გულს ვარჯიში და ზომიერი დატვირთვა უყვარს
ადამიანის გულის კუნთი მკვეთრად რეაგირებს ემოციებზე, რადგან მას საკუთარი ნერვული ქსელი აქვს. ის კი ნორმალურ შემთხვევაში, გულის კუნთს დაახლოებით 60-70-ჯერ კუმშავს. ზოგჯერ, გულისცემა ნელდება ან პირიქით, ხშირდება, რაც მაშინვე აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. იმისთვის, რომ გული დიდხანს და ერთგულად გემსახუროთ, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ მისი რიტმი. ჯანმრთელი გულისთვის დღეში ერთსაათიანი დატვირთვა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ნავარჯიშები გული ადვილად უმკლავდება გაძლიერებული რიტმით მუშაობას. პულსი მაჯასთან უნდა დათვალოთ. პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმის შემთხვევაში კი, გულისცემა კისერზე ასახავს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.
თუ გსურთ, გაარკვიოთ, როგორ მუშაობს თქვენი გული, როგორ უმკლავდება სხვადასხვა დატვირთვას და ხომ არ არის აუცილებელი თქვენი ცხოვრების რიტმის შეცვლა, ამაში ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ:
1. ათი წუთის განმავლობაში იარეთ სწრაფი ტემპით. შემდეგ პულსი დათვალეთ. 180-ს გამოაკელით თქვენი ასაკი, პულსის რაოდენობა ერთ წუთში მიღებულ რიცხვს არ უნდა აღემატებოდეს. ეს თქვენთვის დატვირთვისთვის დასაშვები მაქსიმუმია. რაც უფრო მეტია სხვაობა, მით მეტია გულისა და სისხლძარღვების დაზიანების რისკიც.
2. დაახლოებით ხუთი წუთი იხტუნეთ ადგილზე. შემდეგ დათვალეთ პულსი მაჯაზე. წამოწექით და ხუთი წუთით დაისვენეთ ასეთ მდგომარეობაში. შემდეგ კვლავ დათვალეთ პულსი. თუ ორივე შემთხვევაში მაჩვენებელი დაახლოებით ერთნაირია, მაშინ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ, თუ დასვენების შემდეგ გულისცემა ათი დარტყმით მაინც აჭარბებს პირველს, მაშინ გულს ფიზიკური აქტივობა აკლია.
3. დაიხარეთ ისე, რომ თითებით იატაკს შეეხოთ, ოღონდ მუხლები არ მოხაროთ. შემდეგ გასწორდით წელში. 40 წლამდე, ეს ვარჯიში 15-ჯერ შეასრულეთ, თუ ორმოც წელს გადაცდით, მაშინ – 10-ჯერ. თუ ვარჯიში გიჭირთ, ესე იგი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი გული კუნთოვანი აქტივობის უკმარისობის გამო თანდათან სუსტდება. ვარჯიშის შემდეგ დაითვალეთ პულსი. თუ ის 100-ზე ნაკლებია, შესანიშნავ ფორმაში ხართ, თუ მეტი – აუცილებლად მიიღეთ ზომები.
4. სწორი კვება და სპორტი თქვენს გულს შესაძლო დაავადებებისგან დაიცავს. ამიტომ, ამაზე ახლავე დაფიქრდით.