კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე საშიში ადგილი ამერიკაში







აღმოჩნდა, რომ მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში ამერიკის შეერთებულ შტატებში დამნაშავეობის ყველაზე მაღალი დონეა.

დადგინდა, რომ 2009 წელს სენტ-ლუისში, სადაც 357 ათასი მოქალაქე ცხოვრობს, ყოველ 100 ათას მოსახლეზე 2 070 დანაშაული მოდიოდა. ამერიკის შეერთებული შტატების საშუალო მონაცემი კი 429-ის ტოლია. სენტ-ლუისი უკვე 2006 წელს მიიჩნიეს ყველაზე საშიშ ადგილად ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კრიმინალური რეიტინგით მეორე ადგილზეა 2003-2004 წლების ლიდერი, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქი კემდენია. ხუთეულში აღმოჩნდნენ დეტროიტი და ფლინტი – მიჩიგანის შტატიდან და კალიფორნიის შტატიდან ქალაქი ოკლენდი.

უკვე მეორე წელია, ამერიკის ყველაზე უსაფრთხო ადგილად ნიუ-იორკის შტატის ქალაქი კოლონია აღიარებული.

კრიმინალური რეიტინგი ყოველწლიურად გამოითვლება, ოღონდ, იმ ქალაქებში, რომელთა მოსახლეობა 75 ათასს აჭარბებს. წლევანდელ, რიგით მე-17 კვლევებს, საფუძვლად ედება ამ ქალაქებში მომხდარი დანაშაულების აღრიცხვა, რომელსაც კვლევით ჯგუფს ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო აწვდის. დანაშაულთა სიაში შედის ისეთი კანონდარღვევები, როგორიცაა: მკვლელობა, გაუპატიურება, ძარცვა, სასტიკი ცემა, გაქურდვა გატეხვით და ავტომობილის გატაცება.


скачать dle 11.3