როგორ გავუმკლავდეთ ბოროტ ძალას, ნევროზსა და პირად პრობლემებს
ნათელმხილველმა ლია ხუციშვილმა ეს ნიჭი შთამომავლობით მიიღო. მისი ბებია, ასევე, ცნობილი ნათელმხილველი ყოფილა. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც საკუთარი მომავლის წინასწარი განჭვრეტა არ სურდეს. ქალბატონი ლია ხსნის ჯადოს, ავ თვალს, ჩაკეტილ ბედს, ამზადებს დამცავ თილისმებს და ხშირად, მოსალოდნელ სიკვდილსაც აშორებს ადამიანს. მან თავისი ნიჭის წყალობით და შელოცვებით არაერთი ოჯახი გადაარჩინა დანგრევას. ქალბატონ ლიას უამრავი ადამიანი ემადლიერება – პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მასთან რჩევის საკითხავად მიდიან. მას ზოგიერთი მათგანი პარაფსიქოლოგს, ზოგი კი – დედა მარიას ეძახის.
ლია ხუციშვილი: დაახლოებით 25 წლის წინ ძალიან ცუდად გავხდი, შიშები მქონდა, თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ჩემმა მეუღლემ ლამის საგიჟეთში წამიყვანა. თურმე, ეშმაკი მებრძოდა. ერთ დღეს ეკლესიაში ვიყავი, უკან სასაფლაო იყო. ვიღაც ქალი მომიახლოვდა და მხარზე ხელი დამადო. ვკითხე, ვინ ხარ-მეთქი. მიპასუხა: წმიდა ბარბარე ვარო. ხელი თავზე დამადო, გამამხნევა: ნუ გეშინია, შენც ბარბარე ხარ; ხვალ ეკლესიაში ისევ მოდი, ამა და ამ ადგილას ხატი დაგხვდება და წაიღეო. მართლაც, მეორე დღეს, იმავე ეკლესიაში მივედი და ხატიც ვნახე. მას დღემდე ვინახავ... ამ ამბის შემდეგ კარგად გავხდი, დავმშვიდდი და თან ვიგრძენი, რომ ადამიანების დახმარება შემეძლო – ხილვები დამეწყო... ბოლო პერიოდში ადამიანთა უმეტესობა ნევროზს, უბარაქობას, წარუმატებლობასა და ოჯახურ პრობლემებს უჩივის. ახალგაზრდები ვერ უგებენ ოჯახის წევრებს და სახლიდან გარბიან, ბევრი ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილი ერთი შეხედვით უმიზეზოდ შორდება ერთმანეთს, ადამიანები ვერ აღწევენ წარმატებებს და მარცხს მარცხზე განიცდიან. ამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, რადგან ჩვენ ბოროტი ძალების გააქტიურების ხანაში ვცხოვრობთ.
– ძალიან ბევრ ადამიანს არ სჯერა ჯადოს არსებობის.
– ძალიანაც ცდებიან, რადგან ეშმაკი სწორედ ასეთების დამორჩილებას იწყებს. ჯადო ნამდვილად არსებობს, ამას ეკლესიაც კი აღიარებს. ბევრს ჯადო სიყვარულზე, ბევრს კი უბარაქობაზე აქვს გაკეთებული. ჯადოს აქვს კონკრეტული ვადები – სამი თვე, ექვსი თვე... ყველაზე საშინელი შთამომავლობითი ჯადოა, რომლის მოხსნაც ძალიან ძლიერი ლოცვებითა და სხვა საშუალებებით შეიძლება. მე ამ პრობლემას იოლად და სწრაფად ვაგვარებ. ჩემთან მოდიან ქალბატონები, რომლებმაც დაკარგეს ქმრები იმის გამო, რომ მათ ჯადო გაუკეთეს. მე ვიცი, რა თილისმებით შეიძლება გაქცეული ადამიანის უკან დაბრუნება. მინდა ვურჩიო ყველას, რომ არავინ არ გაწირონ ბოროტი რიტუალებით მარტოობისა და ბედის ჩაკეტილობისთვის, რადგან ადრე თუ გვიან, ყველაფერი უკან დაუბრუნდებათ. როცა ადამიანი „ჩაკეტილია“, ის ფიზიკურადაც ცუდად გრძნობს თავს, აქვს გულისრევა, თავბრუსხვევა. ასეთ ადამიანებს ვაძლევ თილისმას, რომელშიც სიზმარში ნასწავლი საიდუმლო ლოცვა წერია და ის პრობლემის მოგვარებაში ყველას ეხმარება.
– გათვალვა უფრო ძლიერია თუ ჯადო?
– რა თქმა უნდა, ჯადო, მაგრამ გათვალვაც საშიშია, არ გაგახარებს... დაიმახსოვრეთ, როცა მეზობელი შემოდის თქვენთან და წუწუნებს, ის თავის აურას გიტოვებთ, რაც თქვენზე ცუდად აისახება – მთელი დღე დათარსული იქნებით. ასევე, 6 საათის შემდეგ პური არავის უნდა მისცეთ; ცუდია, თუ მარილს ან ზეთს გასცემთ, რადგან ამით ოჯახის ბარაქა ნახევრდება.
– ჯვართან ერთად თილისმის ტარება რამდენად მისაღებია?
– ეს არასასიამოვნოა. ეკლესიური თილისმა შეიძლება, მაგრამ ნათელმხილველის მიერ დამზადებული თილისმა სხვა ფორმით უნდა ატარო.
ქალბატონ ლიას ყოველთვის უამრავი ადამიანი აკითხავს. თუ თქვენც გსურთ მოაგვაროთ თქვენი პირადი და საქმიანი პრობლემები, გათავისუფლდეთ ბოროტი ძალების გავლენისგან, დაუკავშირდით ქალბატონ ლიას ტელეფონებზე: 69-60-00, 893-21-52-33 (ჩაწერა წინასწარ), ან ეწვიეთ მას მისამართზე: „ნახალოვკა“, კინო „საქართველოსთან“, ქსოვრელის (ყოფილი სტახანოვის) ქუჩა ¹60.
მანანა დ. (თბილისი): ქალბატონი ლიასი ისეთი მადლობელი ვარ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ათი წლის ოჯახი დამენგრა და ამის გამო ისეთი ნევროზი დამემართა, ოთახიდან გარეთ ვერ გამოვდიოდი. ლიასთან ახლობელმა გამომგზავნა. სულ რამდენიმე ვიზიტი დამჭირდა. ახლა ქმარიც ჩემთანაა და აღარც ნევროზი მაწუხებს. ლიაზე ახლობელი არავინ მყავს – მისმა ფენომენალურმა უნარმა ცხოვრების აზრი დამიბრუნა. მადლობა მას ამისთვის!