კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2005 წლის 6 ოქტომბერს, 19 საათზე. მაინტერესებს, რომელ პროფესიაში მიაღწევს წარმატებას, რა არის მისი კარმული მისია და რომელი ქვეყნებია მისთვის მისაღები? ასევე, რომელ ნიშანთან ექნება ბედნიერი ქორწინება?

პასუხი: მისი კარმული მისიაა: იყოს ინიციატივიანი, ენერგიული, შეეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა, ასევე, ჰქონდეს უშიშარი სული. სიკეთე გამოავლინოს. უნდა იყოს მშვიდობის მტრედი, სადაც შევა, შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია. დაეყრდნოს დიპლომატიას, დაიცვას თანასწორუფლებიანობის პრინციპი. დაეყრდნოს ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას. ეს მისი წარმატების მომტანი ფაქტორები და კოსმიურ-კარმული მისიაა. სასიყვარულო პარტნიორებიდან კი მისაღებია „სასწორი“, „მშვილდოსანი“, „ტყუპები“, „მერწყული“. პროფესიებიდან კარგია და წარმატების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური სფერო, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფის ხელოვნება, სადალაქო სფერო, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ფსიქოლოგია, მანქანების დიზაინი, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, სპორტის ფართო სპექტრი, სამეცნიერო კვლევა, საკონსტრუქტორო, საგანმანათლებლო საქმიანობა, ფსიქოთერაპია. უცხოეთი მისთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი მისთვის წარმატების მომტანია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, ყაზახეთი, შვეცია, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, იტალია, არგენტინა, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, ლატვია, ჰავაის კუნძულები.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1995 წლის 15 ივლისს. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა მისთვის მისაღები?

პასუხი: მისთვის საჭიროა უცხოეთთან კონტაქტი, ეს მისი უმთავრესი წარმატების ადგილია. პროფესიებიდან კი კარგია სპორტის ფართო სპექტრი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია, საელჩოების, საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, მედიცინის ფართო სპექტრი, ფარმაცევტიკის გამოკლებით, განსაკუთრებით კარგია სტომატოლოგია, გინეკოლოგია, რევმატოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია; ასევე, კარგია ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო, სადაზღვევო საქმიანობა, პედაგოგიკის სფერო.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1993 წლის 13 თებერვალს, ღამის 1 საათზე. არის კალათბურთელი. ექნება თუ არა ამ სპორტში წარმატება და რომელი პროფესია იქნება მისთვის პერსპექტიული?

პასუხი: მისი კოსმიური მისია სწორედ სპორტია. ამიტომ, ამ სფეროში შეუძლია, დიდი წარმატებების მიღწევა, ოღონდ, თუ არ იზარმაცა. სპორტში დიდი შანსი აქვს და რაც დროულად დაუკავშირებს ამ სფეროს უცხოეთს, მით მეტად მალე მიაღწევს წარმატებას. პროფესიებიდან კარგია მისთვის იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ფოტოგრაფიული ხელოვნება ან ბიზნესი, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების, საკონსულოების დონეზე, მედიცინის ფართო სპექტრი; ამ სფეროებში მას გააჩნია წარმატების შანსი.

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 1997 წლის 27 ივლისს, დილის 9 საათზე. დადის ინგლისურის მასწავლებელთან, სიმღერაზე, ვარჯიშობს კრივში. სად შეიძლება მისი ცხოვრება აეწყოს? თუ ურჩევთ უცხო ქვეყანაში სწავლის გაგრძელებას და პირადი ცხოვრება ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულს დაუკავშიროს?

პასუხი: უცხოეთი მისთვის საშუალოა, ამიტომ დროებით, გამოცდილების მიღების მიზნით, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ცუდი ნამდვილად არ არის. სასიყვარულო პარტნიორად კი კარგია „ქალწული“, „მერწყული“, „სასწორი“, „მშვილდოსანი“, „ტყუპები“. არ არის სასურველი ურთიერთობა „ვერძთან“.

скачать dle 11.3