კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისზე „დააქორწინეს“ ნიკა მანჯგალაძე და ვინ ჩაუშვა ის ეკა ზღულაძესთან









მაშინ, როცა ნიკა მანჯგალაძე აეროპორტის დირექტორად დაინიშნა, თბილისისთვის ცნობილი სახე არ იყო, „ბალზე” მთლად ხომალდიდან არ მოხვედრილა – ათი წელი ამერიკაში ჰქონდა გატარებული. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ქართული მენტალიტეტის ბოლომდე არ ესმის. კარგი მეგობარი, ხალისიანი და გახსნილი ადამიანია, ბომონდურ ბიზნესში ჩართულს ცხოვრებაც ბომონდური აქვს – დიდი სამეგობრო, წვეულებები და სიურპრიზები, რომელსაც ხშირად იღებს. ბოლო დროს თბილისი მისი და გეგა ფალავანდიშვილის ურთიერთობაზე ალაპარაკდა, ისიც კი თქვეს, დაქორწინდნენო. ნიკა მანჯგალაძესთან ჩვენც ამ ამბებმა მიგვიყვანა. მაშ ასე, ამ ყველაფერზე სკანდალური ისტორიის მთავარი პერსონაჟი თავად გიამბობთ:

– ნიკა, მას შემდეგ, რაც საჯარო სამსახურში აღარ ხართ, თითქოს გაუჩინარდით, სად ხართ და რას საქმიანობთ?

– როცა სახელმწიფო სამსახური დავტოვე, საკმაოდ ბევრი საინტერესო შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მე არჩევანი მაინც ბიზნესზე შევაჩერე და რამდენიმე წელია, კერძო ბიზნესში ვარ. ახლა ძალიან წყნარად და გემრიელად ვცხოვრობ. აეროპორტის დირექტორობა დამეხმარა იმაში, რომ დღეს მე ტურისტულ სფეროში ვსაქმიანობ – ჯერ ინტერტურში ვიყავი, გასულ წელს დავაარსეთ ტურისტული კომპანია „თრეველ შოფი”, რითიც ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენი კომპანია, გარდა ტურისტული მიმართულებისა, საპროტოკოლო განხრითაც არის დაკავებული – ჩამოსულ სტუმრებს ვემსახურებით. გასულ წელს იჯარით ავიღეთ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მდებარე ვიზიტიორთა ცენტრის სამნომრიანი სასტუმრო, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს. უცხოელებს მოსწონთ იქაურობა, ნაკრძალში წარმოუდგენლად ლამაზი ბუნებაა. მინდა, რომ სასტუმროს კვებას მივხედო განსაკუთრებულად. იქვე, ლაგოდეხელებისგან შევიძენთ ხორცს, რძის პროდუქტებს.

– თბილისური ბომონდის ერთ-ერთი ცნობილი სახე ხართ. ცოტა არ იყოს წარმოუდგენელია, სოფელ-სოფელ, მაწვნისა და ხაჭოს არჩევა დაიწყოთ.

– რატომაც არა, იმდენად გემრიელი და ეგზოტიკურია ეს საქმე, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სხვათა შორის, კვების ობიექტისა და რესტორნის მუშაობა ჩემთვის უცხო არ ყოფილა. ამ მხრივ მაქვს რაღაც გამოცდილება. ამას გარდა, მამის გარდაცვალების შემდეგ, მე და ჩემს დას შარდენზე რესტორანიც დაგვრჩა. შარდენის ¹12 – საკმაოდ ცნობილი რესტორანია, უკვე ბრენდად იქცა. 1 დეკემბერს კიდევ ერთ რესტორანს ვხსნი. რესტორნის მართვა მაინც ჩემს დას ვანდე. მე ტურიზმი მირჩევნია. სოციალურად აქტიური ადამიანი ვარ. კაბინეტში გამოკეტილი ჯდომა არ შემიძლია. ხომ ხედავთ, ჩვენს ოფისში ერთი კარიც კი არ გვაქვს. „ჩეპე” რომ მოხდეს, ყველამ ვიცით ერთმანეთის საქმე. ერთი კვირაა ჩემმა ბუღალტერმა ცოლი მოიყვანა და საქორწინო მოგზაურობაში წავიდა. ეს ერთი კვირაა ბუღალტერიც გავხდი. უკვე წესიერად მოვდივარ სამსახურში, ათ საათზე აქ ვარ.

– სხვა დროს უწესოდ იქცევით?

– ცოტა გვიან მოვდივარ ხოლმე, საკუთარ თავს ვაძლევ ნებივრობის უფლებას. ქართველებს ხომ დროის შეგრძნება დაკარგული გვაქვს. მე პირიქით ვარ, იმდენ ხანს ვიყავი გადახვეწილი უცხოეთში, რომ ქართული არაპუნქტუალობა, როგორც ჩანს, საბოლოოდ დავივიწყე. გამორიცხულია, მე სადმე დავაგვიანო, პირიქით, სულ ვიღაცას ველოდები. ამას წინათ, ბუდაპეშტში ვიყავი საქმეებზე. შეხვედრაზე უნდა წავსულიყავი. სასტუმროდან 40 წუთით ადრე გამოვედი. კონსიერჟს ვკითხე: ეს სასტუმრო სად არის-მეთქი. ჩვენი სასტუმროდან ზუსტად 20 მეტრში იყო. გავგიჟდი ლამის, დავიღალე ქუჩაში დგომით, მაგრამ რა უნდა მექნა? უცხოეთში ყოფნა ჩემი მთავარი სისუსტეა, მაგრამ სამწუხაროდ, სულ ერთი და იგივე ადგილებში მიწევს სიარული. თუ დრო გამოვნახე, 2-3 დღით გადავუხვევ ხოლმე დაგეგმილი მარშრუტიდან ახალ-ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად.

– ამბობენ, რომ ბედის ნებიერა ხართ და ცხოვრებისგან ბევრ სიურპრიზს იღებთ.

– კი. ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი რაღაც ხდება თავისით. ძალიან გამიმართლა ოჯახში – მათამამებდა მამა. ის ყველაფერს ისე აკეთებდა, წუნს ვერ დაუდებდი. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მყავს არაჩვეულებრივი დედა, რომელიც ძალიან „მტანჯავდა” ბავშვობაში. დედამ კლარნეტზე მიმიყვანა და დაკვრა მასწავლა. რამე რომ მოხდეს, გარნიზონში მოხვდები, ჯარში არ წაგიყვანენო. 7 წელიწადი ვიარე კლარნეტზე, მაგრამ სულ ტყუილად – გარნიზონშიც კი ვერ მოვხვდი (იცინის). ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია ჩემი და. სულ ვეუბნები: ოპტიმიზმის ფუძემდებელი ხარ-მეთქი. არ არსებობს, რამეს ნეგატიურად მიუდგეს. როცა მამა გარდაიცვალა, რესტორანში დავჯექი და ფიქრი დავიწყე: ნეტავ, რა უნდა გავაკეთო-მეთქი. უცებ ჩემი და მეუბნება: რას ლაპარაკობ, ერთი წლის მერე ჩვენ ვიქნებით ვინც ვიქნებითო – მიყვა, მიყვა და უცებ დამიხატა ბრწყინვალე მომავალი. არც მე ვარ პესიმისტი, მაგრამ ჩემს დას ძალიან ბევრი ენერგია შემოაქვს ჩემში, ყველაფერს თავდაყირა მიყენებს, სულ დაქოქილი ვყავარ (იცინის). ძალიან მათამამებენ მეგობრებიც, დიდი სამეგობრო მყავს, თუმცა რვა-ათი ადამიანია, ვისთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს. მე მგონი, არ ვარ ცუდი მეგობარი – მახსოვს, ყველას დაბადების დღე, არ არსებობს ვინმეს რამე გამომრჩეს, ან ვინმეს ტყუილად შევპირდე რამეს. ღამის ხუთ საათზე რომ დასჭირდეს მეგობარს ჩემი თავი, მისთვის ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღიაა. ჩემი სახლი ყოველთვის სავსეა მეგობრებით. მე არ მიყვარს დალევა, მაგრამ ხანდახან მიყვარს გარეკვა დისკოთეკებზე, ოღონდ იქ, სადაც არავინ მიცნობს. ყველას უკვირს, ფხიზელი როგორ ერთობიო? მშვენივრად ვერთობი. მერე ძალიან ვხალისობ ნასვამ ხალხზე. ძველ თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე ვცხოვრობ. ძალიან მიყვარს ჩემი სახლი. ყოველთვის მაქვს გემრიელი საცმაცუნო, მუდმივად მუსიკაა ჩართული, იქვე ძაღლიც დაბორიალობს. მოკლედ, სრული იდილია მაქვს. სახლში მყავს სამი წლის ლაბრადორი. უნდა ნახოთ, როგორ ვუყვარვარ და როგორ ეჭვიანობს, როცა სტუმრები მოდიან. გიჟს ჰგავს ხოლმე. ძალიან მიყვარს სახლში სტუმრების მიღება – ბუხარი, გლინტვეინის მოხარშვა, ნარდი, კარტი. ოო, რა „ჯოკრისტი” ვარ (იცინის).

– საკმაოდ ეპატაჟური ადამიანი ხართ, ბოლო დროს მთელი თბილისი თქვენი და გეგა ფალავანდიშვილის ურთიერთობაზე ლაპარაკობს, იმასაც კი ამბობენ, დაქორწინდნენო.

– თქვენ მარტო ქორწილის აბსურდული ჭორი გაიგეთ? მე ლამის ქორწილში მყოფი სტუმრების სიაც კი „მაჩვენეს” (იცინის). მე და გეგა ძალიან დიდი ხანია, ვმეგობრობთ. მერვე კლასში ვიყავით, როცა ერთმანეთი გავიცანით. ერთად გავატარეთ სტუდენტობაც. უკვე წლებია, რაც გეგას დასთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს. მე მივხვდი, რომ ვინც ჩვენზე ლაპარაკობს, მან მეგობრობა არ იცის. გეგაც და ეკაც ჩემი უახლოესი ადამიანები არიან. ჩემმა ამხანაგმა დამირეკა და მითხრა, ასეთი ამბავი გავიგეო, მე ძალიან შევწუხდი. გეგამ მომწერა: შენ ჩამორჩენილხარ, მე ეგ ამბავი ორი კვირაა ვიცი, ყურადღებას ნუ მიაქცევო. ეკამაც ბევრი მაცინა: მე ისეთები ვიცი, შენ რომ არც დაგესიზმრებაო. ყველაზე მაგარი მაინც ის იყო, როცა მამაჩემის პანაშვიდი იყო, ჩემს ახლობელს დაურეკეს და ჰკითხეს: ნიკა სად არისო? მან უპასუხა პანაშვიდზეო. რა სისულელეა, ეგ და გეგა თურქეთში არიან წასულებიო. არადა, მამაჩემი ჯერ დაკრძალულიც არ გვყავდა. მე ყურადღებას არ ვაქცევ ბოროტ ტყუილებს, მაგრამ, როცა შენთან ერთად სხვა ადამიანებსაც გარევენ, ეს იოლი არაა. ილაპარაკონ, რაც უნდათ. ჩვენ არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებთ. მე და ჩემმა ახლობლებმა ხომ ვიცით სიმართლე.

– რატომ აგორდა თბილისში ეს ხმები?

– ვფიქრობ, ეს ყველაფერი დაიწყო ბათუმიდან. კრის დე ბურგის კონცერტის დროს მე და გეგა რამდენიმე დღით ბათუმში წავედით. მე არც კი ვიცოდი, რომ კონცერტი იყო. გზაში გეგამ მითხრა: ბილეთები მაქვსო. სად მქონდა ბულვარში კონცერტზე დასწრების თავი და გეგას ვუთხარი: ახლავე მანქანა მოატრიალე უკან, სასტუმრო სავსე იქნება ხალხით-მეთქი. ჩვენ მაინც ჩავედით ბათუმში, მერე ისიც თქვეს, თითქოს ერთ ნომერში იყვნენო. არადა, გეგა აღშფოთებული იყო, საშინელ ნომერში მოვხვდიო. ქვითრებს ხომ არ ვაჩვენებდით ხალხს, რომ ცალკ-ცალკე ნომრებში ვიყავით? შეიძლება, გეგა მოეწონა ვინმეს და ამიტომ ააგორეს ეს თემა. ეტყობა, არაფერი გამოუვიდა და… არც ესაა გამორიცხული. გეგა პოპულარული სახეა. ბათუმში ინდურ ბაზრობაზე წავედით ერთად, უამრავი ხალხი შემოეხვია – ბატონო გეგას, ძახილით. მე ვფიქრობ, ამ ჭორში მე არ ვიყავი ეპიცენტრი, უბრალოდ, გეგას ტალღაში მოვყევი. ვიღაცას რაღაც ხომ უნდა დაბრალებოდა? ამას ისიც დაემატა, რომ ვიღაცამ სასტუმროში გვნახა ერთად. თბილისი ხომ ამაზრზენი ჭორების ქალაქია. ეკამ ისიც კი მითხრა, თითქოს მან ჩააგდო ეს ჭორი. მე არც ამაზე მაქვს პრობლემა. ეკას და გეგას, იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთს დაშორდნენ, არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. მე ძალიან მინდოდა მათი შერიგება და ბევრიც ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მათი დაშორება ჩემთვის დიდი შოკი იყო. გეგამ ღიმილით იცის ხოლმე, ცუდის თქმაც. ეს რომ მითხრა, ჯერ სიტყვები ვერ ვიპოვე, რომ რამე მეთქვა, მერე ძალიან მომეშალა ნერვები, მაგრამ მე რა შემეძლო? ადამიანის პოვნა ხომ ძალიან რთულია, დაკარგვა იოლი. მე ეკაც ძალიან მიყვარს. ეკა ჩემთანაც იყო ჩამოსული ამერიკაში. ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს. რამდენიმე წლის წინ ამერიკიდან თბილისობის დღესასწაულზე ჩამოვედი. დღესაც არ ვიცი, ვისთან ერთად დავლიე, მაგრამ დავლიე, როგორც ნამდვილმა „ბასიაკმა”. თამადა ვიყავი სუფრაზე, სადაც არავის ვიცნობდი. ისე დავთვერი, გეგას დავურეკე, „ივერიასთან“ მოდი, მეშვიდე ბოძზე ვარ მიყუდებული და მიშველე-მეთქი. ზუსტად იმ ღამეს გავიცანი ნინო შუბლაძე, რომელმაც იმ ამაზრზენ მდგომარეობაში მნახა. ამ შემთხვევიდან გავიდა საკმაო დრო, ერთხელაც, ეკა წავიდა თავის საქმეებზე ბოსტონში. იქ არის თურმე ნინო შუბლაძეც. ეკას უთქვამს: ნიუ-იორკში უნდა ჩავიდე ჩემი ქმრის მეგობართან, ნიკუშა მანჯგალაძესთანო. ნინოს უთქვამს: ვიცი ეგ ბიჭი, „ივერიის“ პირდაპირ, გალეწილი მთვრალი სვამდაო. ეკა გაოცებულა, რადგან იცის, რომ არ ვსვამ. მერე უკითხავს ნინოს: შენი ქმარი ვინააო? ეკას უთქვამს: გეგა ფალავანდიშვილიო, უი, ეგეც იქ იყოო, – ასე „გავუყიდივართ” ნინო შუბლაძეს. ეკა ჩემთან ნიუ-იორკში ავტობუსით ჩამოვიდა. ავტობუსის კარი რომ გაიღო, გაგიჟებულმა მკითხა: ახლა მითხარი, მე რომ თბილისში არ ვარ, თქვენ ორნი რა დღეში ხართო? ამ ისტორიაზე სამივე ახლაც კარგად ვხალისობთ ხოლმე (იცინის).


скачать dle 11.3