კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუყვარდა პაატა ბურჭულაძე ინდონეზიის პრეზიდენტის ულამაზეს მეუღლეს და რატომ უთხრა უარი მასწავლებლობაზე ნინო ანანიაშვილმა გალინა ულანოვას









ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის – „მზეჭაბუკი და მარია კალასის“ პრეზიდენტს, ავთანდილ დანელიას, რომელიც პროფესიით ქიმიკოსი გახლავთ, „ადამიან-სასწაულს“ უწოდებენ. მას მაია პლისეცკაია 337-ჯერ ჰყავს ნანახი სპექტაკლში „გედების ტბა“, 105-ჯერ აქვს ნანახი ლა სკალას სპექტაკლები, 213-ჯერ – იური გრიგოროვიჩის შედევრი „სპარტაკი“, 30 წელი უსმენდა გენიალურ სვიატოსლავ რიხტერს... ავთანდილ დანელიას მაყვალა ქასრაშვილი და მიხეილ ლავროვსკი „ხელოვნების უპირველეს ექსპერტად“ თვლიან...



– ბატონო ავთანდილ, თქვენ მოსკოვში ისეთი ჯილდო გერგოთ, რომელიც, არც თქვენამდე და არც თქვენ შემდეგ არავის რგებია. გვიამბეთ ამაზე...

– 1992 წელს, მოსკოვის სამუსიკო საზოგადოებამ (თავმჯდომარე – მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი ვერა გორნოსტაევა) „წლის, საუკუნისა და ეპოქის საუკეთესო მსმენელის“ წოდებით დამაჯილდოვა. იმავე დღეს დაჯილდოება და ჩემი ინტერვიუ მოსკოვის ცენტრალური რადიოს ეთერით გადაიცა. წლების შემდეგ ცნობილ რუს ხელოვანზე, სვიატოსლავ რიხტერზე წიგნი გამოსცა ამერიკაში მცხოვრებმა, გვარად გოლდენმა. ავტორი წერდა: „შესაძლოა, მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ელჩი ან მთავრობის წევრი კონცერტზე ვერ მოხვედრილიყო, მაგრამ ავთო დანელიას მუდამ ნახავდით მე-6 რიგის მე-18 ადგილზე“... აღსანიშნავია, რომ მე-6 რიგის მე-18 ადგილი ოფიციალურად კულტურის მინისტრ ფურცევას ეკუთვნოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს ადგილი 30 წლის განმავლობაში მე მეკავა. ხოლო მოსკოვის დიდი თეატრის პირველი რიგის მე-18 ადგილი ამ წლების განმავლობაში არც ერთი ღონისძიება არ გამიცდენია. დავესწარი მოსკოვის დიდ თეატრში ლა სკალას თეატრის მიერ წარმოდგენილ 105 წარმოდგენას, რეპეტიციების ჩათვლით.

– იქნებ, ბავშვობიდან დაგვეწყო...

– თბილისში ოპერის უკან, ბროსეს ქუჩაზე ვიზრდებოდი. 4 წლის ასაკიდან მშობლებს რუსთაველის თეატრში და ოპერაში დავყავდი. სასწავლებლად პირველ საშუალო სკოლაში მიმიყვანეს, რომელიც ოქროს მედალზე დავამთავრე. მეათე კლასში რომ ვიყავი, მსურდა, მსახიობი ან დირიჟორი გამოვსულიყავი. მაგრამ, ყველასათვის მოულოდნელად, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე ჩავაბარე.

– რატომ?

– სკოლაში არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა ანა ვარდიაშვილი, რომელმაც ეს საგანი იმდენად შემაყვარა, რომ დირიჟორობაც კი გადამაფიქრებინა. არადა, დირიჟორი ჩემთვის განსაკუთრებული ფენომენია ხელოვნებაში. მუდამ დირიჟორთან ახლოს ვზივარ. რადგან მსურს, დირიჟორის სუნთქვა და ყოველი ნიუანსი შევიგრძნო... უნივერსიტეტში სწავლისას, ორი გამორჩეული სტუდენტი მოსკოვში ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლებლად გაგვგზავნეს, სადაც მოკლე დროში კულტორგად დავინიშნე. კულტორგს კონცერტებზე უნივერსიტეტიდან ჯგუფის წაყვანა ევალებოდა. არნახული შესაძლებლობები მქონდა, ჯერ მარტო ლუჩანო პავაროტის სოლო კონცერტზე 81 ბილეთი მერგო. მომეცა საშუალება, მსოფლიოს ცოცხალ ლეგენდებს პირადად გავცნობოდი. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მოსკოვში „ოქროს კვეთაში“ მოვხვდი. თვეში 26 დღეს მოსკოვის დიდ თეატრში ვატარებდი. რასაკვირველია, ლა სკალას გასტროლები დაუვიწყარია. „რექვიემი“ პირველად ჰერბერტ ფონ კარაიანის დირიჟორობით მოვისმინე, შემდეგ – კლაუდიო აბადოს და ბოლოს – რიკარდო მუტის დირიჟორობით... როდესაც კარაიანი დირიჟორობდა, მღეროდნენ: ლუჩანო პავაროტი, კატია რიჩარელი, ნიკოლაი გიუროვი, ფიორენცა კოსოტო... სხვადასხვა წელს ლა სკალას გასტროლებზე 105 წარმოდგენას, რეპეტიციებსაც კი დავესწარი. მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვენის თეატრის დადგმული სპექტაკლით – „ტრისტანი და იზოლდათი“ მოვიხიბლე.

– თქვენ იმ წლებში მოსკოვში იმყოფებოდით. გამოდის, რომ დღევანდელი ქართველი მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავები თქვენ თვალწინ გაიზარდნენ...

– დიახ, სწორედ მაშინ დაიწყო სცენური მოღვაწეობა მაყვალა ქასრაშვილმა, ელისო ვირსალაძემ, ლიანა ისაკაძემ, ზურაბ სოტკილავამ. შემდეგ ამობრწყინდა ნინო ანანიაშვილის კაშკაშა ვარსკვლავი და ცარგვალი გააბრწყინა ნიკა ცისკარიძის უბადლო ნიჭმა, რომლის გამოჩენაც სრულიად ახალი სიტყვაა ხელოვნებაში, სახელდობრ – ბალეტში. უდიდესი სიხარული მიანიჭა მთელ მსოფლიოს პაატა ბურჭულაძის გამოჩენამ ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე 1982 წელს. ამ დროს საქართველოს კულტურის მინისტრი ოთარ თაქთაქიშვილი პიანისტთა კონკურსის თავმჯდომარე იყო და კონკურსის ლაურეატი გახდა სრულიად ახალგაზრდა, ჯერ კიდევ სტუდენტი ეთერ ანჯაფარიძე. ვოკალისტებს შორის პირველობა პაატა ბურჭულაძემ დაისაკუთრა. მახსოვს, კონკურსზე ერთად ვისხედით მე, ოთარ თაქთაქიშვილი, მისი მეუღლე – ქალბატონი ირა ჭირაქაძე და მაყვალა ქასრაშვილი. კონცერტის მესამე ტურში პაატა ბურჭულაძემ ბანის რეპერტუარის ურთულესი პარტია, „ბორის გოდუნოვიდან“ შეასრულა. ასეთი პაატა არასდროს მინახავს, წარმოუდგენელი სიმაღლე იყო. ოთარ თაქთაქიშვილმა სიამაყით მითხრა: – სერ (ასე მომმართა), წავიდეთ, მივულოცოთ პაატას, მან დღეს საქართველო ასახელაო. მეორე დღეს ოთარ თაქთაქიშვილის თავმჯდომარეობით დაიხურა პიანისტების კონკურსი და გაიმართა ლაურეატების დაჯილდოება კონსერვატორიის დიდ დარბაზში. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდა ინდონეზიის პრეზიდენტის ულამაზესი მეუღლე. იგი პაატა ბურჭულაძეზე იმდენად იყო შეყვარებული, რომ, როგორც კი პაატამ იმღერა, ეს ქალბატონი ადგა და სამთავრობო ლოჟიდან დემონსტრაციულად გავიდა – მას აღარავის მოსმენა აღარ უნდოდა... რაც შეეხება ნინო ანანიაშვილს, მისმა გამოჩენამ ჯერ კიდევ მოსკოვში, სასწავლებელში სწავლის დროს იმდენად დიდი სენსაცია გამოიწვია, რომ გალინა ულანოვამ მოინდომა, ნინო მისი მოწაფე გამხდარიყო, მაგრამ ნინომ ვერ უღალატა თავის პედაგოგს, რაისა სტრუჩკოვა-ლაფაურს, რომელთანაც მოამზადა მთელი რეპერტუარი. ნინომ პირველად დიდ თეატრში იცეკვა დილის სპექტაკლში – „შოპენიანა“, რომელშიც გვერდს უმშვენებდა იმ დროისთვის უკვე საქვეყნოდ აღიარებული ბალერინა ლუდმილა სემენიაკა (მიშა ლავროვსკის მეუღლე, ვახტანგ ჭაბუკიანის უსაყვარლესი ბალერინა), როდესაც მე ულამაზეს თაიგულს ვამზადებდი, ყველა მეუბნებოდა, ეს, ალბათ, ლუდმილასთვის არის განკუთვნილიო. უკვირდათ, რომ ვამბობდი, ნინოს უნდა მივართვა-მეთქი. ნინო ანანიაშვილის გამოჩენამ ყველა აღფრთოვანებული დატოვა.

– თქვენ ვახტანგ ჭაბუკიანის ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის – „მზეჭაბუკი და მარია კალასის“ პრეზიდენტი ბრძანდებით. გვიამბეთ უცნობი დეტალები ვახტანგ ჭაბუკიანზე...

– 1977 წელს ბუენოს-აირესში (არგენტინა) თეატრ „კოლონში“ ერთდროულად იყვნენ მიწვეულები ბება თუმანოვი (საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, რომელმაც 1980 წელს უმაღლეს დონეზე ჩაატარა მსოფლიო სპორტული ოლიმპიადა მოსკოვში) და ვახტანგ ჭაბუკიანი. „კოლონში“ თუმანოვმა რიმსკი-კორსაკოვის ოპერა „ოქროს მამალი“ დადგა, ხოლო ვახტანგ ჭაბუკიანი ბალეტის მასტერ-კლასებს ატარებდა. ჭაბუკიანმა წამოსვლის წინ ბუენოს-აირესში აჩვენა ფილმი „ცეკვის ჯადოქარი“, რომელიც, ბუნებრივია, ვახტანგ ჭაბუკიანზე იყო გადაღებული. თუმანოვი გვიყვებოდა, რომ რვაათასკაციანი დარბაზი დაინგრა – ტიროდნენ, ტაშს უკრავდნენ და ემოციებს ვერ იკავებდნენო.

– თქვენ შეხვედრიხართ პლაჩიდო დომინგოს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი თავის კარიერის ზენიტში იმყოფებოდა.

– 1974 წელს რიგით მეორე გასტროლები ჰქონდა მოსკოვის დიდ თეატრში ლა სკალას თეატრს. 33 წლის დომინგო ულამაზესი კავარადოსი იყო სპექტაკლში „ტოსკა“, მან ყველა დაჩრდილა თავისი უდიდესი არტისტიზმით. მისი ხმის ელვარებაზე მთელი მოსკოვი ლაპარაკობდა. იმავე გასტროლების დროს შედგა ლუჩანო პავაროტის დებიუტი კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე ვერდის „რექვიემში“. დირიჟორობდა კლაუდიო აბადო, ხოლო პავაროტს გვერდს უმშვენებდნენ კატია რიჩარელი, ფიორენცა კოსოტო და ყველაზე დიდი სულიერების მქონე ბანი ნიკოლაი გიაუროვი...

რაც შეეხება დომინგოს, შემდეგი ჩემი შეხვედრა მასთან შედგა 1992 წლის 12 თებერვალს. ლენინგრადის კიროვის (ახლანდელი მარიას თეატრი) სახელობის თეატრში, დაუვიწყარ სპექტაკლ „ოტელოში“, რომელსაც დირიჟორობდა ჩემი უსაყვარლესი მეგობარი და დირიჟორი ვალერი გერგიევი. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც არ მახსოვს, როგორ იდირიჟორა ვალერი გერგიევმა. „ოტელოს“ მესამე აქტში, როცა თითქოს ოტელო დარწმუნდა დეზდემონას ღალატში, დომინგო, ამხელა აღნაგობის კაცი, მუხუდოს მარცვლისოდენა გახდა – შემძრა მისი ოტელოს უბედურებამ. ეს იყო წარმოუდგენელი გარდასახვის ნიჭი...

სპექტაკლის შემდეგ თეატრის დირექტორისა და ქალაქის მერის, სობჩაკის დაჟინებული თხოვნით, სცენაზე გავედი და დომინგოს 13 ვარდი გადავეცი, თითოეული სიგრძით მეტრი და 75 სანტიმეტრი იყო. დომინგომ გაოცება ვერ დამალა და ვარდები ისე ასწია, თითქოს ისინი ზეცას შეუერთდნენ. ეს ყველაფერი ოლეგ ბასილაშვილის მეუღლემ ვიდეოფირზე აღბეჭდა. სპექტაკლის შემდეგ სვიატოსლავ რიხტერი, მისი მეუღლე და მე შევიკრიბეთ დირექტორის კაბინეტში და მოსკოვში წამოსასვლელად ვემზადებოდით. მახსოვს, რიხტერის მეუღლე მაგიდასთან იჯდა, თავზე ხელები ჰქონდა შემოწყობილი და ამბობდა:

„ვერ წარმომედგინა, თუ მეცავოჩეზე (ნახევარ ხმაზე) ასე შეეძლო ოტელოს ემღერა. მაგრამ, რაც თქვენ გააკეთეთ...“

მე გავაწყვეტინე და ვუთხარი, ეს იყო სასწაულის გაგრძელება-მეთქი...

– ცალკე საუბრის თემაა თქვენ მიერ შექმნილი თაიგული-სასწაულები. მთელ თბილისს ახსოვს თაიგული, რომელიც თქვენ მონსერატ კაბალიეს მიართვით...

– წლების წინ მოსკოვს ეწვია მონსერატ კაბალიე, რომელმაც ვინჩენცო ბელინის ოპერა, „ნორით“ საქვეყნოდ გაითქვა სახელი. 33 წლის შემდეგ იგი საქართველოში ჩამოვიდა. ავიღე ორმეტრიანი ჯოხი და „ნორმას კვერთხი“ შევქმენი: დავამაგრე 33 იისფერი ვარდი (რადგან პირველად 33 წლის წინ ვნახე) ერთი ულამაზესი ორქიდეა და ფარშავანგის ფრთები. ეს მართლაც ულამაზესი იკებანა იყო.


скачать dle 11.3