რა უნიკალური თვისებებით გამოირჩევა „კამელინი“ და როგორ უბრუნდებათ ადამიანებს მისი დახმარებით სიცოცხლის ხალისი და იმედი
ალბათ, იშვიათია საქართველოში ადამიანი, რომელსაც არ სმენია ქართული წარმოების პრეპარატის „კამელინის“ სამკურნალო თვისებების შესახებ. ამას ჩვენს რედაქციაში შემოსული ზარებიც ადასტურებს. რეკავენ ადამიანები და დაწვრილებით გვთხოვენ, „კამელინის“ შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას. ბევრი იმ შედეგებზე საუბრობს, რომელიც მათ ამ პრეპარატის გამოყენებით მიიღეს. თუმცა, „კამელინის“ ოთხივე ფორმის შესახებ ინტერესი საქართველოს საზღვრებს დიდი ხანია გასცდა და მისით ცნობილი, საუკეთესო სამეცნიერო და კლინიკური ცენტრები დაინტერესდნენ. საქართველოში ამ პრეპარატის კვლევა მისი შექმნისთანავე დაიწყო. დღეს კი, მიმდინარეობს „კამელინის“ თვისებების ახლებური კვლევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში. ვისაც გსურთ, „კამელინის“ შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია და ექიმის კონსულტაცია მიიღოთ, შეგიძლიათ, მიხვიდეთ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ათი საათიდან 2 საათამდე ფურცელაძის ქუჩაზე ¹22-ში მდებარე აფთიაქში, სადაც უფასო კონსულტაციას გაგიწევთ ექიმი-ინფექციონისტი, თამარ ცერცვაძე.
თამარ ცერცვაძე: ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ „კამელინი“ არატოქსიკური, ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი პრეპარატია, თაფლისგან დამზადებული. არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს, ებრძვის მიკროორგანიზმებს და მათ რეზისტენტულ ფორმებს. რადგან „კამელინი“ იმუნომოდულატორია, მისი მოქმედების სპექტრი მრავალმხრივი და ფართოა. შესაბამისად, ძალიან ბევრი დაავადების დროს შეიძლება მისი გამოყენება.
– რა დაავადებების დროს შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება?
– ესენია: სხვადასხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებები. აქვე მინდა, გავუსვა ხაზი, რომ „კამელინი“ დამოუკიდებლადაც იხმარება, მაგრამ ძალიან კარგია, როდესაც ის იხმარება ეტიოტროპული მკურნალობის პარალელურად. მისი გამოყენება ასევე ძალიან კარგია შეუხორცებელი ჭრილობების დროს, ტროპიკული წყლულების, დამწვრობის დროს. ეფექტურია „კამელინით“ მკურნალობა სხვადასხვა ინფექციებით გამოწვეული დაავადების, გინეკოლოგიური – ვაგინალური ინფექციების, საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების, ეროზიების დროს. რადგან „კამელინს“ უჯრედების აღდგენითი უნარი აქვს, ეროზიების შეხორცება ხდება ძალიან კარგად. ის ასევე გამოყენება ფიბრომული – კისტოზური მასტოპათიების, პროქტიტების, ბუასილის, პროსტატის ადენომის დროს.
– ეფექტური თუ არის „კამელინის“ გამოყენება სიმსივნის სამკურნალოდ?
– ეს კითხვა ძალიან ხშირად ისმის და ამ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია, ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა – „კამელინის“ გამოყენება, ეს არის შანსი, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდოს და სიცოცხლის ხარისხი გაუმჯობესდეს. ის ასევე ტკივილებს აყუჩებს, რაც ავადმყოფისთვის ძალიან დიდი შვებაა.
– შეიძლება, მისი გამოყენება პროფილაქტიკისთვის?
– რა თქმა უნდა, მისი გამოყენება შეიძლება პროფილაქტიკის მიზნით და ძალიან კარგია, რადგან „კამელინი“ ამაღლებს ადამიანის იმუნურ სისტემას. იმუნური სისტემა კი ძირითადი მაკონტროლებელია იმისა, რომ ორგანიზმში უჯრედული წონასწორობა დაცული იყოს.
აი, რას ყვებიან პაციენტები და მათი ახლობლები ნატურალური თაფლისგან დამზადებულ ქართულ პრეპარატ „კამელინზე“, რომელმაც მათ სიცოცხლის ხალისი და იმედი დაუბრუნა.
– ქალბატონო ნათელა, როგორც ვიცი, დედათქვენს სარკომა ჰქონდა და მას „კამელინით“ მკურნალობდით?
ქალბატონი ნათელა: დედაჩემს 2 წლის წინ აღმოაჩნდა სარკომა, საკმაოდ ცუდად იყო, არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა. თან, როგორც იცით, სარკომა ძალიან სწრაფად ვითარდება და შანსი ხშირად ძალიან მცირეა. მე ყველა გზა ვცადე, რომ დედას დავხმარებოდი, მაგრამ თავიდან ყველაფერი უშედეგო იყო. ერთ დღესაც შემთხვევით, შევიტყვე „კამელინის“ შესახებ, მაშინვე დავინტერესდი. ახლობლებში გავიკითხე და მითხრეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ დედას დავუწყებდი ამ პრეპარატით მკურნალობას. აღარ გადავდე და მეორე დღესვე დავუწყე „კამელინით“ მკურნალობა. მკურნალობის სამი კურსის ჩატარების შემდეგ, კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს, ექიმებს ეჭვიც კი შეეპარათ, საერთოდ თუ იყო სარკომაო. ასე რომ, ის ახლა თავს კარგად გრძნობს. დღეს „კამელინს“ მთელი ოჯახი პროფილაქტიკისთვის ვიყენებთ. დიასახლისი ვარ, ხშირად მიწევს სამზარეულოში ტრიალი, შესაბამისად, არ ვარ დაზღვეული იმისგან, რომ კერძის მომზადებისას ხელს არ გავიჭრი, ან არ დავიწვავ. ასეთ დროს ყოველთვის „კამელინის“ მალამოს ვხმარობ და ჭრილობა მალევე მიხორცდება, დამწვრობაც მალე მირჩება. მიხარია, რომ საქართველოში ასეთი კარგი პრეპარატი არსებობს, ახლა ზამთარია და გრიპის პროფილაქტიკისთვის მთელი ოჯახი აუცილებლად გამოვიყენებთ.
ქალბატონი ნინო: ჩემს მეუღლეს ჰქონდა სწორი ნაწლავის სიმსივნე, ძალიან ცუდად იყო, ვეღარ დადიოდა, არაფრის იმედი არ გვქონდა. მიჭირს იმ დღეების გახსენება, მთელი ოჯახისთვის ეს ყველაზე მძიმე პერიოდი იყო. ექიმების რჩევით, მას გაუკეთეს ოპერაცია. როგორც მითხრეს, გადარჩენის შანსი ძალიან ცოტა იყო, თითქმის დათვლილი ჰქონდა დღეები. რა გზა არ მოვძებნე, რას არ ვუკეთებდი, ბოლოს „კამელინით“ დავუწყე მკურნალობა. ამ პრეპარატის გარდა, სხვა არაფერი გამოგვიყენებია – „კამელინს“ და ღმერთს ვიყავით მინდობილი. ხუთი კურსის შემდეგ გამოკეთდა, შეჩერდა სიმსივნური წარმონაქმნის ზრდა, გაქრა მეტასტაზები და დღეს ჩემი მეუღლე თავს ნორმალურად გრძნობს, შრომისუნარიანი გახდა.
– ქალბატონო ქეთევან, თქვენ ჩემთან პირადი საუბრისას ახსენეთ, რომ თქვენს დას საშვილოსნოს ყელის სიმსივნე ჰქონდა, როგორ გრძნობს ის ახლა თავს?
ქალბატონი ქეთევანი: მას 8 თვის წინ აღმოაჩნდა საშვილოსნოზე ავთვისებიანი სიმსივნე. ოჯახის წევრებმა გადავწყვიტეთ, მისთვის ოპერაციის გაკეთება. მაგრამ, იმდენად უიმედო მდგომარეობა იყო, ექიმებმა უარი თქვეს ოპერაციის გაკეთებაზე. დაუნიშნეს მკურნალობა, მაგრამ მე გადავწყვიტე, პარალელურად „კამელინით“ მემკურნალა. ორი კურსის შემდეგ უკეთ იგრძნო თავი, რაც მთავარია, ტკივილი შეუმსუბუქდა. მანამდე თუ ძირითადად იწვა და ძალა არ ჰქონდა, ადგა, საოჯახო საქმეების კეთებაც დაიწყო. თუმცა, თავს მაინც სუსტად გრძნობდა. როდესაც ექიმთან მივიყვანეთ, იმდენად კარგი იყო შედეგი, რომ გადაწყვიტეს, ჩემი დისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ. ის ამჟამად თავს უკეთესად გრძნობს, აღარ აწუხებს ტკივილები და ანალიზებიც აღარ არის შემაშფოთებელი. ახლო მომავალში კვლავ ვაპირებთ მისთვის „კამელინის“ გაკეთებას. დარწმუნებული ვარ, მისი უკეთეს მდგომარეობაში ყოფნა, სწორედ, ამ პრეპარატის დამსახურებაა.
– ბატონო კობა, რომელი ფორმის პრეპარატი – „კამელინი“ გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგოდ?
კობა გურიელიძე (კომპანია „კამელინის“ აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი): რა თქმა უნდა, „კამელინი მ-1“ ყველა სტადიის კიბოს დაავადებისთვის არის აუცილებელი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. ასევე, მნიშვნელოვანია „კამელინი მ-4“ – სანთლებისა (იმ შემთხვევაში თუ ავადმყოფი უარს ამბობს ნემსებზე) და „კამელინი მ-2“ – კაფსულების ჩართვა მკურნალობის თითქმის ყველა ეტაპზე. მინდა, აღვნიშნო, რომ ვინაიდან თვითონ „კამელინი“ აბსოლუტურად არატოქსიკურია და არავითარ გვერდით მოვლენებს არ იწვევს, მისი გამოყენება სანთლებისა და კაფსულების სახით, ხანგრძლივი დროითაც ძალზე ეფექტურია პროფილაქტიკური დანიშნულებითაც.
P. S. სანამ „კამელინის“ შესახებ კიდევ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციებს, დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ტელეფონებზე: 899-33-10-89, 899-58-09-07, 899-23-03-33; 98-57-78, 71-04-80, 22-26-68, 93-20-87.