ანეკდოტები
– მარო‚ რამდენს იწონი?
– სათვალეებით 102 კილო ვარ.
– სათვალეებით რატომ?
– უსათვალოდ ვერა ვხედამ.
***
კახელი ქალაქში ვირით ჩამოვიდა. ერთ ადგილზე ვირი გაჯიუტდა‚ გაჩერდა და ფეხს არ იცვლის. მიხომ ვერაფერი რომ ვერ მოუხერხა‚ ბოლოს ცემა დაუწყო. მასთან მაშინვე მივიდა უცნობი:
– როგორ გეკადრებათ‚ ბატონო‚ რას სჩადით‚ ცხოველს რატომ ექცევით ასე უხეშად‚ ისინი ხომ...
გამწარებული მიხო ვირს მიუბრუნდა:
– ბიჯო‚ რათ არ მითხარ, ქალაქში თუ ძმა გყავდა...
***
ლოთებში ხმა გავრცელდა‚ ვინც სიცოცხლეში არაყს სვამს‚ იმქვეყნად ჯოჯოხეთში მოხვდება და ფეკალიებს დალევსო. გადაწყვიტეს‚ შეემოწმებინათ და ერთ-ერთს დაავალეს‚ გაესინჯა.
– აბა‚ როგორია?
– ამისთანები დაგვილევია?!
***
ჩეჩენი მოსკოვის ავტობუსში ავიდა. თავისუფალ ადგილს ეძებს. ერთი მგზავრი ქურთუკის წინა ჯიბეზე უთითებს‚ რომელზეც რიცხვი 10 ციმციმებს:
– ახალგაზრდავ‚ რას ნიშნავს ეს რიცხვი?
– ო‚ კინაღამ დამავიწყდა‚ – ჯიბეზე ღილაკს თითს აჭერს ჩეჩენი და რიცხვი მაშინვე იცვლება – 9‚ 8‚ 7...
***
საქართველოს გზებზე და ქალაქის ქუჩებში მგზავრობისას მთავარია‚ ერიდო შენნაირ მძღოლს.
***
– რატომ ატარებენ გოგონები ცრემლსადენი გაზის ბალონებს?
– იმ შემთხვევისთვის‚ თუ ცრემლი არ წამოუვათ...
***
ჩვენი ქირურგი იმდენ ხანს იბანს და იმუშავებს სპირტით ხელებს ოპერაციამდე‚ რომ ბევრი პაციენტისთვის ის უკვე საჭიროც აღარაა.
***
– იცი‚ რომ ავთანდილის ანდერძი სულაც არ დაუწერია ავთანდილს?
– აბა‚ ვინ დაწერა?
– რუსთაველმა.
***
ფიზიკის ახალი კანონები:
კულონის კანონი – ან მოგპარავენ‚ ან დაკარგავთ.
არქიმედეს კანონი – სითხეში ჩაძირული სხეული სველდება.
არქიმედეს კანონიდან გამომდინარე‚ თუ სხეული წყალში არ ჩაიძირა – ყარს.
მუდმივი მიზიდულობის მქონე – მხოლოდ დოლარია.
***
– ლამაზო! მოიხედე‚ ყველაფერს გეტყვი‚ რაც გელოდება‚ მომეცი ხელი... ვა‚ შენ უკრაინელი ხარ... მომეცი მეორე ხელი – აჰა‚ ჩერნობილელი... მომეცი მესამე ხელი...
***
– გასწია მგელმა ურდული‚ შევიდა ქოხში‚ შეჭამა ბებია‚ დაიხურა მისი თავსაფარი და ჩაწვა მის ლოგინში.
– კი მაგრამ‚ საიდან უნდა სცოდნოდა მგელს‚ რომ ბაბუა ასეთი ტემპერამენტიანი იყო?..