კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწიფე ტვინები









ჩახვეულ-ჩახუჭუჭებული

ჩვენ არ ვიცით, ზემოთ მყოფთაგან კონკრეტულად ვის ტვინში მწიფდება ხოლმე მიგრეხილ-მოგრეხილი იდეები, თუმცა უდავოა, რომ ჩვენი ხელისუფლება ჩახვეულ-ჩახუჭუჭებული ინიციატივების სიმცირეს არ უჩივის (ოღონდ არც მთლად ისეთ გენიალურს, შუა გზაზევე ვერ მიხვდე, სად უმიზნებენ). უჩივის თუ არა, თავდაპირველად (თუმცა მაშინ არ ვიცოდი, რომ მხოლოდ თავდაპირველად იყო), ის შევიტყვეთ, რომ პირველი დეკემბრიდან, წყლისა და დასუფთავების გადასახდელების ურჩ გადამხდელებს ელექტროენერგიას გაუთიშავენ. ოღონდ ისიცაა, რომ მომხმარებელს, მაინცდამაინც, არ მოუკლავს თავი, ჩემი უფლებები ირღვევაო. შესაძლოა, იმიტომაც არ მოუკლავს, რომ მოგვიანებით გაირკვა, წყლის ტარიფი, თურმე, უნდა გაიზარდოს. როგორც აღმოჩნდა, წყლის გრაფიკის მქონე აბონენტებს კვლავაც ძველი ტარიფი დარჩებათ, დანარჩენებს კი 3 ლარისა და 15 თეთრის გადახდა მოუწევთ ოჯახის ერთ წევრზე, ხოლო, თუ არ გადაიხდიან, ელექტროენერგიას გაუთიშავენ. თუმცა, თუ ინფორმაციის მოწოდების ტექნიკას გავიხსენებთ (საერთო მაუწყებლების ამ თემისადმი მიძღვნილი სიუჟეტები პოზიტივზე იყო აგებული, აქცენტით სოციალურად დაუცველებზე), ადვილი მისახვედრია, რომ მთავრობა შეეცადა, ეს სამწუხარო ამბავი ლამაზად შეფუთული შემოეპარებინა (ლოგიკით – ბრმას ნუ ვეტყვით, ცოლი რომ მოუკვდაო). ოღონდ, თუ დედაქალაქის მერის ამასწინანდელ დაპირებას გავიხსენებთ, სანამ აქ ვარ, სოციალურად დაუცველებს შეღავათებს არ მოვაკლებო, ნათელია, რომ გაძვირების პროცესი მხოლოდ წყლის ტარიფით არ დამთავრდება.

მეორე მხრივ, ცნობილია, რომ ყველა სოციალურად დაუცველი ვერ ხვდება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში, იმ მარტივი მიზეზით, რომ ღარიბი ბევრია, მათ დასახმარებლად სამყოფი თანხა – ცოტა (ეს ჩვენი შვიდმილიარდიანი ბიუჯეტი მხოლოდ ჩინოვნიკთა „ოქროს სარაიებს“ ჰყოფნის), ხოლო, თუ ტარიფებისა და ფასების მატებას გავიხსენებთ, ადვილი შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს და ამ ჩვენს მერსაც საქმე თავზე საყრელად ექნება!


скачать dle 11.3