცადო ბედი, რომ ცხოვრებაში მეტ წარმატებას მივაღწიო?
პასუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანი პროფესიებია: ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, სპორტის ფართო სპექტრი, მენეჯერული სამუშაო, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, პედაგოგიკა და იურისპრუდენცია.