კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს









კითხვა: როდესაც ოჯახში ვინმე გარდაიცვლება, ტრადიციის მიხედვით, სარკეებზე ქსოვილს აფარებენ და საათებს აჩერებენ. რატომ?

პასუხი: ეს ხალხში გავრცელებული ცრურწმენებია და მართლმადიდებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. გირჩევთ, მსგავს ჩვეულებებს ყურადღება არ მიაქციოთ. ახლობლის გარდაცვალების შემთხვევაში, მთავარია, მის სულზე იფიქროთ და ილოცოთ მისთვის.

კითხვა: როგორ მოვიქცეთ, თუკი ჩვენი შვილი ცუდ წრეში მოხვდა და ცოდვილ ადამიანებს დაუმეგობრდა?

პასუხი: უნდა ილოცოთ თქვენი შვილისთვის და ეს მას დაეხმარება. ამის მაგალითად გიამბობთ ნეტარი ავგუსტინეს ამბავს: ის ცოდვებში იყო ჩაფლული და გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. დედამისი კი ძალიან განიცდიდა შვილის საქციელს და გამუდმებით ტიროდა. ერთხელ მან თავისი უბედურების შესახებ ეპისკოპოსს უამბო, ეპისკოპოსმა ასე დაამშვიდა: ნუ გეშინია, დედის ლოცვები შვილს აუცილებლად უშველის, შენი ცრემლები ტყუილად არ დაიკარგებაო. ასეც მოხდა. ოდესღაც ცოდვილი ავგუსტინე შემდგომში ღვთისთვის სათნო ცხოვრებისთვის ზეციურ წმიდანთა დასში ამაღლდა.



კითხვა: ცოდვად ხომ არ ეთვლება ექიმს, როდესაც ის მკურნალობის სანაცვლოდ პაციენტისგან გასამრჯელოს იღებს?

პასუხი: ექიმისთვის მედიცინა პროფესიაა, რაზეც მისი არსებობაა დამოკიდებული. თუ ექიმი პაციენტს კეთილსინდისიერად უმკურნალებს და არ მოსთხოვს გასამრჯელოს უპოვარს, ეს საკმარისია. გასამრჯელოზე მთლიანად უარის თქმა ექიმს არ შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ფულის შოვნა რაიმე სხვა გზით მოუწევს, რაც სწორედ რომ საზიანო იქნება მისთვის და მისი პროფესიისთვის.

კითხვა: სამწუხაროდ, ვიცნობ მოძღვარს, რომელიც არ ცხოვრობს სათნო ცხოვრებით და მისი საქციელის შესახებ ახლობლებსაც ვუამბე. ამით ცოდვას ხომ არ ჩავდივარ?

პასუხი: თავდაპირველად, იმაზე დაფიქრდით, თუ რისთვის დადიხართ ტაძარში. იმისთვის, რომ უფალი გიყვართ და უფლის სათნოდ გინდათ ცხოვრება, თუ იმისთვის, რომ სხვა განიკითხოთ. თუ უფალთან მიახლოება გწადიათ, უნდა იცოდეთ, რომ უფალი უპირველესად, საკუთარი თავის შეცნობას და მონანიებას გვთხოვს, ხოლო თუ საკუთარ თავს ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რამდენი ცოდვა გვაქვს და აღარ აღვშფოთდებით სხვის ცოდვებზე, აღარ განვიკითხავთ მათ. მით უმეტეს, სასულიერო პირს. უფალი თავად განიკითხავს ყველა ადამიანს, განსაკუთრებით, სასულიერო პირს, რადგან მას უფრო მეტად მოეკითხება – მეტი პასუხისმგებლობა აქვს ღვთის წინაშე, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს.


скачать dle 11.3