კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები








მახაჭაშვილი

გვარისთვის მა არის ართრონი (წინსართი), ხაჭა – გვარის ფუძეა, იგივეა, რაც ხაჭაშვილი, გვარის დამწყები გვეუბნება: მე ხაჭას შვილი ვარო.

სულხან-საბასთან გვხვდება ხაჭიჭორა და ხაჭო. სავარაუდოდ, ამ გვარის წარმოშობა ხელობასაც უკავშირდება, ანუ, ხაჭოს ამომყვანები იყვნენ და შემდგომ ეს გაუგვარდათ.

ამავე ფუძითაა ქართული გვარები მახაური, მახაშვილი.

მახას წაბაძვითაა გაჩენილი მოფერებითი სახელი მახაჭა.

მახა, სულხან-საბას მიხედვით, ყანაა, ასევე, ხორბლის ჯიშიც.

საქართველოში 124 მახაჭაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 39, თბილისში – 30, მცხეთაში – 21. არიან სხვაგანაც,

მახაჭაძე – 329: ქედაში – 109, ხელვაჩაურში – 94, ბათუმში – 72. არიან სხვაგანაც.

მიშველაძე-მიშველია-მეშველიანი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მიშველ.

„გიორგი ლიპარტიანმა უწყალობა გიორგი ფაღავას მიშველ მდივნის ერთი ბიჭი, ცოლ-შვილით და მამულით, 1681-1714 წლებში“.

მიშველ-მიშველია არის დამწერი, მდივანი გიორგი ლიპარტიანის მიერ ბააკა იაშვილისთვის მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნის, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს. ასევე, დამწერი და მოწმე გიორგი ლიპარტიანის მიერ, გიორგი ფაღავასთვის მიცემული საბჭოს წყალობის 1681-1714 წლების წიგნში. ასევე, ის მოიხსენიება ხუხუ ფაღავასთვის მიცემული მამულის წყალობის 1681-1714 წლების წიგნში.

ნიმოკოლავო პირველში, ჩხოუშიის მარცხენა მხარეს ცხოვრობს ამ გვარის – მიშველაძის 15 კომლი. ამ უბანს ეწოდება ლემიშველია. მიშველია ადგილობრივი ვარიანტია, „მიშველი“ ზმნური ფორმაა. სუფიქსი ა მას აქცევს პირველსახელად. მიშველი მშობლისმიერი სახელია. ახალშობილისთვის ამგვარი სახელის დარქმევით მშობლები გამოხატავდნენ გარკვეულ სურვილსა და იმედს. მეორე მხრივ, ერთმანეთს აკავშირებდნენ სვანურ მეშველიანს, მიშველაძესა და მეგრულ მიშველიათ გვარებს.

საქართველოში 331 მიშველაძე ცხოვრობს: თბილისში – 84, საჩხერეში – 73, მარტვილში – 64. არიან სხვაგანაც.

მიშველია – 184: ზუგდიდში – 88, სენაკში – 52, თბილისში – 15. არიან სხვაგანაც.

სალია

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი სალია, სალი.

სალ ფუძე ფიქსირდება, როგორც ქართულ, ისე სხვა ხალხთა გვარებშიც.

ასევე, გვხვდება გვარი სალიაშვილი.

ლესალე სოფელია ჭანისწყლის მარჯვენა მხარეს. აქ სალიებს უკავიათ ერთი უბანი, ლანჩხუთის ხეობაში.

ისტორიულ წყაროებში მამაკაცის საკუთარ სახელად დაფიქსირებულია სალა, სალი.

სალა ბრტყელი ქვაა სამღერელი. მეგრულად სოლს (ხის გასაპობელსა და ურმის ეტლის თვლისას) ნიშნავს.

ჩვენი ვარაუდით, სალიათა წინაპრების ხელობა-საქმიანობა სარის, სოლის და ასე შემდეგ კეთებასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

საქართველოში 1 153 სალია ცხოვრობს: წალენჯიხაში – 472, ზუგდიდში – 296, თბილისში – 151. ცხოვრობენ სხვაგანაც.

სასწრაფოშვილი – ცხვარიაშვილი

სასწრაფოშვილი შერქმეული გვარია. ძველად ცხვარიაშვილები ყოფილან. საგარეჯოში 1972 წელს მოიხსენიება ინფორმატორი ოთარ სასწრაფოშვილი.

საქართველოში 64 სასწრაფოშვილი ცხოვრობს: თბილისში – 32, ბაღდათში – 30, გარდაბანში – 1. არიან სხვაგანაც.

ცხვარიაშვილი – 329: თბილისში – 164, საგარეჯოში – 103, რუსთავში – 28. არიან სხვაგანაც.

შაყულაშვილი – შახულაშვილი – შახულოვი

შაყულაშვილი, შახულაშვილი და შახულოვი ერთი და იგივე გვარებია.

შაყულაშვილი გვხდება ონის, გორის, ბორჯომის რაიონებში და ასევე, თბილისში.

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შაყულა. ეს სახელი მომდინარეობს სპარსული სიტყვისგან – შაჰყული, რაც იგივეა, რაც შაჰ-ყული-ხანის მონა.

ეს გვარი სხვადასხვა მეცნიერ-მკვლევართან სხვადასხვა სახით გვხვდება. მაგალითად, შახყულაშვილი, შანყულაშვილი, შახულაშვილი.

ქართველი მღვდლის შაყულაშვილის, მეორე გვარი ყოფილა ჯანაშვილი, იგი მერე კათოლიკოსიც გამხდარა. მერე შეცდომით სომხად ჩაწერეს. მას კარგად სცოდნია ევროპული ენები, სწავლობდა რომში. სწავლის დამთავრების შემდეგ კი გამალიელ ეპისკოპოსთან ერთად – 1975 წელს საქართველოში დაბრუნდა.

შაჰყულაშვილებისა და შაყულაშვილების განაყოფი გვარია ჭილიმუზაშვილი.

1721 წლის აღწერაში შაყულაშვილები მოიხსენიებიან, როგორც მემამულეები.

საქართველოში 984 შაყულაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 396, ბორჯომში – 300, გორში – 153. არიან სხვაგანაც.

შახულაშვილი – 45: თბილისში – 43, მცხეთაში – 2.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3