კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პარიზის “ქართული მარგალიტები„









რამდენიმე წელია, პარიზში ქართული მუსიკა უფრო და უფრო ხშირად ისმის. ქართველმა პიანისტმა თეა მარიამიძემ საუკეთესო საშუალება გამონახა საქართველო უცხოეთისთვის ამ გზით გაეცნო... თეა ამჯერად პარიზში იმყოფება და ძალიან გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

– თეა, რამდენი წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობთ?

– საფრანგეთში უკვე რვა წელია, ვცხოვრობ. თავიდან პარიზში ვცხოვრობდი, ამჟამად კი, ქალაქ მარლი ლე რუაში ვარ. ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, სტუდენტობის პერიოდში, გავეცანი მესიანის შემოქმედებას, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მესიანის მუსიკას თუ ერთხელ შეეხე, მას ვერასდროს შეელევი. მახსოვს, როცა პირველად გავარჩიე მისი ერთ-ერთი პიესა „ოცი მზერიდან“, უდიდესმა ინტერესმა მომიცვა და ძალიან მომინდა, კიდევ სხვა პიესაც მესწავლა. ამ სხვას კიდევ სხვა მოჰყვა... და ბოლოს გადავწყვიტე, მთლიანად მესწავლა ეს „ოცი მზერა“. უნდა აღვნიშნო, ასევე, ჩანაწერზე მუშაობა ბატონ მიშა კილასონიასთან ერთად, რაც დაუვიწყარი და ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ეს ჩანაწერი მოისმინა ქალბატონმა ივონ ლორიომ, თვით მესიანის მეუღლემ (მაშინ ჯერ კიდევ საქართველოში ვცხოვრობდი) და ერთ დღეს, ძალიან თბილი და საინტერესო წერილი გამომიგზავნა, მეუღლის ფოტოსთან და რამდენიმე ბუკლეტთან ერთად. წერილში იყო ყველა ინფორმაცია მესიანის მუსიკისადმი, კონცერტების, ფესტივალებისა თუ კონკურსების შესახებ. ეს წერილიც გახდა ჩემი საფრანგეთში გამგზავრების ერთ-ერთი მიზეზი.

– უცხოეთში წასულთა უმეტესობას თავისი პროფესიის ნაცვლად, მძიმე სამუშაოთა შესრულება უხდება. როგორ შეძელით გამონაკლისი ყოფილიყავით?

– პარიზში ჩასვლისთანავე, სწავლა განვაგრძე „კორტოს“ სახელობის მუსიკალურ სკოლაში და პარალელურად, მუშაობა დავიწყე „სტანლოვას“ სახელობის ბალეტის საერთაშორისო სკოლა-ინსტიტუტში კონცერტმაისტერად. ერთხელ, ერთ-ერთმა პედაგოგმა მთხოვა, ისეთი მუსიკა მომემზადებინა წლის დამამთავრებელი გამოცდისთვის, რომელიც იქნებოდა უცხო და უცნობი. მე, რა თქმა უნდა, მაშინვე გავიფიქრე ქართულ კლასიკურ მუსიკაზე, რომელსაც იმ პერიოდში ვამზადებდი კონცერტებისთვის. ეს იდეა სისრულეში მოვიყვანე და ძალიანაც გაამართლა – დირექტორის მადლობაც დავიმსახურე... პედაგოგი აღფრთოვანებული იყო, რადგან პირველად იმუშავა ქართულ მუსიკაზე. ყველა მეკითხებოდა, რა მუსიკას ვუკრავდი, საიდან მოვიტანე... თვით ჟიურიმაც მკითხა...

2007 წლიდან ორი წელი ვიმუშავე პარიზის დებიუსის სახელობის კონსერვატორიაში (მე-17 რაიონი). ამჟამად ფორეს სახელობის კონსერვატორიაში (მე-5 რაიონი) ვარ კონცერტმაისტერად. ასოციაციას ჰქვია სიდის სახელი, რომელიც ჩავწერეთ. ამ სიდზე მუშაობის შემდეგ ამავე სახელწოდების ასოციაციის შექმნის იდეა გაჩნდა.

– როგორ გაგიჩნდათ იდეა, შეგექმნათ ასოციაცია „ქართული მარგალიტები“.

– ასოციაცია „Joyaux georgiens“ – „ქართული მარგალიტები“ შეიქმნა 2007 წლის დეკემბერში. ასოციაციის მიზანია, შემოიკრიბოს ქართული კულტურით გატაცებული ხელოვანი მუსიკოსები – როგორც ქართველები, ასევე უცხოელები, წარმოაჩინოს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანები, ორგანიზება გაუკეთოს კონცერტების, მასტერკლასებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას. ასოციაციის სახელით მოეწყო და ეწყობა ბევრი კონცერტი როგორც ქართული კლასიკური მუსიკის, ასევე შერეული პროგრამით, რომელიც წარმოდგენილია ძირითადად დუეტების სახით. კონცერტები ტარდება პარიზის სხვადასხვა დარბაზებში, უცხოური კულტურის ცენტრებში და ასევე პარიზის რეგიონის ფარგლებშიც. შემოსულ თანხებს ვურიცხავთ ბავშვთა სახლებს დასახმარებლად.

– თქვენი ინიციატივით ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებიც ჩაიწერა. გვიამბეთ ამაზე.

– ქართული მუსიკის ჩანაწერი სიდიზე გაკეთდა 2006 წელს, რომელიც მოიცავს 4 ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებებს: ცინცაძის, შავერზაშვილის, თაქთაქიშვილის, აზარაშვილის. მოეწყო კონცერტები ამ სიდის წარსადგენად. ყოველი კონცერტის შემდეგ კი იყიდება ეს ჩანაწერები.

– გაგვაცანით თქვენი ოჯახი...

– ოჯახში 2007 წელს შევქმენი. ჩემი მეუღლე – იან დიკერო, გახლავთ ფრანგი, წარმოშობით – ბრეტონელი, პროფესიით – მოფარიკავე და ჩემი, როგორც მუსიკოსის, დიდი გულშემატკივარი. მართალია, აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიები გვაქვს, მაგრამ საერთო გვაერთიანებს – ხელოვნება, სცენა. ისიც ხელოვანის ოჯახშია გაზრდილი (დედა – ქალბატონი ბერნადეტ დიკერო მოცეკვავე გახლავთ და ამჟამად ხელმძღვანელობს მის მიერ შექმნილ საბალეტო სკოლას ქალაქ მარლი ლე რუაში, პარიზთან ახლოს) და ასევე, მონაწილეობს ძველებური ფარიკაობის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლებში მთელი საფრანგეთის მასშტაბით.


скачать dle 11.3