„დანდის“ დასახმარებლად
შოტლანდიური „დანდი იუნაიტედი“ ისევ გაკოტრდა. ამ კლუბს ფინანსურად შარშანაც უჭირდა, მაგრამ მაშინ ადგილობრივმა ბიზნესმენმა ჩადო ინვესტიცია და გუნდი გადაარჩინა, წელს კი მან მორიგ ინვესტიციაზე უარი განაცხადა.
„დანდი იუნაიტედის“ ვალი ორ მილიონზე მეტია. ერთი შეხედვით, ეს არ არის დიდი თანხა, მაგრამ კლუბის სალარო ცარიელია. თუ ახალ წლამდე ისინი ვალს არ გადაიხდიან, იძულებული გავხდებით, 25 ქულა დავაკლოთ და დავაჯარიმოთ, რაც მათ დაშლას გამოიწვევს“, – ასეთია შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის განცხადება.
ჰოდა, გამოსავლის ძიებაში ფეხბურთელებმა საინტერესო რამ მოიფიქრეს: მათ საკუთარ ცოლებსა და მეგობარ გოგონებს სთხოვეს დახმარება და თანხმობაც მიიღეს. კლუბის ბაზაზე მათი ფოტოსესია მოეწყო და ახლა ფეხბურთელთა მეორე ნახევრების ნახევრად შიშველი ფოტოებით დამშვენებული კალენდარი გამოვა. მართალია, ამ აქციიდან ორი მილიონის მიღება ძნელი იქნება, მაგრამ, როგორც ჩანს, ქალბატონები აზარტში შევიდნენ და აცხადებენ, მზად ვართ, ნებისმიერ შოუში გავიხადოთ, ოღონდ გადაგვიხადონო.