კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნათელი თვალებით








ანუ ნასერტიფიცირალები

რაკი ჩვენი დევიზი კვლავაც „სწავლა, სწავლა და სწავლაა“, ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები არათუ დაიგეგმა, კიდეც ჩატარდა და პედაგოგთა ნაწილმა საგნობრივი სერტიფიკატიც აიღო და საუნარჩვევოც. ამ ძალისხმევის წასახალისებლად იქ, ზემოდან, დაგვპირდნენ (ჩვენ რა, პედაგოგებს დაჰპირდნენ), რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე ხელს გაიკრავდნენ და სერტიფიცირებულ პედაგოგებს ხელფასებს გაუზრდიდნენ (თუ მეხსიერება არ მღალატობს, 200-ლარამდე). თუმცა, მოგვიანებით, გაირკვა, რომ ეს დანამატი ოდენ 75 ლარით შემოიფარგლებოდა (სხვათა შორის, ხსენებული გამოცდებისთვის მოსამზადებლად პედაგოგებმა დროც საკმაოდ ხარჯეს და თანხაც, რადგან სახელმძღვანელოები, როგორც ოკუპანტი იტყოდა, „ნა ულიცე ნე ვალიაიუტსია“). მეტი ინფორმირებულობისთვის, იმასაც გეტყვით, რომ სასწავლო წლის დასაწყისში პედაგოგებისთვის ამ დანამატის გამოწერა დაავიწყდათ.

ასეა თუ ისე, გასულ კვირას სასერტიფიკაციო გამოცდებგავლილი პედაგოგები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაიბარეს. დაბარებული პედაგოგები იმედოვნებდნენ, რომ საჩუქრად „ნოუთბუქებს“ მიიღებდნენ, მაგრამ, ვაი, რომ ამაო აღმოჩნდა მათი მოლოდინი (თურმე, ისეც ვერ გაწვიმდებოდა, როგორც თავის დროზე დაიქუხა). ჰოდა, რაკი ამაო აღმოჩნდა (სხვათა შორის, მინისტრს უბრძანებია, რომ გამოცდების ეს ეტაპი მხოლოდ „ცვეტოჩკები“ იყო, რადგან წინ კიდევ ბევრი გამოცდა გელით, სანამ „იაგოდკები“ გერგებათო), გამოცდაჩაბარებულებს უკითხავთ, ვისაც არ ჩაუბარებია, მათი საქმე როგორ იქნებაო. ამ შეხვედრიდან გამოსული ხმებით (ყურიანი ჯამ-ჭურჭლის წყალობით), ბ-ნ შაშკინს უბრძანებია, ისინი (ანუ ის პედაგოგები, რომლებსაც ჯერჯერობით სასერტიფიკაციო გამოცდები არ ჩაუბარებია), არ იარსებებენო (ოპტიმისტურად ვიმედოვნებ, განათლების მინისტრის ბაგეებით თქმული ეს შეფასება მხოლოდ და მხოლოდ ქართულის არამშობლიურობის ბრალია).

თუმცა ისიცაა, რომ განათლების სამინისტროდან ეს ჩვენი ნასერტიფიცირალი პედაგოგები მთლად ასე უპატივცემულოდაც არ გამოუშვიათ: მათ საჩუქრად („ნოუთბუქებისა“ რა მოგახსენოთ) „რონიკოს“ ქსელში ფასდაკლების ბარათები გადასცეს (ვითომ „რონიკოს“ პროდუქციის რეკლამირებას ეწევა ეს ჩვენი ცოდნისა და სინათლის ბუდე?!). ხოლო, თუ პედაგოგების ხელფასს გავიხსენებთ (იმ 75-ლარიანად), ვეჭვობ (თვით ფასდაკლების ბარათითაც კი), დასაჩუქრებულებს შუშების (რა თქმა უნდა, სათვალეების) საყიდლადაც ეყოთ. მეორე მხრივ, დაბურვების წინააღმდეგ მიმართულ სახელმწიფო კამპანიის ლოგიკით, აბა, რაში სჭირდება პედაგოგს დაბურული სათვალე?! პოსტრევოლუციური საქართველოს მოქალაქე, განსაკუთრებით კი პედაგოგი, ნათელი თვალებით უნდა იმზირებოდეს, რომლებშიც ბედნიერი აწმყო იქნება არეკლილი!


скачать dle 11.3