„ფაქტები“ მამრობით სქესზე
იქნებ ბარბაროსობად მიიჩნიოთ ის, რასაც ახლა წაიკითხავთ, მაგრამ იცვლება დრო და იცვლება მორალური პრინციპები...
ახალი გვინეის მაღალმთიან რაიონში ცხოვრობს ბარუიას ტომი, რომელიც მეოცე საუკუნემდე, დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებული იყო. მათი საზოგადოება სულდგმულობდა მითით, რომ ამქვეყნად ყველაფერი ცოცხალი მითისგან იშვა. ამიტომ ქალები „წუნდებულ“ პროდუქტად ითვლებოდნენ და არ ჰქონდათ არანაირი უფლებები. ბიჭებს რვა წლამდე ზრდიდა დედა. მერე მას ცალკე მხოლოდ მამაკაცები ზრდიდნენ. აიძულებდნენ, თვეში ერთხელ ეყლაპათ სპერმა, რათა სასიცოცხლო ძალითა და ენერგიით აღვსილიყვნენ.
* გერმანიაში, 1871 წელს საგანგებოდ მიიღეს კანონი, რომელიც ჰომოსექსუალიზმს კრძალავდა. როცა ჰიტლერი ქვეყნის სათავეში მოვიდა, ამ კანონის მიხედვით, 50 000 ადამიანი დააპატიმრეს და გაასამართლეს. კანონი უარყოფილ იქნა მხოლოდ 1969 წელს.
* მონღოლეთში, მეოცე საუკუნის დასაწყისში, შვიდასზე მეტი მონასტერი არსებობდა, სადაც 100 ათასი ბერი ცხოვრობდა. მაშინ ეს რაოდენობა მონღოლეთში მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობის მესამედს შეადგენდა.
მსოფლიოში პირველებმა, მონღოლმა მამაკაცებმა ჩაიცვეს ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომ ქალებზე მაღლები (ანუ, აღმატებულები) გამოჩენილიყვნენ.
* იაპონელ სამურაებში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა საუდოს პრაქტიკა – ჰომოსექსუალიზმი გამოცდილ მამაკაცებსა და ყმაწვილებს შორის. მათ სჯეროდათ, რომ ამით ყმაწვილები დადებით ენერგეტიკას იღებდნენ. სწავლობდნენ სიყვარულს, ერთგულებას, მშვენიერების დანახვას. ქალის სიყვარულს მამაკაცს „დაუძლურებად“ უთვლიდნენ. მაგრამ იაპონელი მამაკაცების ქუსლიანი ფეხსაცმლის ავტორი მაინც ქალია – ოკუნის ტაძრის ღვთისმსახური. მან ხისქუსლა მაშიები საგანგებოდ მოიგონა მამაკაცებისთვის, რათა მათი ფეხის ხმა შორიდანვე ყველას გაეგონა.
* ირლანდიაში დღემდე არსებობს ტრადიცია – 29 თებერვალს ქალებს შეუძლიათ, მამაკაცებს „ხელი სთხოვონ“. თუ მამაკაცი უარს იტყვის ქალბატონის წინადადებაზე, ის მოვალეა სოლიდური ჯარიმა გადაიხადოს.