კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხუთმეტრიანი კაბა გაყვითლებულ ვაკის პარკში









ახალგაზრდა, 19 წლის ბიჭი – გიორგი გოგინაშვილი აქტიურად ცდილობს მოდის სფეროში საკუთარი სახელის დამკვიდრებას და თან, არა სტანდარტული, არამედ სრულიად ორიგინალური გზით. „ჯიეფ გრუპი” – ეს არის კომპანია, სადაც გაერთიანებულია როგორც სამოდელო სააგენტო, ისე თავად გიორგის დიზაინერული ხაზი. როგორც „ჯიეფის” ფიარმენეჯერმა, ია მანიჟაშვილმა გვითხრა, სტუდიაში გიორგი ყველაფერს თავისი ხელით აკეთებს, დაწყებული ვიზაჟიდან და ვარცხნილობიდან, სამოსით დამთავრებული. სულ რამდენიმე დღის წინ კი, მათ პირველი მასშტაბური ფოტოგადაღება ჰქონდათ ვაკის პარკში, სადაც ცამეტი წლის მოდელი, რომელიც სააგენტოს სახედ შეგვიძლია მივიჩნიოთ, გიორგის გრანდიოზულ, ხუთმეტრიან კაბაში გადაიღო თავად დიზაინერმა. ძალიან ორიგინალური, გრანდიოზული, ულამაზესი კაბა, გაყვითლებულ ვაკის პარკს ძალიან მოუხდა. ფოტოგადაღების შედეგებს კი, ცოტა ხანში იხილავთ. ერთი სიტყვით, „ჯიეფ გრუპი” აქტიურად შემოიჭრა მოდის სფეროში.


скачать dle 11.3