ოტელის სამზარეულოში
ყველა ეს კერძი სრულიად შემთხვევით გამოიგონეს არცთუ ფეშენებელური ოტელების სამზარეულოებში.
* შოკოლადის მუსი – მიჩნეულია, რომ პირველად შოკოლადის მუსი მოამზადეს ჩიკაგოში, 1983 წელს, ოტელ „პალმერ ჰაუზში“, როცა იქ ნაკლებად ცნობილი მხატვრის გამოფენა ტარდებოდა. ქალბატონებმა დესერტი მოითხოვეს და მზარეულმა, რომელსაც მხოლოდ შოკოლადის კანფეტები ჰქონდა ხელთ და ისიც ბევრი არა, მათი გადნობა გადაწყვიტა. ექსპერიმენტმა გაამართლა.
* სალათა „ვალდორფი“ – ვაშლით, ნიგვზით, მაიონეზით მომზადებული ეს ცნობილი სალათა, ნიუ-იორკში, სასტუმრო „ვალდორფ ასტორიაში“ მოამზადეს 1896 წელს.
* კოქტეილი „პინა კოლადა“ – ესპანურ ენაზე ეს ორი სიტყვა „გახეხილ ანანასს“ ნიშნავს. კოქტეილი ამ სახელწოდებით 1954 წელს შეიქმნა. ქალაქ სან ხუანის (პუერტო-რიკო) კაზინოში, სასტუმრო „კარიბში“. ბარმენის სახელიც ცნობილია – რამონ მონჩიტო მარერო. კოქტეილი ერთი ჭირვეული და ახირებული კლიენტისთვის მომზადდა.
* ძროხის ხორცი „ა-ლა-ლინდსტრომი“ – ეს კლასიკური შვედური კერძი პირველად მოამზადეს ოტელ „ვიტში“, ქალაქ კალმარში, 1982 წლის 4 მაისს. ერთ მეწარმე-ბიზნესმენს ჰენრიკ ლინდსტრომს ამ სასტუმროს რესტორანში უყვარდა სადილობა. ერთხელ მან მოითხოვა, მოემზადებინათ კერძი ძროხის ხორცის, თალგამის, კვერცხისა და კარტოფილისგან. ასე დაიბადა კერძი, რომლითაც დღეს შვედები ასე ამაყობენ.