კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით მონუსხა ხატია სიჭინავამ მომავალი მეუღლე და როგორ აქცია რამაზ ნოზაძე მან უბედნიერეს მამაკაცად








ბოლო დროს თბილისი კიდევ ერთი წყვილის ურთიერთობაზე ალაპარაკდა. მართალია, მათი რომანი უკვე მესამე წელია, გრძელდება, მაგრამ წყვილმა სიყვარულის ისტორიის დამალვა კარგად მოახერხა და ცნობისმოყვარეთათვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „ასპარეზზე“ მესამე პირი დაფიქსირდა, ანუ – მათი სიყვარულის ნაყოფი – რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა შვილს ნოემბრის ბოლოს ელოდებიან. ბავშვის დაბადებამდე კი, გასულ კვირას, საგურამოში, წმიდა ილია მართლის ეკლესიაში, ჯვარი დაიწერეს და თავიანთი ურთიერთობა ღვთის წინაშე დააკანონეს.

ხატია სიჭინავა: ჩვენი სიყვარული მესამე წელია, დაიწყო, თორემ, ერთმანეთს ძალიან დიდი ხანია, ვიცნობთ. აღდგომას დავიბადე და მას შემდეგ, თუკი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში აღდგომის დღეებში ხდება. ჩვენი ურთიერთობაც აღდგომის მილოცვით დაიწყო და, ორი წლის თავზე, სწორედ აღდგომის დღეებში გავიგეთ, რომ შვილს ველოდებოდით.

– რამაზ, როგორი იყო შენი რეაქცია, როცა გაიგე, რომ მამა უნდა გახდე?

რამაზ ნოზაძე: ძალიან გამიხარდა და მესიამოვნა, თან, ცოტა ხანში ისიც გავიგეთ, რომ ბიჭს ველოდებოდით და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

ხატია: ფეხმძიმობის დასადგენი ტესტი რამაზმა მომიტანა. ნაყოფი ძალიან პატარა იყო და ამიტომ თავიდან არ აჩვენა. უკვე გადაგდებას ვაპირებდი, ტესტზე დადებითი პასუხი რომ გამოისახა. სიხარულისგან ორივემ სიცილი დავიწყეთ

რამაზი: მოხარული ვარ, რომ ხატია ასეთი კარგი ადამიანი გამოდგა, ძალიან მიყვარს ჩემი ცოლი. ბედნიერება მართლა ისეთი წარმომედგინა, როგორც ახლა ხატიასთან ვგრძნობ თავს. ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ იდეალურები და მთავარი ეს არის.

ხატია: სანამ ჩვენი ურთიერთობა ჩამოყალიბდებოდა და ასეთ სახეს მიიღებდა, მეგონა, სიყვარული საერთოდ არ არსებობდა. სულ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი აჟიტირება იყო, რომელიც მერე ისევ თავის კალაპოტში დგებოდა. ახლა კი ასე აღარ მგონია, რადგან ჩემი და რამაზის ურთიერთობა მესამე წელია, გრძელდება, აჟიტირება კი დარჩა, არ ნელდება, და არ დაემსგავსა ჩვეულებრივ, ყოველდღიურ, გაუფერულებულ ურთიერთობას, ესე იგი, ეს ის არის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. ჩვენი სიყვარულის ისტორია და ურთიერთობა ძალიან ჰგავს ფილმის სიუჟეტს.

რამაზი: როგორც ბავშვები, ისე ვართ: ერთმანეთს ვუვლით, რაც ძალიან გვსიამოვნებს. ხატია ჩემი შვილი მგონია. ძალიან ბევრ ქალთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ არავისთან მქონია ის, რაც ხატიასთან მაქვს. რაღაც სხვანაირი სიყვარულია. ერთ ინტერვიუში გითხარი, ვინც ეძებს, პოულობს-მეთქი. ასე რომ, მე ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი, რომელიც ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს მასთან ურთიერთობა.

– ერთმანეთს ვუვლითო, თქვით. მაინც, როგორ უვლით, რით გამოხატავთ ზრუნვას?

ხატია: ყველაფრით. რატომღაც, მგონია, რომ მე უფრო კარგად მოვუვლი მას, ვიდრე თვითონ მოუვლის საკუთარ თავს. ხანდახან კბილებსაც მე ვუხეხავ, საჭმელს ვუმზადებ, თუ არ ჭამს, ძალით ვაჭმევ და ასე შემდეგ.

რამაზი: მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ხატიას ვუთხრა: ძალიან მიყვარხარ! მიხარია, რომ შენთან ასეთი ბედნიერი ვარ და ყველანაირად ვცდილობ, შენც ასეთივე ბედნიერი იყო ჩემთან.

ხატია: იტყუება ამას პირველად არ ამბობს, ყოველ დილას ამ სიტყვებით ვიწყებთ და ყოველ ღამეს ამით ვამთავრებთ. რამაზი ძალიან ყურადღებიანია.

– რამაზი სიურპრიზებით განებივრებს?

– ორივეს ძალიან გვიყვარს სეირნობა და თუ ამ დროს ვიტრინაში რამე მომეწონა, არ არსებობს, მეორე დღეს ის რაღაცა სახლში არ მქონდეს. თან, როგორ მოაქვს: მეტყვის, ჩემთვის ვიყიდე რაღაცა, ნახე, აბა, ხომ კარგიაო. რომ გავხსნი, ჩემი საჩუქარი მხვდება. სიურპრიზები ძალიან ეხერხება, თუმცა, არ მეგონა, სპორტსმენებს ასეთი განვითარებული ფანტაზია თუ ჰქონდათ. ჩემით მხოლოდ იმით არის უკმაყოფილო, რომ ტანსაცმლის გახდას ვერ ასწრებს – მაშინვე ვრეცხავ.

რამაზი: შემჭამა, აღარ შემიძლია, ჩავიცვამ შარვალს – მეორე დღეს გარეცხილია. თავიდან მართლა ვერ წარმომედგინა, ხატია ასეთი მეოჯახე თუ იქნებოდა. დედას გეფიცები ისე აკეთებს ყველაფერს, ბევრ გამოცდილ დიასახლისს შეშურდება. ვერ ვხვდები, ხატიას გარეშე როგორ ვცხოვრობდი, დღეს უკვე მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია. პირველად როცა მივხვდი, რომ მიყვარს, დღემდე ისე მიყვარს.

– და, როდის მიხვდი ამას პირველად?

– რომ დავინახე, ალბათ, მაშინვე. ეს რომ არ მყავდეს, სხვასთან ერთად ასე ვერ ვიცხოვრებდი და დავიტანჯებოდი.

ხატია: რამაზი იდეალური ქმარია.

– ერთი შეხედვით, რამაზი ყველას მკაცრი ჰგონია. რეალურად როგორია?

– რამეს რომ ვაკლებდე, ალბათ, მკაცრი იქნებოდა, არ ვიცი. შეიძლება, ვიღაცისთვის აუტანელი ქმარი ყოფილიყო, მაგრამ ჩემთვის – პირიქით.

რამაზი: მკაცრი ვარ, მაგრამ, ხატიას მიმართ არა, რადგან ყველაზე კარგად თავს მასთან ვგრძნობ. მის გვერდით უბედნიერესი ადამიანი ვარ და გვერდით გახედვაც არ მინდა. არ მესმის მათი, ვისაც საყვარელი ადამიანი ჰყავთ, მაგრამ მათ სხვებთან ღალატობენ. ეს, ალბათ, თავის დატანჯვაა. მე კი ამ მხრივ უბედნიერესი კაცი ვარ.

– მოგნუსხა ხატიამ სიყვარულით?

– ხატიასნაირი სიყვარული არავის შეუძლია.

ხატია: იდეალური ურთიერთობისთვის არც ფულია საჭირო და არც სხვა რამ, მთავარია ორი ადამიანი შეთავსებული იყოს ერთმანეთთან და ერთად კარგად გრძნობდნენ თავს. ჩვენი ურთიერთობა გვსიამოვნებს და ძალიან მიხარია ეს ამბავი.

– ხატია, ფეხმძიმობის მეცხრე თვეში ხარ და წონაში უმნიშვნელოდ ხარ მომატებული.

– მართალია, ძალიან ბევრს ვჭამ, მაგრამ სულ 8 კილოგრამი მაქვს მომატებული. თუმცა, მაინც ვცდილობ, ფორმიდან არ ამოვვარდე.

– მიუხედავად თქვენი იდეალური ოჯახური ურთიერთობისა, თუ არის ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება იკამათოთ?

რამაზი: ბევრჯერ გვიკამათია, მაგრამ ხატიასთან სერიოზულად არასდროს მიჩხუბია. თან ერთნაირი ადამიანები ვართ – წყენა ორივეს მალე გაგვდის.

ხატია: ჩემს წყენას ძირითადად ის იწვევს, რომ ისე მკბენს, ვერ ზომავს. ზედმეტი სიყვარულისგან ზოგჯერ მტკენს ხოლმე, მაგრამ, მერე მოდის და მკოცნის.

– ხატია, ძალიან აქტიური ფეხმძიმე ხარ.

– მეც აქტიური ვარ და ბავშვიც. მამამისი სადაც დაადებს ხელს, იქ ურტყამს და ასე ელაპარაკებიან ერთმანეთს.

– ბავშვს სახელი თუ შეურჩიეთ?

რამაზი: ხატიამ შეურჩია – გაბრიელი უნდა დავარქვათ. სანამ დაიბადება, „წერტილს“ ვეძახით.

ხატია: რომ გავიგე, ორსულად ვიყავი, მამა გაბრიელის საფლავზე მივედი და ვთხოვე ჩვენი შვილის მფარველი ყოფილიყო და ყველაფრისგან დაეცვა ის. რომ დაიბადება, მის სახელს დავარქმევთ.

– რამდენი შვილი გინდათ, გყავდეთ?

რამაზი: 11 შვილი მინდა მყავდეს და ფეხბურთის გუნდი ჩამოვაყალიბო (იცინის). ჩვენ ოთხი დედმამიშვილი ვართ და, მინდა, მეც ბევრი შვილი მყავდეს.

– ერთმანეთის სუსტი წერტილი თუ იცით?

ხატია: რა თქმა უნდა! სახის გამომეტყველებაზე ვხვდები, როცა რამაზს რაღაც არ სიამოვნებს. თუ დავინახე, რომ ნერვები აქვს მოშლილი ან გაბრაზებულია, არ ვაწუხებ, პირიქით, კომფორტს ვუქმნი. მამაკაცი კი, რაც უნდა ცუდ ხასიათზე იყოს, თუ კომფორტს შეუქმნი, მაშინვე კარგ ხასიათზე დგება.

– რამაზ, როგორი კულინარია შენი მეუღლე?

რამაზი: ძალიან მაგარი. მამაჩემი ხომ მაგარი კულინარია, მაგრამ ხატიამ გამაოცა, ისეთ რაღაცეებს ამზადებს. ჩემი სპორტული რეჟიმისთვის რაც აუცილებელია, ყველაფერს აკეთებს.

– ხატია, კულინარია ადრეც გიყვარდა თუ ბოლო დროს აითვისე?

ხატია: რომ არ მოგატყუოთ, ადრე სახლში, არასდროს არაფერი გამიკეთებია, მაგრამ, ალბათ, ქალი იცვლება, როცა გრძნობს, რომ ვიღაცას სჭირდება. როგორც აღმოჩნდა, კარგი ხელი მქონია და გემრიელი კერძებიც გამომდის. ექსპერიმენტებს ვატარებთ – რაღაც უცხო კერძებს ვამზადებ და მერე ჩვენ ვარქმევთ სახელებს. უკვე ისეთ აზარტში შევედი, რამაზს ვეუბნებოდი, კულინარიის წიგნი ვიყიდოთ და იქიდან გავაკეთოთ რაღაცეები-მეთქი.

– მართალია, რამაზი ყავის მოყვარული არ არის, მაგრამ, დილით ლოგინში თუ მიგირთმევია მისთვის საუზმე?

– კი, ასეთი რაღაცეები ორივეს გვიყვარს. ერთხელ დილის 7 საათზე მომიტანა ლოგინში ნაყინი და ყავა, ოღონდ, რატომ ჩათვალა რომ დილის 7 საათზე ეს მინდოდა, არ ვიცი.

რამაზი: არ მეძინებოდა და, ვიფიქრე, ამასაც გამოვაფხიზლებ-მეთქი.

ხატია: ანუ, უხეშად არ გამაღვიძა და ასეთი „რომანტიკული ვახშამი“ მომიწყო, რომ გამოვფხიზლებულიყავი. სხვათა შორის, ძალიან რომანტიკულია.

– რომელი უფრო რომანტიკული ხართ?

– ორივე. მიუხედავად იმისა, რომ ქალები ხშირ შემთხვევაში ორსულობის დროს ფორმიდან ვარდებიან და არანაირი რომანტიკა არ აინტერესებთ, მე ასე არ ვარ.

რამაზი: ერთი მიზანი მაქვს: მინდა, ჩემი მომდევნო გამარჯვებები ხატიას მივუძღვნა.

– ძალიან მალავდით თქვენს ურთიერთობას ორი წლის განმავლობაში. რატომ?

ხატია: ცოტა ხნის წინ ხალხმა ჩვენი ურთიერთობა რომ გაიგო, ბევრი შურიანი და გაბოროტებული ადამიანი შემოგვესია. წარმოიდგინეთ, ეს ამბავი ორი წლის განმავლობაში რომ სცოდნოდათ, რას იზამდნენ. სანამ არ იცოდნენ, წყნარად იყვნენ თავისთვის, რამაზს ეპრანჭებოდნენ და უხაროდათ. მართლა ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.

– შენ როგორ რეაგირებ ამაზე?

– ძალიან კარგად. აბა, რად მინდა გვერდით ისეთი კაცი, არავის რომ არ მოსწონს? ყველას მოსწონდეს, ამას კი მე ვუყვარდე – ეს არის მთავარი.

ჩვენს ურთიერთობას უამრავი კრიტიკა მოჰყვა. ძალიან ბევრი გოგო დღესაც მირეკავს და მწერს, რომ რამაზს ის უყვარს. ალბათ, ჰგონიათ, რომ ამაზე უნდა გავგიჟდე და გადავირიო. ასეთ გოგონებს ძალიან მშვიდად ვპასუხობ, რომ ჩემთვის რამაზის ერთჯერადი ქალები პრობლემა არასდროს იქნება. ძალიან ბევრი ოჯახი ინტერნეტის გამო ინგრევა, მაგრამ ჩვენ ეს არ გვემუქრება. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენთვის ხელის შეშლა უნდოდა, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი, რადგან ამდენმა დაბრკოლებამ კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი სიყვარული და მიგვახვედრა, რამდენად გვიღირს ერთმანეთი.

რამაზი: ხატიასთან ერთად ყველაფერს გადავიტან და ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. სხვათა შორის, ეს ინტერვიუ ექსკლუზივია, რადგან ამ თემაზე არასდროს არავისთან მისაუბრია და არც ჩვენი ერთობლივი ინტერვიუ დაბეჭდილა არსად.


скачать dle 11.3