კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გია მურღულიას კოლექციიდან









ცოლ-ქმარი ოქროს ქორწილს დღესასწაულობს. ქმარი ეკითხება:

– 50 წელია ერთად ვცხოვრობთ და სიმართლე უნდა მითხრა. 10 ბიჭი გავზარდეთ, 9 ერთმანეთს ძალიან ჰგავს და მხოლოდ პირველია განსხვავებული გარეგნობის. მითხარი, ხომ არ მღალატობდი?

– ვერ მოგატყუებ, ძვირფასო, მიღალატია შენთვის.

– და ვინ არის იმ პირველის მამა?

– შენ.

***

ორნი შევიდნენ ბარში, ერთი ეკითხება მეორეს:

– რას დალევ?

– რასაც შენ, მეც იმას.

პირველი ბარმენს ეუბნება.

– ორი ლუდი, თუ შეიძლება!

მეორემ დაამატა:

– მაშინ მეც ორი ლუდი მომეცით!

***

ახალი ამბებიდან:

– სილამაზის კონკურსში „მის ბელორუსი-2008” დაძაბულ პაექრობაში დამაჯერებლად გაიმარჯვა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

***

კაცი უცნობ, ლამაზ ქალს ეკითხება:

– პირდაპირ მითხარით – ოც მილიონ დოლარად ამ ღამეს ჩემთან გაათევთ?

– დიახ, რა თქმა უნდა, – უპასუხა ქალმა.

– და, ოც დოლარად?

– თქვენ მე როგორი ქალი გგონივართ?! – ეწყინა ქალს.

– როგორი ქალიც ხართ უკვე გავარკვიეთ, ახლა ფასზე ვრიგდებით.

***

გემის კაპიტანთან ახალგაზრდა მეზღვაურმა მიირბინა და აღტაცებით ამცნო:

– მიწა მოჩანს!

– მოკეტე, იდიოტო, ეს წუთია, დავიძარით!

***

– ალო, ეს 333333-ია?

– დიახ, თუ ძმა ხარ, სასწრაფოში დარეკე რა, თითი გამეკვეხა სამიანში...

***

ქუთაისელების თხოვნა ცენტრალურ ტელევიზიას:

– გთხოვთ, განმეორებით გვიჩვენოთ სუსლოვის დაკრძალვა.

***

ტელეფონის ზარი:

– ალო, გამარჯობა, ქეთინოს სთხოვეთ.

– ვერ მოვა.

– რატომ, სად არის?

– სამშობიაროში წაიყვანეს.

– რა მოუვიდა, რა?!

***

ვიღაც ტიპმა 100 დოლარი იპოვა და იფიქრა: კარგი გართობა არ მაწყენსო. მივიდა ბორდელში და 2 ქალი მოითხოვა. თითო 50 დოლარად.

– 50-ად არ გამოვა – უპასუხა „მამაშამ“, – ჩვენთან ტაქსაა – 100 დოლარი უნდა.

– ჯანდაბას, რაც არის, არის, ტაქსა მოიყვანეთ!

***

ავტობუსში ზანგი ავიდა პატარა მაიმუნით. ცოტა ხანში მაიმუნი გაექცა. მისდევს ზანგი და უყვირის:

– მიკი! მიკი! დაბრუნდი!

მაიმუნი უკრაინელმა დაიჭირა და დატუქსა:

– მიკოლა! რატომ არ უჯერებ მამიკოს?!


скачать dle 11.3