კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები









კითხვა: ბოლო დროს მკვეთრ შუქსა და მზის სინათლეზე ადვილად მეცრემლება თვალები. რომელიმე დაავადების ნიშანი ხომ არ არის ეს?

პასუხი: მომატებული ცრემლდენა შეიძლება ბლეფარიტის, კონიუნქტივიტის, ბადურას ან რქოვანას დაავადებების ნიშანი იყოს. ასეთ შემთხვევაში ოკულისტი მკურნალობას დაგინიშნავთ, თუ თვალი ჯანსაღი აღმოჩნდა, უნდა ვიფიქროთ, რომ მომატებული ცრემლდენა მკვეთრი სინათლის ზემოქმედების შედეგია. გაღიზიანებას შეამცირებთ, თუკი თვალებს ამოიბანთ ჩაის ნაყენით, ბორის მჟავას სუსტი ხსნარით.

კითხვა: გამიგონია, მამაკაცებს იმიტომ აქვთ ქალებზე უკეთესი სახის კანი, რომ ყოველდღე იპარსავენ წვერს და ამით კანის ზედაპირულ მკვდარ ფენას იშორებენო. მართალია ეს?

პასუხი: მამაკაცის სახის კანი მართლაც ჯობია ქალისას, მაგრამ ეს მხოლოდ მათ ჰორმონულ თავისებურებებს უკავშირდება. მამაკაცური ჰორმონები კანს უფრო ცხიმიანს ხდის, რაც მას არახელსაყრელი ზემოქმედებისგან იცავს. გაპარსვა კანის მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს, პირიქით, მის ტრავმირებას იწვევს.

კითხვა: მთელ სხეულზე, კისრიდან ფეხებამდე, გამომეწია ვენები. არაფერი მტკივა, მაგრამ ძალიან ულამაზოდ გამოვიყურები. როგორ მოვიქცე. იქნებ, ოპერაცია მჭირდება?

პასუხი: ასე ერთბაშად ვენების გამოვარდნა არ ხდება. ეს პროცესი თანდათანობით ვითარდება და ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები უდევს საფუძვლად. ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში კანქვეშა ვენები კანის ზედაპირთან მეტისმეტად ახლოს მდებარეობს, სანამ ადამიანი მსუქანია, ვენები შეუმჩნეველია, ხოლო როცა წონაში იკლებს, ვენებიც გამოიკვეთება და ამაში არაფერია საშიში. თუმცა, გამორიცხული არ არის, ვენების ასეთი ტოტალური გამოვარდნა ღვიძლის მძიმე დაავადებას უკავშირდებოდეს.

კითხვა: სამი თვეა, განუწყვეტლივ მტკივა მარცხენა მხარი. ტკივილი მკერდიდან იწყება და ხელზე, ზოგჯერ კი უკანა მხარზეც ვრცელდება. ვიღებ ვალიდოლს, ხან ნიტროგლიცერინს, მაგრამ არ მშველის. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ტკივილი?

პასუხი: დიდ შეცდომას უშვებთ, თუკი ნიტროგლიცერინს რეგულარულად იღებთ, თან – თვითნებურად. ასეთი ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს კისრისა და გულმკერდის მალების ოსტეოქონდროზმა და არა სტენოკარდიამ. დიაგნოზი აუცილებლად უნდა დაზუსტდეს. ამისთვის კი გამოკვლევა დაგჭირდებათ.

კითხვა: ვარ 58 წლის. 15 წელი ვსვამდი ეპილეფსიის წამალს. თავით დაცემის შემდეგ მქონდა წუთიერი გათიშვები. ხუთი თვეა, აღარ შევუწუხებივარ, ამიტომ ექიმის მითითებით ფინლეპსინის სმა შევწყვიტე. ექვსი თვის შემდეგ შეტევა 2-3-ჯერ გამიმეორდა. ისევ დავიწყო თუ არა წამლის მიღება მცირე დოზით და როდემდე ვსვა?

პასუხი: როგორც ჩანს, მკურნალობა აუცილებელია, თუმცა პრეპარატის ხელახლა მიღებამდე ნევროლოგს უნდა გაესაუბროთ. ის ზოგად მდგომარეობას შეაფასებს და პრეპარატის დოზას შეგირჩევთ.

კითხვა: ფეხებზე მაქვს ვენები, შეიძლება თუ არა ამ დაავადებისგან განკურნება?

პასუხი: როგორც ჩანს, თქვენ ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას გულისხმობთ. მას ორი გზით შეიძლება თავი დააღწიოთ: ოპერაციით და კონსერვატიული თერაპიით, მაგრამ, მხოლოდ ექიმს შეუძლია განსაზღვროს, ოპერაცია გჭირდებათ თუ კონსერვატიული მკურნალობა.

კითხვა: მართალია თუ არა, რომ სქესობრივი კავშირის შემდეგ მოშარდვა მამაკაცს ვენერიული დავადებისგან იცავს?

პასუხი: მართლაც არსებობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის ასეთი ხერხი, მაგრამ, რამდენად შედეგიანია ეს, ვერ გეტყვით, რადგან სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად ადამიანებზე ექსპერიმენტია საჭირო, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი და არაეთიკურია.

კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, ვისთვისაა სასარგებლო მწვანე ჩაი, ვისაც მაღალი აქვს წნევა თუ დაბალი?

პასუხი: მწვანე ჩაი აწესრიგებს სისხლძარღვთა ტონუსს. თუ წნევა მომატებულია, მწვანე ჩაი მათზე მომადუნებლად იმოქმედებს. ხოლო თუ წნევა დაბალია, ჩაის ტონუსში მოჰყავს სისხლძარღვები და ამგვარად წნევის ნორმალიზებას ახდენს. მწვანე ჩაი ხელს უწყობს ორგანიზმში C ვიტამინის დაგროვებასა და ცვლას.


скачать dle 11.3