კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაახარა გიორგობის დღესასწაულზე ხანდაზმულები „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“









დარწმუნებული ვიყავი, რომ „საქართველოს ლატარიის კომპანიისთვის“ ისე არ ჩაივლიდა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული, საქველმოქმედო აქცია რომ არ მოეწყო. ამჯერად კომპანიის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ასაკოვანი ადამიანებისთვის მათთვის საჭირო ნივთები გადაეცათ.

22 ნოემბერს, „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ საჩუქრები გადასცა თბილისში მცხოვრებ სამ ხანდაზმულს: 89 წლის შოთა პერანიძეს, 75 წლის მიხეილ ზანდუკელს და 75 წლის გურამ ასპანიძეს, რომლებსაც კომპანიის ინიციატივამ გიორგობის წინ ნამდვილად უდიდესი სიხარული მოუტანა. საჩუქრები – სარეცხის მანქანები მათ თავად აირჩიეს. რომელიც როგორც ჩანს, სამივე მათგანს ესაჭიროებოდა.

გიორგი ბარკალაია – „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი: ჩვენთვის საკმაოდ სასიხარულო და მნიშვნელოვანი მოვლენაა, როცა ვეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. სასიამოვნოა, რომ შეგვიძლია, თუნდაც მცირედით გავულამაზოთ ცხოვრება ჩვენს ღვაწლმოსილ მოქალაქეებს და პატივი ვცეთ მათ.

თავად მოხუცები საოცრად ემოციურები იყვნენ ამ დღეს და ლატარიის კომპანიის წარმომადგენელთა მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ. ამქვეყნად ხომ ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც სიკეთის კეთება უანგაროდ შეუძლია. ლატარიის კომპანია კი სწორედ ასეთი ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული.

მიხეილ ზანდუკელი: მადლობის მეტი რა მეთქმის! ჩემს ასაკში ვიღაცას რომ გაახსენდები, ასე დაგაფასებს და ასე გაგახარებს გიორგობის დღეს, მართლაც რომ სასწაულია!

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ მუდმივად ატარებს საქველმოქმედო აქციებს, ის სისტემატურად ეხმარება როგორც ხანდაზმულებს, ისე ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს და, როგორც გიორგობას დაგვპირდნენ, მათი მხრიდან ქველმოქმედების აქციები სისტემატურად ჩატარდება.


скачать dle 11.3