კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაჩნდა თბილისში მეძავების განსაკუთრებული კასტა და ვინ იხდის მათთან გატარებულ დროში ძალიან დიდ თანხას













ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის მთავრობა ეკონომიკური განვითარების ყველაზე რეალურ გზას სწორედ ამაში ხედავს. ბუნებრივია, ბევრი ტურისტი, შესაბამისად, ბევრ სასტუმროს, კვების ობიექტს, სატრანსპორტო საშუალებას, ერთი სიტყვით, ბევრ დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეს გულისხმობს. დარწმუნებულნი ვართ, ამ თემასთან კავშირში არასდროს მოგიაზრებიათ კიდევ ერთი პროფესია, რომელიც, თურმე, ასევე ძალიან არის დამოკიდებული როგორც ტურიზმის, ასევე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. საუბარი თბილისში ჯერ კიდევ საკმაოდ იშვიათ, მაგრამ, უკვე ძალიან „მოთხოვნად სამსახურს” – მეძავთა განსაკუთრებულ სამსახურს ეხება. მართალია, მისი მესვეურები საზოგადოებაში ჯერ აშკარა გამოჩენას ერიდებიან, მაგრამ ჩემი ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე უარი არ უთქვამთ და თავიანთი, ერთი შეხედვით, უცნაური (როგორც გაირკვა, საკმაოდ მომგებიანი) წამოწყებისა თუ ბიზნესის შესახებ საკმაოდ გულახდილადაც გვესაუბრნენ.



ქალბატონი ინკოგნიტო: სიმართლე რომ გითხრათ, ვერ ვხვდები, რატომ გამოიწვია ამ ამბავმა თქვენი ასეთი ცხოველი ინტერესი. ეს ჩვენთან არის შედარებით სიახლე, თორემ, უცხოეთში საკმაოდ მიღებული და აპრობირებულია, თანაც, თავისი არსებობის არა ერთ და ორ წელს ითვლის. უბრალოდ, აქ ახლა მოვიდა დრო, როცა იმ სფეროშიც უნდა განვითარდეს რაღაც, რომელზე აშკარად საუბარიც არავის უნდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის არსებობს და ყოველთვის იარსებებს.

– მოდი, დავაკონკრეტებ: ჩვენ ვსაუბრობთ მეძავებზე და იმ ახალი ტიპის, განსაკუთრებულ მომსახურებაზე, რასაც ისინი კლიენტს სთავაზობენ.

– დიახ, თუ თქვენ ასე გინდათ, დავარქვათ ამას „განსაკუთრებული მომსახურება“, თუმცა, როგორც გითხარით, უცხოეთში ეს საკმაოდ მიღებული და გავრცელებული პრაქტიკაა.

– მკითხველი რომ არ დავაბნიოთ, მე დავიწყებ თხრობას: ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში ბიზნესმენი ან ტურისტი და მას აქვს სურვილი, დაუახლოვდეს ქალს, რომელიც არა მარტო მისი ეროტიკული სურვილების დაკმაყოფილებაზე, არამედ ინტელექტუალური დონის ამაღლებაზეც იზრუნებს...

– ცუდად არ ყოფილხართ ინფორმირებული, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩვენი ბიუროს მომსახურებით არა მარტო უცხოელი, ადგილობრივი ბიზნესმენები და სახელმწიფო მოხელენიც სიამოვნებით სარგებლობენ. განათლებულ ადამიანთან, მით უმეტეს, თუ ის მომხიბვლელი ქალბატონია, ყველა ნორმალურ მამაკაცს უნდა ურთიერთობა. ჩვენს დროში ასეთი ქალებისა და ასეთი ურთიერთობების დიდი დეფიციტია და, როცა კაცს ამისი შევსების მატერიალური საშუალება აქვს, უკან არ იხევს. მაგრამ, დამიჯერეთ, რომ ნამდვილად არ არის ადვილი, იყო განსაკუთრებული. საქმეს ვერ შველის მხოლოდ გარეგნობა.

– ანუ, გოგონების გარეგნობა მთავარი არ არის?

– მთავარი არის, მაგრამ გადამწყვეტი – არა. მიხვდით, ხომ, რასაც ვგულისხმობ? ჩვენ სერიოზულ ინვესტიციებს ვდებთ თითოეულ გოგონაში, რომ მერე მათზე განსაკუთრებით გაიზარდოს მოთხოვნილება. საწყის ეტაპზე აუცილებლად უნდა იცოდნენ ერთი უცხო ენა მაინც. სანამ ჩვენამდე მოვლენ, რაღაც საბაზისო ცოდნა მაინც უნდა ჰქონდეთ. აქ იმდენ რამეს ვასწავლით, თუ საწყისი ეტაპები დაძლეული არ ექნებათ, ვერ შეძლებენ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომლებსაც ჩვენ მათ ვუყენებთ. საქმე ისაა, რომ ჩვენი კლიენტები ძალიან დიდ თანხას იხდიან იმ კომფორტისთვის, რაც ჩვენმა გოგონამ უნდა შეუქმნას მათ. არ ვგულისხმობ მხოლოდ ინტიმური სურვილების დაკმაყოფილებას. ჩვენი გოგონა განსაკუთრებული უნდა იყოს.

– არ მეუბნებით, რაში გამოიხატება თქვენი გოგონების განსაკუთრებულობა. ინგლისური ლამის უკვე ყველა მეორე ადამიანმა იცის.

– არა, არა, ვერ დაგეთანხმებით! ინგლისურის საყველპურო ცოდნაზე არ ვლაპარაკობ. ჩვენი გოგონები სწავლობენ ცეკვას, მეტყველებას, დახვეწილ მანერებს, სხადასხვა ქვეყნის ისტორიას – ძირითადად იმ ქვეყნებისა, რომლებთანაც უფრო ხშირი შეხება გვაქვს.

– ანუ, საიდანაც მეტი კლიენტი ჩამოდის...

– დაახლოებით. ჩვენი გოგონა ძალიან კარგად უნდა ერკვეოდეს პოლიტიკურ სიახლეებშიც. მან უნდა შეძლოს, ნებისმიერ თემას აჰყვეს საუბარში და რამე სისულელე კი არა, რაღაც ღირებული თქვას. საინტერესო უნდა იყოს მისი მოსაზრება, უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ის თავზე არავის მოახვიოს. ერთი სიტყვით, მამაკაცმა მის გვერდით თავი ძალიან კომფორტულად, ამაყად და ღირსეულად უნდა იგრძნოს. უცხოეთში ასეთი გოგონები საქმიან, მნიშვნელოვან შეხვედრებზეც დაჰყავთ და ამით იმიჯს იქმნიან, თანაც – სერიოზულ იმიჯს. მე ვიცი ბევრი შემთხვევა, როცა სწორედ ასეთი გოგონას წყალობით გადაწყვეტილა პრობლემა ბიზნესში, კლიენტის სასარგებლოდ.

– მაშინ, ყველა ბიზნესმენი იქირავებს გოგონას საქმიანი შეხვედრებისთვის. თუკი ის არის წარმატების გარანტი.

– მე არ მითქვამს, წარმატების გარანტია-მეთქი. უბრალოდ, გეუბნებით, როგორ მეძავებზეა დღეს უკვე მოთხოვნა და რატომ გახდა აუცილებელი, ვიღაცას ამ კონტინგენტის მომზადებაზე ეზრუნა. მე ვიცი, რომ ამ საქმეში მარტო არ ვარ. თუმცა, პირველი, მგონი, ნამდვილად ვიყავი. ვიცი, მკითხავთ, საშუალოდ რამდენს იხდის კლიენტი ასეთ გოგონაში. ევროპელები შესაბამის ევროპულ ვალუტაში იხდიან და ერთი დღე 1 000-დან 1 500 ევრომდე ღირს – ეს საშუალოდ, თუმცა, ყოფილა შემთხვევა, მეტიც გადაუხდიათ. დოლარშიც შესაბამისი კურსით იხდიან, ლარშიც – ასევე. ჩვენ ქართველი კლიენტურაც გვყავს, დასამალი რა არის. მაგრამ, ალბათ, მათ ვინაობას არ მკითხავთ. ბიზნესმენებიც არიან მათ შორის და პოლიტიკოსებიც. გვქონდა შემთხვევა, როცა ჩვენმა კლიენტმა მოინდომა, გოგონა თან წაეყვანა უცხოეთში მივლინებაში. საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა და ძალიან კმაყოფილი იყო.

– როგორ ნაწილდება თანხა, რომელსაც კლიენტი გოგონაში იხდის?

– მიზნობრივად (იცინის): გოგონების განათლება, მასწავლებლების დაქირავება, მუსიკალურ გემოვნებასაც ვუმუშავებთ. ყველანაირი მუსიკა უნდა ესმოდეთ, თეატრსა და კინოზე აღარაფერს ვამბობ. მათი გარდერობი, რომელსაც საგანგებოდ ვურჩევთ და ძირითადად ცნობილი ბრენდებისგან შედგება, იაფი ნამდვილად არ ჯდება. ამას დაუმატეთ ის თანხა, რასაც მათ გარეგნულ იერსახეზე ვხარჯავთ: სისტემატურად დადიან აუზზე, ჰყავთ პირადი მასაჟისტი, კოსმეტოლოგი ექიმი... ამ ყველაფერს ხომ ფული სჭირდება! მაგრამ, შემოსავალი მაინც საკმაოდ სოლიდური რჩებათ, გულს ნამდვილად არ ვწყვეტთ. თუმცა, გადაჭარბებულ წარმოდგენასაც ნუ შეიქმნით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გოგონები სერიოზულ ცოდნას იღებენ ძალიან ბევრ სფეროში, რაც სულ მათთან დარჩება და ამის წყალობით, შეუძლიათ, მერე სამსახურიც კი იშოვონ, თანაც, საკმაოდ პერსპექტიული.

– როდის „მერე”?

– როცა ჩვენთან კონტრაქტი დაუმთავრდებათ. გაგრძელება უკვე მათ სურვილზეა დამოკიდებული – არავის არაფერს ვაძალებთ, ყველაფერი მათი სურვილის მიხედვით ხდება. თუმცა, კონტრაქტში არის ჩადებული პუნქტები, რომლებიც გოგონებმა აუცილებლად უნდა შეასრულონ, მაგალითად, არ აქვთ უფლება, სადმე თქვან, (ჯერჯერობით), რით არიან დაკავებულები, ანუ, უნდა დაიცვან კონფიდენციალობა. კლიენტი დაზღვეული უნდა იყოს ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევითობისგან – თუ მას არ უნდა, გაამხილოს, ვისთან ერთად არის, ჩვენ ამის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. კიდევ არის რაღაც სპეციფიკური ნიუანსები, მაგრამ დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.

– თუ მაინც მოხდა რამე გაუთვალისწინებელი. მაგალითად, ხომ შეიძლება კლიენტს გოგონა შეუყვარდეს, ან – პირიქით?

– სიყვარულს ვერავის აუკრძალავ, მაგრამ, ჩვენ ვცდილობთ, ასეთი რამაც არ მოხდეს. ერთსა და იმავე გოგონას ერთსა და იმავე კლიენტთან არ ვუშვებთ და კლიენტმა ეს თავიდანვე იცის. ისიც იცის, რომ, თუკი მართლა რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდება (როგორც უკვე გითხარით, სიყვარული საკმაოდ არაპროგნოზირებადი რამეა), სოლიდური ჯარიმა უნდა გადაიხადოს კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის. მაგრამ, ჯერ მსგავსი არაფერი მომხდარა, იმიტომ, რომ ჩვენი კლიენტები სერიოზული და პროგნოზირებადი ადამიანები არიან.


скачать dle 11.3