კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს







კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედესი აემჯი B ტურბო”, რომელსაც 612 ცხენის ძალა აქვს. გაასწრებს თუ არა ის „ბეემვე M5”-ს ტრასაზე?

პასუხი: თქვენი კითხვიდან გამომდინარე, მხოლოდ ზოგადად შემიძლია, პასუხი გაგცეთ. ალბათ, გულისხმობთ ტრასაზე, სწორეზე გასწრებას, მაგრამ გააჩნია, ეს ადგილიდანვე აჩქარება იქნება, თუ გარკვეული სიჩქარის შემდეგ კიდევ აჩქარება. საერთოდ, 400 მეტრზე 612-იანი „მერსედესი“ ასწრებს „M5-ს“, შემდგომ სიჩქარეზე უკვე ორივე მანქანას 250 კილომეტრ-საათზე სისწრაფის შეზღუდვა აქვს. ასე რომ, მათი ოფიციალური ტესტი უცნობია.

კითხვა: მყავს „აუდი A 4”, კვადრო, ტურბირებული, 1.8-იანი ძრავით, რომელსაც დაუზიანდა ეგრეთ წოდებული ტურბო. „აუდის” ცენტრში და კიდევ რამდენიმე ხელოსანთან ვცადე შეკეთება, მაგრამ ვერ უშველეს. იქნებ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, შესაძლებელია თუ არა მისი შეკეთება და რა თანხა დამიჯდება ეს?

პასუხი: ტურბინის შეკეთება ჩვენთან შეუძლებელია, თუმცა ახლის დაყენება შეიძლება. მაგრამ, ტურბინის შეცვლით პრობლემის გადაჭრა არ ხდება. ამ პროცედურის შემდგომ ძრავას „დანასტროიკება” სჭირდება. თუ ნამდვილად, კონკრეტულად ამ მოდელის ტურბინა დააყენეთ, და მაინც გაუმართავია მანქანა, შესაძლებელია, ტურბინასთან ერთად, მის სისტემაში სხვა დეტალიც იყოს დაზიანებული, რომელიც ხელს უშლის ძრავის გამართულ მუშაობას. უმჯობესია ისევ ცენტრს მიმართოთ და იქ დეტალური დიაგნოსტიკა გაუკეთონ ტურბინის სქემის მუშაობას.

კითხვა: მსურს, შევიძინო ავტომობილი – „სუბარუ იმპრეზა ვეერიქსი”, ახალი მოდელი, „ჰეჩბექის“ ტიპის. იქნებ დამიხასიათოთ ეს მანქანა, ვგულისხმობ, გადაცემათა მექანიკური კოლოფით აღჭურვილს – ეკონომიურია თუ არა და რა სუსტი მხარეები აქვს? რა დამიჯდება ამ ავტომობილის ჩამოყვანა იაპონიიდან ან გერმანიიდან?

პასუხი: ეს არის ძალიან კარგი, გამძლე და მძლავრი ავტომობილი, ტურბირებული ძრავით და რა თქმა უნდა, თუ მას დავახასიათებთ, აუცილებელია, ვისაუბროთ მართვის მექანიკური კოლოფით აღჭურვილ „სუბარუ იმპრეზა ვეერიქსზე”. ეს ავტომობილები აღჭურვილია 2.0-იანი ან 2.5-იანი ტურბირებული ძრავებით. მართალია, 2.5-იანი ძრავა გაცილებით მძლავრი და გამძლეა, მაგრამ 2.0-იანი მასთან შედარებით წარმოუდგენლად პრაქტიკული და ეკონომიურია. „სუბარუ” ცნობილია, რომ საწვავს დიდი რაოდენობით მოიხმარს, მაგალითად, „იმპრეზა ვეერიქსი” 2.0-იანი ძრავით, ას კილომეტრზე დაახლოებით 15 ლიტრ ბენზინს წვავს და ეს ძალიან ცოტაა 2.5-იან ძრავასთან შედარებით. რაც შეეხება მართვის კოლოფს, „სუბარუს” ძალიან სუსტი სიჩქარეთა კოლოფი აქვს, რომელიც მალე ფუჭდება და საკმაოდ გაგაწვალებთ. სამაგიეროდ, სხვა მოდელებთან შედარებით, მისი სავალი ნაწილი წარმოუდგენლად გამძლეა და თითქმის არ ფუჭდება. რაც შეეხება „სუბარუს” ჩამოყვანას, აქ ფასი საკმაოდ ცვალებადი იქნება. გააჩნია ქვეყანას, საიდანაც ის ჩამოგყავთ, მანქანის მდგომარეობას, მგზავრობის ხანგრძლივობას და სხვა. თუმცა, საქართველოში ისე დაწეულია მანქანებზე ფასები, რომ შეგიძლიათ, ის ადგილზეც ნორმალურ ფასად შეიძინოთ, რამდენიმეთვიანი ლოდინი დიდ განსხვავებას არ მოგცემთ.


скачать dle 11.3