კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი









უგო ჩავესის თავი 100 მილიონ დოლარად შეაფასეს

უგო ჩავესის მტკიცებით ვენესუელის ოპოზიციამ 100 მილიონი დოლარის შეგროვება მოახერხა, რათა პრეზიდენტზე თავდასხმისა და მისი ლიკვიდირების ორგანიზება მოახერხოს. „დარწმუნებული ვარ, რომ მათ აქვთ 100 მილიონი და ამ ფულს მას გადაუხდიან, ვინც ჩემს მოკვლას გადაწყვეტს,“ – აცხადებს ჩავესი. ჩავესის თქმით, მისი ლიკვიდაციის მთავარი იდეოლოგი ვენესუელური ოპოზიციური ტელეარხის „გლობოვიზიონის“ მფლობელი – გილიერმო სულოაგუა. სამართალდამცავ ორგანოებს კი მოუწოდა, დროულად მიხედონ ტელეარხს და მისი მფლობელის საქმიანობას.

ბერლუსკონის მოთხოვნით მარსის ქანდაკებას სასქესო ორგანო დაუბრუნეს

ღვთაება მარსის ანტიკურ ქანდაკებას, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის შესასვლელშია განთავსებული სასქესო ორგანო დაუბრუნეს. გარდა ამისა, აღადგინეს ვენერას ქანდაკების მნიშვნელოვანი დეტალი – ხელი, რომელიც სკულპტურული კომპოზიციის ნაწილი იყო. მარსის და ვენერას ქანდაკებები 1918 წელს აღმოაჩინეს და მათ ზემოაღნიშნული დეტალები აკლდათ და სილვიო ბერლუსკონის გადაწყვეტილებით, გადაწყდა მათი აღდგენა. ქანდაკებების აღდგენითი სამუშაოები 70 ათასი ევრო დაჯდა და მათი რესტავრაცია ჩინეთის პრემიერ-მინისტრის, ვენ ძიაბაოს ვიზიტს უკავშირდებოდა. ბერლუსკონის თქმით, ჩინეთში ყველა ქანდაკება ახალივითაა, ხოლო იტალიაში ყველას რომელიღაც დეტალი მუდამ აკლია, რის გამოსწორებაც აუცილებელია.

ბრიტანელებს მომავალ მონარქად პრინცი უილიამი ურჩევნიათ

ბრიტანული ტაბლოიდის – „ნიუს ოფ ზე უორლდის“ ჩატარებული კვლევის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელების უმრავლესობა სამეფო ტახტის მომავალ მემკვიდრედ, უპირატესობას არა პრინც ჩარლზს, არამედ მის უფროს ვაჟს – პრინც უილიამს ანიჭებს. უილიამის გამეფებას გამოკითხულთა 55 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო ჩარლზისას – მხოლოდ 19 პროცენტი. გარდა ამისა, ბრიტანელების 72 პროცენტი დარწმუნებულია, რომ პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწინება უფრო გაამყარებს სამეფო ოჯახს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევები სხვა ბრიტანულმა გაზეთებმა – „დეილი მეილმა“ და „ფიფლმა“ ჩაატარეს და მათაც იგივე შედეგი მიიღეს.

ესტონეთის პრეზიდენტმა საკუთარი ნივთების აუქციონი მოაწყო

ესტონეთში საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც გასაყიდად გაიტანეს ქვეყნის პრეზიდენტის – ტომას ილვესეს და მისი მეუღლის პირადი ნივთები. ყველაზე დიდი ინტერესი მყიდველებს შორის ილვესეს ცნობილმა ბაფთა-ჰალსტუხმა გამოიწვია, რომელიც 7 600 კრონად გაიყიდა. გარდა ამისა, გასაყიდად იყო გატანილი ესტონეთის პირველი ლედის საღამოს კაბა და გორგოლაჭები.

ვლადიმირ პუტინმა ლეონარდო დიკაპრიოს სურვილი, რომ რუსეთში მოხვდეს, მოიწონა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი სანკტ-პეტერბურგში ჰოლივუდის ვარსკვლავს ლეონარდო დი კაპრიოს შეხვდა, რომელმაც პრემიერს თავისი რუსული წარმომავლობის შესახებ უამბო. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ დიკაპრიოს რუსი წინაპრები გვარად სმირნოვები იყვნენ. პუტინი დაინტერესდა, იცოდა თუ არა ჰოლივუდის ვარსკვლავმა რუსული ენა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. სამაგიეროდ, მან მოიწონა დიკაპრიოს რუსეთში მოხვედრის სურვილი.


скачать dle 11.3