კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თაფლი – ბუნებრივი ანტიბიოტიკი







ნატურალური თაფლი შედგება შაქრისგან, მასში ჭარბობს მონოსაქარიდები, კერძოდ გლუკოზა და ფრუქტოზა. ამის წყალობით, თაფლი კუჭში ფერმენტების საშუალებით არ იშლება და, პრაქტიკულად, სწრაფადვე შეიწოვება ნაწლავებში.

გლუკოზა ზრდის ღვიძლის მიერ ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფის უნარს, არტერიულ წნევასა და გულის მუშაობას აუმჯობესებს. ამიტომ, თაფლი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა ღვიძლის დაავადებების, გულის ფუნქციონირების დარღვევის, სტენოკარდიის, მოწამვლის, ძლიერი გონებრივი და ფიზიკური გადაღლის დროს. ის ასევე, კარგია კუჭის წყლულის, გასტრიტის, ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებების დროსაც.

თაფლში დაახლოებით 170-180 ბიოლოგიური ნაერთია, მათ შორის, თითქმის ყველა ამინომჟავა, ბევრი ფერმენტი, ვიტამინი, მიკრო და მაკრო ელემენტი, რომელიც ბუნებრივი ანტიბიოტიკებია. აკაციის თაფლი აუცილებელია მოზარდებისთვის, რადგან მასში ბევრია A ვიტამინი, ანუ კაროტინი.



კონიუნქტივიტის, კატარაქტისა და გლაუკომას დროს, თანაბარი რაოდენობით წყალში შერეული თაფლი ჩაიწვეთეთ თვალში, საღამოს, ძილის წინ. ის კარგია, ასევე, ნევრო-ფსიქიკური დარღვევების დროსაც. მას აქვს ანტისეპტიკური თვისებები. შარდის შეუკავებლობის დროს მიიღეთ საღამოს ერთი კოვზი აკაციის თაფლი. ის ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შენარჩუნებას.

რაც შეეხება წაბლის თაფლს, ის ხელს უწყობს მადის მომატებას, ნაწლავების ტრაქტის ფერმენტულ აქტივობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ტონუსს, კარგია პროსტატისა და ღვიძლის დაავადებების დროს.

კუჭთან დაკავშირებული პრობლემების დროს რეკომენდებულია ერთი ჩაის კოვზი თაფლი დილით და მას უნდა მიაყოლოთ წყალი.

ალერგიული ადამიანები კი, უნდა მოერიდონ თაფლის ჭამას. ასევე, იკრძალება მისი მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.


скачать dle 11.3