კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სატრანსპორტო არითმია









„ან ჰო, მითხარ, ან – არა“

ჯერჯერობით არ ვიცით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირების საკითხიც ეკუთვნის თუ არა ჩახვეულ-ჩახუჭუჭებული იდეების კატეგორიას, სამაგიეროდ, უკვე შევიტყვეთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 10 თეთრით გაიზრდება.

მეორე მხრივ, პროცესები ამ მიმართულებითაც მეტად საინტერესოდ და ჩვეულ კალაპოტში განვითარდა: თავდაპირველად (ოღონდ ეს, მართლაც, თავდაპირველი იყო), გაჩნდა ინფორმაცია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ორმაგდებოდა. ამის შესახებ, ბუნებრივია, მხოლოდ ოპოზიცია ვიშვიშებდა (ცხადია, ყველაზე გააფთრებით – „ლეიბორისტები“), თბილისის ხელისუფლება კი, არც „ჰოს“ ამბობდა, არც – „არას“. სწორედ აქედან გამომდინარე, თბილისელთა გულები მეტად ძალუმად ძგერდა (ან კი როგორ არ აუძგერდებოდათ, თუკი მეტროთი ერთჯერადად მგზავრობა 80 თეთრი დაუჯდებოდათ?!). ისიცაა, რომ ეს სატრანსპორტო არითმია არც ისე დიდხანს გაგრძელდა – გასულ კვირას თვით თბილისის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 10 თეთრით ძვირდება, რის შემდეგაც, ბუნებრივია, 100-პროცენტიანი გაძვირების მომლოდინე თბილისელებმა შვებით ამოისუნთქეს (აი, როგორი ფასდაუდებელი ხიბლი აქვს საკითხის ტექნიკურად გადაწყვეტას?!). აქედან გამომდინარე კი, შესაძლოა, ოპოზიციის ინფორმაციაც (მგზავრობის საფასურის გაორმაგების შესახებ) რეალური იყოს, თუმცა, სავარაუდოდ, ამისკენ ეტაპობრივად, ანუ ნარნარით წავალთ (არითმიამ სული რომ არ გაგვაფრთხობინოს, ბოლოს და, ბოლოს, იმ გაძვირებულ ტრანსპორტს მგზავრები რომ არ მოაკლდეს).

თუნდაც, ამ არცთუ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტის გაანალიზებითაც ცხადია, რომ ოპოზიციამ, ნებსით თუ უნებლიეთ, სამთავრობო თამაში ითამაშა, რადგან მათ მიერ დარისხებულმა 80-მა თეთრმა 10-თეთრიანი მატების უმნიშვნელობა გამოაჩინა, იმის მიუხედავადაც, რომ სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა გაძვირებულიყო მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 10 თეთრით, რადგან, წესით, იმ დიდ ყვითელ ავტობუსებში ამსვლელებს მუნიციპალიტეტი იქით უნდა უხდიდეს ფულს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო!


скачать dle 11.3