კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ცნობილი მილიარდერი ვერ მოხვდა ყველაზე მდიდრული ხელოვნების ნიმუშთა კოლექციონერთა რეიტინგში და რამდენ მილიონს ხარჯავს ყოველწლიურად თავისი კოლექციის შესავსებად

ჰეჯ-ფონდების მეფე – სტივენ კოენი







ამერიკულმა „ფორბსმა“ იმ მილიარდერთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფერწერული ტილოებისა და ხელოვნების სხვა ნიმუშთა კოლექციას ფლობენ. სიის შედგენის პროცესში მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი კერძო კოლექციონერები, გალერეების მფლობელები, სააუქციონო სახლების წარმომადგენლები და მსოფლიოში წამყვანი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგში არ მოხვდნენ მილიარდერთა რეიტინგში შემავალი სამეფო დინასტიების წარმომადგენლები და კორპორატიული კოლექციის მფლობელი – ბილ გეითსი.

პირველი ადგილისა და შესაბამისად, ყველაზე ძვირად ღირებული კოლექციის მფლობელი, ბერძენი სანაოსნო მაგნატის, სტავროს ნიარჰოსას შვილი – ფილიპ ნიარჰოსაა, რომელსაც 2010 წლის მილიარდერთა რეიტინგში 488-ე ადგილი უკავია. ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია, რომელიც ნიარჰოსას ეკუთვნის 2 მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული. კოლექციის შეგროვება უფროსმა ნიარჰოსამ დაიწყო 1949 წელს, როცა შეიძინა ვინსენტ ვან გოგის ავტოპორტრეტი მოჭრილი ყურით და პაბლო პიკასოს „იო, პიკასო“. მოგვიანებით კი, ფილიპმა კოლექციას ჟან-მიშელ ბასკიის „ავტოპორტრეტი“ და ენდი უორჰოლის „წითელი მერილინი“ დაუმატა.

რეიტინგის მეორე საფეხურზე ფრანგი მილიარდერი, სასახლეების, ვენახებისა და, სააუქციონე სახლის, „კრისტის“ მფლობელი, ფრანსუა პინიო განთავსდა. პლანეტის მილიარდერთა შორის 77-ე – პინიოს კოლექციაში 2 000-მდე ფერწერული ტილოა, რომელთა საერთო ღირებულება 1,4 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. კოლექციაში 80-მდე ავტორის ნამუშევარი ინახება, მათ შორისაა – პაბლო პიკასო, პიტა მონდრიანო, ჯეფ კუნსი. პინიოს კოლექციის ნაწილი რამდენიმე წლის წინ ვენეციის ორ მუზეუმში გამოიფინა – პალაცო გრასიში და პუნტა დელა დოგანაში. ცნობისთვის, ორივე მუზეუმი პინიოს საკუთრებაა. ერთხელ, ერთ-ერთ ინტერვიუში პინიომ განაცხადა: „მე, ხელოვნების იმ ნიმუშებით ვინტერესდები, რომლებიც ჩემს სიმშვიდესა და ბურჟუაზიული ცხოვრების წესს არღვევს“.

ლიდერთა შორის მოხვდა ელი ბროუდი – 132-ე მილიარდერთა რეიტინგში და ერთ მილიარდად შეფასებული კოლექციის მფლობელი, რომელიც უძრავ-მოძრავი ქონების მაგნატია და 40 წელია ხელოვნების ნიმუშების კოლექციონირებითაა დაკავებული. მის კოლექციაში 200-მდე ავტორის 2 000 ნამუშევარი ინახება. მათ შორისაა – დონალდ ჯადი, ენდი უორჰოლი და რობერტ რაუშენბერგი. მილიარდერის უსაყვარლესი ფერწერული ტილო კი, ჯეფ კუნსის „ბოცვერია“. ბროუდის კოლექცია ყოველწლიურად ივსება, მხოლოდ გასულ წელს მან 10-მდე სახვითი ხელოვნების ნიმუში შეიძინა. სტატიას, კი, რომელიც მის კოლექციას ეხებოდა, მილიარდერმა ასეთი კომენტარი გაუკეთა – „მე არ ვყიდულობ ჩვეულებრივ ნივთებს“.

ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული მედიამაგნატისა და „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში 132-ე დევიდ გეფენის კოლექცია. გარდა კოლექციონირებისა, გეფენი იმითაც არის ცნობილი, რომ იგი საკმაოდ სარფიანი გადამყიდველია. 2006 წელს მან ოთხი ნახატი, საერთო ჯამში, 420 მილიონ ამერიკულ დოლარად გაყიდა, რომელთაგან გამოირჩევა ჯასპერ ჯონსის „ფალსტარტი“, უილემ დე კუნინგის „ქალები III“ და „პოლის გაზეტი“. მიუხედავად გაყიდული შედევრებისა, მისი კოლექცია მაინც შთამბეჭდავია და დამსახურებულად იკავებს მეოთხე პოზიციას.

დევიდ გეფენის მსგავსად, ერთ მილიარდად არის შეფასებული ცნობილი პარფიუმერიულ-კოსმეტიკური კომპანიის დამფუძნებლის, ესტე ლაუდერის შვილის, მილიარდერისა და „ფორბსის“ რეიტინგით 367-ე, რონალდ ლაუდერის კოლექცია. 2006 წელს ლაუდერმა 135 მილიონ დოლარად გუსტავ კლიმტის „ადელი ბლოჰ-ბაუერის პორტრეტი“ შეიძინა. ამჟამად ლაუდერის კოლექციაში 4 ათასამდე ხელოვნების ნიმუში ინახება და იგი ასევე, არის შუა საუკუნეების ევროპული აბჯრის საუკეთესო კოლექციის მფლობელი. საინტერესოა, რომ კოლექციის შეგროვება 66 წლის ლაუდერმა 18 წლის ასაკში დაიწყო და მისი პირველი შენაძენი 10 ათას დოლარად ნაყიდი ეგონ შილეს ავტოპორტრეტი გახლდათ.

წარმოშობით ირანელი, ბრიტანელი მეცნიერი ნასერ ჰალილი მსოფლიოში უდიდესი, ისლამური ხელოვნების კერძო კოლექციის მფლობელია, რომელიც 900 მილიონ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული. კოლექციაში 20 ათასამდე უძვირფასესი ნივთია. მათ შორის უიშვიათესი ნახატები, ქსოვილები და მანუსკრიპტები.

მეშვიდე პოზიცია ესტე ლაუდერის კიდევ ერთ შთამომავალს, მილიარდერ ლეონარდ ლაუდერს უკავია. მისი კოლექცია 800 მილიონ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული და კოლექციის მშვენებაა პაბლო პიკასოს „შიშველი სავარძელში“ და ჟორჟ ბრაკეს „კერძი ხილით და ჭიქა“. კოლექციის შეგროვება ლაუდერმა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. ლეონარდ ლაუდერი უიტნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საპატიო თავმჯდომარეა და 2008 წელს შემოწირულობის სახით, მან 131 მილიონი ამერიკული დოლარი გადასცა მუზეუმის ადმინისტრაციას.

„მაიკროსოფტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი – პოლ ალენი, ასევე ძვირად ღირებული კოლექციის მფლობელია. მის კოლექციაში ინახება კლოდ მონეს, პიერ-ოგიუსტ რენუარის, ჯასპერ ჯონსის და სხვა ფრანგი იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების ტილოები. ექსპერტების შეფასებით პოლ ალენის კოლექცია 750 მილიონ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული.

ინვესტიციების სპეციალისტისა და „ფორბსის“ 374-ე ნომრის ლეონ ბლეკის კოლექცია, ასევე 750 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მას ეკუთვნის ცნობილი ქანდაკება, კონსტანტინ ბრანკუზის „ჩიტი სივრცეში“, რომელიც მან 27 მილიონ დოლარად შეიძინა.

ჰეჯ-ფონდების ინდუსტრიის მეფედ წოდებული, სტივენ კოენის კოლექციაც 750 მილიონ დოლარად ფასობს. მის კოლექციაში ინახება უილემ დე კუნინგის, პაბლო პიკასოსა და დემინე ჰერსტის ნამუშევრები. ამბობენ, რომ მხოლოდ გასულ წელს კოლექციის შესავსებად კოენმა 500 მილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა.

ამათ გარდა, მილიარდერ-კოლექციონერთა რეიტინგში მოხვდნენ ჰენრი კრევისი (700 მილიონი დოლარი), სამუელ ნიუჰაუზ უმცროსი (700 მილიონი), ესტერ გრეტერი (700 მილიონი), ლესლი უექსნერი (70 მილიონი). თითოეული მათგანის კოლექციაში მხოლოდ აღიარებული ოსტატების ნამუშევრები ინახება, მაგალითად, ესენი: ედგარ დეგა, ჯასპერ ჯონსი, პოლ სეზანი, სალვადორ დალი, ალბერტო ჯაკომეტი, ანრი მატისი და უამრავი სხვა.


скачать dle 11.3