ჰოლი გაიგდეს
გარდა იმისა, რომ მოქმედი მოკრივეა, ჰოლი დანაუეი ფოტომოდელობასაც მისდევს და ეს არცთუ ურიგოდ გამოსდის. ჰოლი პერიოდულად შიშვლდება და თამამი ფოტოსესიით ანებივრებს გულშემატკივარს. ჰოდა, გასულ კვირას იგი რინგზე გავიდა, რათა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაეცვა და ვიღაც მექსიკელს, ანა მარია ტორესს შეხვდა. შეხვედრა მალე დასრულდა – ანა მარიამ ჰოლის იმდენი უბრახუნა, ამ უკანასკნელმა შეხვედრის გაგრძელებაზე უარი თქვა.
„ალბათ, ფოტოსესიებით ძალიან გავერთე. ახლა ტიტული უნდა დავიბრუნო, მანამდე კი დალურჯებულ თვალებს მივხედავ და, სანამ ვარჯიშს შევუდგები, კიდევ ერთ ფოტოსესიას მოვაწყობ“, – თქვა ჰოლიმ შეხვედრის შემდეგ.