კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დომენეკი ნულიდან იწყებს










მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების თავკაცი რაიმონ დომენეკი სერიოზულ სკანდალში გაეხვია. მაშინ მან გუნდიდან ნიკოლა ანელკა მოკვეთა, ანელკამ მწვრთნელს დედა აგინა, ხოლო გუნდის რამდენიმე ლიდერმა ვარჯიშზე უარი განაცხადა. საბოლოოდ, ფრანგთა გუნდმა მუნდიალზე კრახი განიცადა, დომენეკმა კი თანამდებობა დატოვა. იგი ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ მერე იქიდანაც გააბუნძულეს და დომენეკმა სასამართლოში იჩივლა – კომპენსაციის სახით ორი მილიონი მეკუთვნისო. სასამართლო გარჩევა დღემდე გრძელდება, მანამდე კი მუსიე რაიმონმა ახალი სამუშაო ნახა.

„მე დავამტკიცებ, რომ კარგი სპეციალისტი ვარ და ყველაფერს ნულიდან დავიწყებ“, – განაცხადა მან და სიტყვას საქმეც მიაყოლა – დომენეკი პარიზში, 11 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.

ვერ გეტყვით, რა გამოუვა ამ საქმიდან დომენეკს, მაგრამ მის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს პირველივე შეხვედრაში 6:1 მოუგო.


скачать dle 11.3