კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ირლანდია მრავალმილიარდიან დახმარებას მიიღებს







ირლანდიის ხელისუფლებამ ევროკავშირს ფინანსური დახმარება სთხოვა. საუბარია 120 მილიარდამდე ევროზე, რომლითაც გაკოტრების წინაშე მდგარ ირლანდიას ევროკავშირი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის ცენტრალური ბანკი, ბრიტანეთი და შვედეთი დაეხმარებიან. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირლანდიის თხოვნა დააკმაყოფილეს ექსტრემალური ფინანსური დახმარების აღმოჩენის თაობაზე. ეს დახმარება ევროზონის ქვეყნების ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. მოლაპარაკების პროცესი უკვე დაწყებულია და რამდენიმე კვირაში დასრულდება. ევროკავშირის ფინანსური საკითხების კომისარმა – ოლი რენმა განაცხადა, რომ ირლანდიისთვის გასაწევი დახმარება 3 წელიწადზეა გაწერილი. დახმარების ზუსტი ოდენობა და სხვა დეტალები დეკემბრის დასაწყისისთვის დაზუსტდება. საუბარია 120 მილიარდამდე ევროზე, რომელიც ირლანდიის ფინანსთა მინისტრის, ბრაიან ლენიჰანის თქმით, ქვეყნის ფინანსური სისტემის სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელია. საინტერესოა, რომ ირლანდიას ბრიტანეთი და შვედეთიც დაეხმარებიან მიუხედავად იმისა, რომ ისინი ევროზონის წევრები არ არიან.


скачать dle 11.3