კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის სჭირდება ქალს საკუთარი ბედნიერების დამალვა და როდის არ უწევს ის არაფერს ანგარიშს









ვინ არის დამნაშავე, როცა სასიყვარულო სამკუთხედი იკვრება. აქვს თუ არა საბედისწერო როლი წყვილის ურთიერთობაში ვიღაც მესამეს, თუ მათ შორის წამოჭრილი პრობლემები მხოლოდ მათია და სხვა არ შეიძლება, ამაში დამნაშავე იყოს. ეს თემა, ალბათ, კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური, თუ ყოველთვის არა. ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, უყვარდებათ... ყველაფერი არაჩვეულებრივად არის... მერე კი...

როცა გეუბნებიან, რომ სიყვარული გაქრა, გტკივა, მაგრამ გაურკვევლობა აღარ გტანჯავს. თუმცა, ხშირად ურთიერთობა გრძელდება... თითქოს ყველაფერი ჩვეულ რიტმს მიჰყვება, მაგრამ ხვდები, რომ რაღაც ინგრევა... იშლება... მთავრდება... თუმცა, ხმამაღლა ამას არავინ ამბობს. სამაგიეროდ „ის“, „მესამე“ არსებობს და როცა საკუთარი უფლებების დემონსტრირებას იწყებს, იწყება კონფლიქტიც. შეიძლება თუ არა, აღმოჩნდეს, რომ თურმე სხვისი ბედნიერების ქურდი ყოფილხარ?! ჩვენს რესპონდენტს მიაჩნია, რომ ქურდობა არაფერ შუაშია. უბრალოდ, შეიძლება, ერთ დღეს გარემოების მსხვერპლი შეიქნე...

მარიკა (29 წლის): თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ აქ თავის გასამართლებლად არ მოვსულვარ. ვერ ვიტან ისეთ ადამიანებს, შეგნებულად რომ დააშავებენ რაღაცას და მერე ცდილობენ, თვითონ მშრალები გამოვიდნენ მღვრიე წყლიდან. როცა რაღაცას აშავებ, თან აშავებ შეგნებულად, იმის ვაჟკაცობაც უნდა გეყოს, ეს დანაშაული აღიარო. არც ვინმესთვის თავის შეცოდებას ვაპირებ. რა აზრი აქვს ჩემთვის, ვინ იტყვის „საწყალი“ და ვინ „არამზადაო“. მე ამას მართლა არ ვაქცევ ყურადღებას. არ მაინტერესებს. მხოლოდ ის მინდა, შექმნილი, საკმაოდ უსიამოვნო სიტუაციიდან ღირსეულად გამოვიდე. მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც შეუძლია, საკუთარ კეთილდღეობას ყველა და ყველაფერი შესწიროს. თან, იმაშიც დარწმუნებული ვარ, როცა საკუთარ ბედნიერებას ნებით თუ უნებლიეთ, სხვის ბედნიერებაზე ააგებ, ის დიდხანს ვერ გაგრძელდება. იმიტომ კი არა, რომ სინდისი შეგაწუხებს, ზოგს სინდისი საერთოდ არ აქვს და რამ უნდა შეაწუხოს, უბრალოდ, რაღაც კანონზომიერება არსებობს, რომელიც ამ ყველაფერს აბალანსებს.

– თქვენ ვინმეს წაართვით ბედნიერება?

– სიმართლე რომ გითხრათ, მთლად არ ვარ ამაში დარწმუნებული. იქნებ მათ არც ჰქონდათ ბედნიერება. მაგრამ, მე ამის თქმის და განსჯის უფლება არ მაქვს. ან ვინ იტყვის, ვისთვის რა არის ბედნიერება, ხომ მართალია?! ეგ ისეთი ფარდობითი და სადავო თემაა, მარტივად რომ იცოდეს ვინმემ, მაშინ ამდენი უბედური ადამიანიც არ იქნებოდა. მოკლედ, იმისი თქმა მინდა, რომ ყველას თავისი ბედნიერება აქვს. ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ საკუთარ თავზე შემიძლია ლაპარაკი. სამწუხაროდ, მიწევს ამაზე ლაპარაკი.

– საკუთარ ბედნიერებაზე ლაპარაკია სამწუხარო?

– ამ კონკრეტულ შემთხვევაში – კი. უფლება არა მაქვს, საერთოდ შევიმჩნიო, რომ ბედნიერი ვარ. ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, ბევრი რამის დამალვაც მიწევს. ეს ჩემთვის ძალიან რთულია, რადგან აქამდე ძალიან თავისუფლად ვცხოვრობდი, მშვიდად. როცა რაღაცას მალავ, დაძაბული ხარ, თანაც ნერვიულობ. სხვისთვის შეიძლება, ეს ნორმალური იყოს, მაგრამ ჩემთვის სერიოზული სტრესია. გეტყვით პირდაპირ, მყავს საყვარელი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ჩემი თანამშრომლის ქმარია. ახლა წარმოიდგინეთ, ჩემი მდგომარეობა.

– რას ნიშნავს, „როგორც აღმოჩნდა“?

– იმას, რომ როცა ეს ურთიერთობა დაიწყო, წარმოდგენა არ მქონდა, ვინ ჰყავდა ცოლად ან ჰყავდა თუ არა ცოლი საერთოდ. შუბლზე არავის არაფერი აწერია. მამაკაცი, როცა ოჯახის გარეთ ცდილობს გართობას, საქორწინო ბეჭედსაც სახლში ტოვებს. მე არც ჩემს თანამშრომელთან მქონდა ისეთი ახლო ურთიერთობა, რომ მისი ქმარი მცნობოდა. მხოლოდ სამსახურში ვკონტაქტობდით, ნორმალურ დისტანციაზე.

– იცოდით, ქმართან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?

– არა. ჩვევად არა მაქვს თანამშრომლებთან მათ ინტიმურ წვრილმანებზე საუბარი. სხვათა შორის, მეგობრებთანაც არ ვაძლევ საკუთარ თავს იმის უფლებას, მათი ოჯახის ამბები ვქექო. თუ თვითონ მეტყვიან რამეს, მოვუსმენ, თუ რჩევას მთხოვენ, ვეცდები, დავეხმარო, მაგრამ ინიციატივას არ გამოვიჩენ. ერთი შეხედვით, ცხოვრებაარეულსა და უბედურს არ ჰგავდა, გარეგნულად ბედნიერის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდა.

– და, არ იყო ბედნიერი...

– ხომ გითხარით, სხვისი ბედნიერების ხარისხს მე ვერ განვსაზღვრავ-მეთქი. მე მისი ცხოვრების შესახებ მარტო ის ვიცი, რომ ქმარი ღალატობს და ღალატობს ჩემთან, რაც ნამდვილად არ მიხარია. ისეთი გაოცებული მიყურებთ, ვხვდები, ვერ გაიგეთ, რისი თქმა მინდა.

– სიმართლე გითხრათ, დავიბენი, ერთდროულად ბედნიერიც ხართ და უბედურიც?

– უბედური ვარ-მეთქი, ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ უსამართლობა იქნება. მაგრამ, ჩემი შინაგანი ბერკეტი იმის საშუალებას არ მაძლევს, ჩემი ბედნიერება თვალსაჩინო გავხადო. თუ ხალხს ზედმეტი კითხვები გაუჩნდება, მე ეს მხოლოდ პრობლემებს მომიმატებს. ეს ჩემმა საყვარელმა მამაკაცმაც კარგად იცის და მეთანხმება. მაგრამ, მას არ ესმის, რატომ განვიცდი ასე ძალიან ჩვენს ურთიერთობას.

– მაპატიეთ, ამას რომ გეკითხებით, მაგრამ თქვენ შორის გრძნობა არის?

– მე ის მიყვარს. თუ ეს გაინტერესებთ. თანაც, მიყვარს ძალიან. მისი გრძნობის შესახებ კი ვერაფერს გეტყვით. ახლა ძალიან ბევრ რამეში მეპარება ეჭვი და მათ შორის, ამაშიც. როცა გავიცანი, საერთოდ არ უთქვამს, ცოლი და შვილები რომ ჰყავდა და თითქმის მაშინვე ამიხსნა სიყვარული.

– დაუჯერეთ?

– იცით, რაშია საქმე, როცა რამის დაჯერება გინდა, იჯერებ. მე მომეწონა ეს მამაკაცი, თითქმის პირველივე ნახვისას. ჩვენი გაცნობა სრულიად შემთხვევით მოხდა. მანქანაზე საბურავი დამეშვა. შუა გზაზე ვიყავი გაჩხერილი და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. დამინახა, გაჩერდა და დამეხმარა. მერე „სტრესის“ მოსახსნელად ყავაზე დამპატიჟა...

– ყავის დასალევად გაჰყევით უცხო მამაკაცს?

– იმედი მაქვს, მორალის კითხვას არ დამიწყებთ, თანაც მამაკაციც არის და მამაკაციც. მე კი თავისუფალი ქალი ვარ. ყავაზე მიპატიჟების მიღება ბევრს არაფერს ნიშნავს. ძალიან სიმპათიური ტიპი იყო, თან დამეხმარა... კიდევ ბევრი ფაქტორი განაპირობებს კაცის დაპატიჟებაზე, „ჰოს“ ან „არას“ თქმას. მოკლედ, ეს შუადღისას მოხდა. ყავაც მივირთვით და მსუბუქი ლანჩიც. გვიან ღამით კი დამირეკა. უბრალოდ მომიკითხა და მეტი არაფერი. მერე კი, უფრო სერიოზული ურთიერთობაც დაიწყო. მაგრამ, რომ მკითხოთ, როგორი, ვერ გიპასუხებთ. არ ვიცი, რაღაცნაირად, თავისთავად გამოვიდა. აეწყო, ხომ ხვდებით. ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს.

– უხერხული შეკითხვაა, მაგრამ თქვენ ოჯახი როდისმე გქონიათ?

– ვხვდები, რაც გაინტერესებთ. რაღაც მსგავსი მქონდა. მსგავსს იმიტომ ვამბობ, რომ ჩემმა, ეგრეთ წოდებულმა, ოჯახმა ხუთი თვე იარსება. ერთ კვირაში გავყევი ცოლად ადამიანს, რომელსაც, თურმე, საერთოდ არ ვიცნობდი. ისე გადავირიე და სიყვარულმა ისე დამაბრმავა, ანგარიში აღარაფერს გავუწიე.

– იმასაც ცოლი ხომ არ ჰყავდა?

– არა, არა... ცოლი ნამდვილად არ ჰყავდა, მაგრამ ნამდვილი ურჩხული იყო. ამ თემაზე საერთოდ არ მინდა ლაპარაკი. ჩემი ცხოვრების ეს „ფურცელი“ საერთოდ წავშალე და უკან აღარ ვიხედები. მაშინაც და იმის მერეც, კიდევ საკმაო ხანს ისეთი უბედური, დათრგუნული და საწყალი ვიყავი, ვიფიქრე, ნამდვილად მაქვს ბედნიერების უფლება-მეთქი. არ მინდა, ისე იფიქროთ, რომ თავს გაცოდებით, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი თავი თავადვე მეცოდება. მინდა, თუ არა, სიყვარული უნდა დავმალო. სხვანაირად სხვისი უბედურების მიზეზი გავხდები. მე არ მჯერა იმის, რომ „მესამე“ არაფერ შუაშია; რომ თუ კაცს ცოლის მიტოვება უნდა, არ იქნები შენ, იქნება სხვა; რომ მოყვარული ცოლ-ქმრის შუაში ვერავინ ჩადგება. ნაწილობრივ, იქნებ მართალიცაა, მაგრამ ცალმხრივად. ასე არ არის?! როცა არის მესამე, კაცს უკვე აქვს რაღაც პერსპექტივა, გაძვრომის შანსი ვიღაცასთან, ვინც მას კარს გაუღებს და ხელგაშლით მიიღებს. ამიტომ, ნურავინ იტყვის, არავის შუაში არ ჩავმდგარვარო. დგები აუცილებლად, სანამ ეს „შუა“ არსებობს. მეც ვდგავარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მინდოდა. ახლაც არ მინდა, მაგრამ რა ვქნა, არ ვიცი.

– როგორც მივხვდი, ამ ურთიერთობის გაწყვეტას არ აპირებთ.

– არ ვიცი. ამ წუთში ისეთ საშინელებებს ვფიქრობ საკუთარ თავზეც და ყველაფერზე, ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. აბსოლუტურ გაუგებრობასა და გაურკვევლობაში ვარ. სიყვარული ისევ ჩვენთან არის, არსად წასულა. ამიტომ, ასე ერთბაშად ყველაფერს წერტილს ვერ დავუსვამ.



– როგორ გაიგეთ, ცოლი რომ ჰყავდა და ვინ იყო მისი ცოლი?

– ესეც ჩემი ბედისწერაა, რომ ჩემი თანამშრომლის ქმარია, მაინცდამაინც. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ქმარია. რა სისულელეს ვამბობ. ოჯახი აქვს და ეს არის ფაქტი. მე ზედმეტი ვარ ჩემი სიყვარულით.

– თქვენ მას უკვე ელაპარაკეთ ამ ყველაფერზე?

– მხოლოდ ხანმოკლე საუბარი გვქონდა. ძალიან სერიოზულად არ გვილაპარაკია. ცოლი რომ ჰყავდა, თვითონ მითხრა. ჩვენი ურთიერთობიდან მეორე თვის შემდეგ, როცა მიხვდა, რომ სერიოზული ეტაპი გვეწყებოდა.

– სერიოზულ ეტაპში გულისხმობთ იმას, რომ თქვენგან იგრძნო, მასთან დაკავშირებით სერიოზული მიზნები რომ გქონდათ?

– არაფერი მითქვამს. თვითონ მიხვდა. სიტუაციამ მოიტანა. მე, რადგან უკვე მყავდა გვერდით საყვარელი მამაკაცი, მარტო აქეთ-იქით სიარული აღარ მინდოდა. ხომ გესმით, რისი თქმა მინდა. მეგობრები იყო, კინო, რესტორანი, თუ სეირნობა, ყველგან მასთან ერთად მინდოდა ყოფნა. ამაში ხომ არაფერია გასაკვირი?! როცა ეს მას ვუთხარი, ჯერ ჩუმად იყო. მერე კი უკვე მიხვდა, რომ, სიმართლე უნდა ეთქვა. ცოლ-შვილი მყავსო, – ძალიან უხალისოდ გამოტყდა. მე ვუთხარი, რადგან არ გინდა, შენმა ცოლმა ჩვენი ურთიერთობის შესახებ გაიგოს, ესე იგი, არ გინდა, მასთან პრობლემები გქონდეს-მეთქი და ჰო, ასეაო. მასთან ბევრი რამ მაკავშირებს, შვილებიც ძალიან მიყვარს და ეს ოჯახი რომ დავკარგო, კარგად ვერ ვიქნები. თუმცა, შენც უკვე ბევრს ნიშნავ ჩემთვისო.

– ჩემი საყვარელი იყავი და თანაც ისე, რომ ამის შესახებ მარტო ჩვენ ორმა ვიცოდეთო?

– ჰო. რაღაც მაგდაგვარი. ძალიან მძიმედ გადავიტანე ეს ამბავი. ლამის სახლიდან გავაგდე, რომ მომატყუა და თავიდანვე არ მითხრა სიმართლე. შენ ხომ არაფერი გიკითხავსო, – ასე „გაიმართლა“ თავი. მე მართლა არ მიკითხავს, ცოლი გყავს თუ არა-მეთქი. ჩავთვალე, რომ არ ჰყავდა. ისე იქცეოდა, როგორც ძალიან შეყვარებული მამაკაცი. თურმე, ჩემსა და თავის ცოლს შორის ყოფდა ამ სიყვარულს. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლის დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე. ის თანამშრომელი ჩემი დაქალია. იმის ცოლის დაქალიც არის. მინდოდა, საყვარელ მამაკაცთან ერთად წავსულიყავი, მაგრამ ისე მომეშხამა გუნება, საერთოდ აღარაფერი მინდოდა. უბრალოდ, ძალიან უხერხული იქნებოდა მიუსვლელობა და წავედი. მივედი და დამხვდა ცოლთან ერთად, გაბადრული და გალაღებული. მიკვირს, ცუდად რომ არ გავხდი, ფაქტობრივად, მოვკვდი. ვეღარც მივდიოდი, იქ დარჩენაც აღარ შემეძლო... ჩემმა თანამშრომელმა „პატივი მცა“ და გამაცნო კიდეც, ჩემი მეუღლეაო. კი იდგა ფერდაკარგული, მაგრამ მე რა ამისგან? მეორე დღეს საერთოდ არ გამოჩენილა. არც მე დამირეკავს. საკუთარ თავს ვამოწმებდი. შევძლებდი თუ არა მის გარეშე გაძლებას... ვერ შევძელი და როცა მესამე დღეს მოვიდა, იმის მაგივრად რომ გარეთ გამეგდო, კისერზე ჩამოვეკიდე. ხომ ვარ მოსაკლავი. ახლა კი მასთან გატარებულ ყოველ წუთს და საათს საშინლად განვიცდი. სამსახურშიც ძალიან მიჭირს. საქმეს ნორმალურად ვეღარ ვაკეთებ. ცუდად ვარ. იმ გოგოს სახეში ვეღარ ვუყურებ. მშურს მისი, ვისაც ასეთი რაღაცეები ფეხებზე ჰკიდია. მე კი ორ ცეცხლს შუა ვარ. ერთი მხრივ, ჩემი სიყვარული მანიჭებს ბედნიერებას... მეორე მხრივ, ვიცი, რომ ეს ბედნიერება სამართლიანად არ მერგო, ამიტომ არ შემრჩება.

– რითი ხართ ბედნიერი, საყვარელმა მამაკაცმა რომ მოგატყუათ? არ ფიქრობთ, რომ ის თქვენს გრძნობას, რომელიც მის მიმართ გაქვთ, ბოროტად იყენებს?

– არ დაგიმალავთ, ზოგჯერ მართლა ვფიქრობ მაგაზე, მაგრამ საკმარისია, მოვიდეს, რომ მაშინვე გრძნობა მჯობნის. სისულელეა ასეთი სიყვარული. ისიც დიდი სისულელეა, თავს ასე ბედნიერად რომ ვგრძნობ მის გვერდით, მაგრამ ჯერჯერობით, თავს ვერაფერს ვუხერხებ. სამსახურში მისვლა აღარ მინდა. შეიძლება, ერთ დღესაც ყველაფერი გაირკვეს. დიდხანს რა დამალულა?! უკვე არ ვიცი, რა მინდა – ურთიერთობის გაგრძელება, რომელსაც შესაძლოა, მისი ოჯახის დანგრევა მოჰყვეს თუ ამ ადამიანის ჩემი ცხოვრებიდან წაშლა. ძალიან დავიღალე და დიდხანს ნამდვილად ვეღარ გავუძლებ.

– იქნებ, იმის იმედი გაქვთ, რომ ეს ოჯახი მაინც დაინგრევა და ის თქვენთან მოვა?

– არ მინდა, ჩემი თანამშრომლის უბედურების მიზეზი გავხდე, მართლა არ მინდა. დარწმუნებული რომ ვიყო, ამ ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ აღარ შემაწუხებს და წავა უმტკივნეულოდ, იქნებ გამერისკა. მაგრამ, თუ მას ჩემს მიმართაც აქვს გრძნობა და არ დამთმო?!


скачать dle 11.3