არადა, კაცია
ესპანელი ჩოგბურთელი ფერნანდო ვერდასკო მსოფლიო რეიტინგში მეცხრე ადგილზე იმყოფება და თავისი კარიერის განმავლობაში ათ მილიონზე მეტი აქვს ნაშოვნი. ამის მიუხედავად, ფერნანდომ გადაწყვიტა, დამატებითი შემოსავალი მიეღო და სულ რაღაც ორასი ათასად ქალების ჟურნალისთვის გაიხადა. არადა, ასეთი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელ კაცს აქამდე არასოდეს გაუხდია და ზოგადად, ეს ქალების პრეროგატივა უფრო იყო.
„მე იმის დამტკიცება მსურდა, რომ შიშველ ფოტოზე საინტერესო არა მარტო ქალი, არამედ კაციცაა. სანამ ამას გავაკეთებდი, კონსულტაცია რამდენიმე მეგობართან გავიარე და, სიმართლე გითხრათ, ყველამ მირჩია, არ გინდაო და მივხვდი, რომ რაღაც არაორდინარულს ვაკეთებდი. ამიტომ, დავთანხმდი და, მგონი, კარგი ფოტოსესია გამოვიდა“, – განაცხადა ვერდასკომ.