კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პეტრე დიდის წარმომავლობის საკითხი და დავით გურამიშვილის დღემდე გაუშიფრავი სამი სიტყვა









სამიოდე თვეში – 2011 წლის თებერვალში, სრულდება 300 წელიწადი ქართველი ერისა და რუსეთის არმიის ცნობილი ისტორიული მოღვაწის, ალექსანდრე ბატონიშვილის (იმერეთის უფლისწულის) გარდაცვალებიდან.

ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე ამ მრგვალ თარიღთან დაკავშირებით უკვე თადარიგს იჭერს და ჩვენი ჟურნალის რედაქციას ჰპირდება მისი ბიოგრაფიის ახლებური, განსხვავებული კუთხით წარმოჩენას. თუმცა, მას მიაჩნია, რომ არის ერთი „მტკივნეული თემა“, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ალექსანდრე ბატონიშვილის ცხოვრების სხვაგვარ ვერსიას. ეს „მტკივნეული თემა“ გახლავთ რუსეთის მეფის – პეტრე დიდის წარმომავლობის საკითხი. ჩვენი რესპონდენტის აზრით, ამ თემის გაშუქება ისედაც ინტერესმოკლებული არ იქნება მკითხველისთვის.





– ბატონო გელა, პეტრე დიდის ქართული წარმომავლობის შესახებ ისტორიკოსები კი არა, რიგითი ადამიანებიც საუბრობენ. მაგრამ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მართლაც რომ „საუბრობენ“! რადგან ამ ფაქტის დამამტკიცებელი მყარი არგუმენტი ჯერაც არავის წარმოუდგენია. თქვენ რამე ახალ საარქივო დოკუმენტს მიაგენით?

– არავითარი საარქივო მასალისთვის არ მიმიგნია და ვერც მივაგნებდი, რადგან არც მიძებნია... ჩემზე ადრე სხვებმა ეძებეს. ვერაფერი იპოვეს და ვერც იპოვიდნენ...

– ვინ სხვებმა? ალბათ, ისტორიკოსებმა? რატომ ფიქრობთ, რომ ვერ იპოვიდნენ, ან იქნებ მომავალში იპოვონ.

– თქვენ გგონიათ, კრემლის მესვეურები მხოლოდ ტელევიზიებს, პრესას და წიგნებს აკონტროლებენ? ყველაზე მკაცრ, კაპიტალურ ცენზურას საარქივო მასალებზე ატარებენ. აქ სპეციალისტების გარდა სახელმწიფო უშიშროების მუშაკებიც ერთვებიან საქმეში.

– გასაგებია, რომ რუსეთისთვის ეს საჩოთირო თემა, მართლაც მტკივნეული იქნება.

– რატომ მიგაჩნიათ, რომ მხოლოდ რუსეთისთვის და საქართველოსთვის – არა?

– ჩვენ, ქართველებს ათასი სხვა სადარდებელი გვაქვს. ახლა, ოცდამეერთე საუკუნეში შავები ჩავიცვათ იმის გამო, რომ მეჩვიდმეტეში რუსეთის სამეფო კარზე ხნიერ და სნეულ რომანოვს დედოფალმა ნარიშკინამ არ უერთგულა?

– ქართველებს შავები ისედაც გვაცვია... მე სხვა რამ მქონდა მხედველობაში – საქართველოსთვის (ქართლ-კახეთისთვის) ძალზე მძიმე შედეგები გამოიღო პეტრეს ქართულმა წარმომავლობამ მეთვრამეტე საუკუნეშიც და შემდგომაც.

– როგორ აკავშირებთ ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან?

– პეტრეს ქართული წარმომავლობა ზოგს დღესაც არ სჯერა. ზოგმა გუშინ დაიჯერა, ზოგმა – გუშინწინ... იყვნენ ადამიანები, ეს ამბავი იმთავითვე რომ იცოდნენ...

მეთვრამეტე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ასეთი პოლიტიკური ვითარებაა: იმერეთი ოსმალეთის ქვეშევრდომია, ქართლ-კახეთი – სპარსეთის.

სპარსეთის სამეფო კარზე მიზეზთა და მიზეზთა გამო, არეულობაა. სპარსეთი დასუსტებულია, როგორც არასდროს... ამ დროს აქტიურდებიან რუსეთი და თურქეთი. რუსეთს სურს ასტრახანიდან დაჰყვეს და მთელი ის ტერიტორიები დაიპყროს (ბაქოს ჩათვლით და უფრო სამხრეთითაც), რომელსაც ადრე სპარსეთი აკონტროლებდა. თურქეთს სურს წაართვას ქართლ-კახეთი სპარსეთს...

რუსეთის მეფე პოლიტიკურ კავშირს დებს ქართლის მეფესთან, რომ სპარსეთი ერთობლივი ძალებით შეავიწროვონ. ამის შემდეგ ქართლი მუსლიმანური წნეხისგან გათავისუფლდება და რუსეთის (ქრისტიანული) ხელდებული შეიქმნება.

მაგრამ, პეტრემ იცის თურქულ საშიშროებაზე (ვახტანგმაც იცის), მაგრამ ხმას არ იღებს – ვითომ არ იცის.

– კახეთი გამოთიშულია ამ ყველაფრიდან?

– კარგი შეკითხვაა. ვახტანგი იმედოვნებს, რომ მოახერხებს აქ თავისი სიძის, თეიმურაზ მეორის, ტახტზე დასმას და ამგვარად იქონიებს ზეგავლენას კახეთზე.

ახლა კი ჩემს მთავარ სათქმელთან მივედი – თუ პეტრეს რუსეთის ინტერესები ამოძრავებდა, უფრო უპრიანი არ იყო, მოკავშირედ კახეთი აერჩია? გეოგრაფიული ფაქტორი ხომ მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელი?!

– იქნებ პეტრე იმიტომ უკეთებდა კახეთს იგნორირებას, რომ აქ ტახტზე იჯდა დავით იმამ-ყული-ხანი, რომელიც არც პოლიტიკურ ფიგურად ვარგოდა, არც სარდლად და მუსლიმანებისადმიც დიდი სიმპათიებით გამოირჩეოდა.

– ამ ყველაფრის მიუხედავად, კახეთი ხომ ცალკე სამეფო იყო, დამოუკიდებელი ქვეყანა, მეფის უკან კი, ხალხი იდგა – ჩოლოყაშვილები, ჯანდიერები, ანდრონიკაშვილები... დავუშვათ, პეტრეს მასშტაბებისთვის ეს დიდი ბედენა არ გახლდათ, მაგრამ ვახტანგს წინ არ უნდა გაეხედა?

– და რატომ ვერ გაიხედა წინ, თქვენი აზრით?

– გაიხედა, მაგრამ კარგად ვერ დაინახა კახეთის მომავალი, რადგან წინ პეტრეს ზორბა ფიგურა ეფარებოდა.

– უფრო კონკრეტულად?

– შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა: ქართლი არათუ თავისუფალი და რუსეთის ხელდებული გახდა, არამედ – თურქეთისგან დაპყრობილი და გავერანებული... არც კახეთი იყო უკეთეს დღეში.

– თქვენ, ალბათ, იმის თქმა გსურთ, რომ ვახტანგს რუსეთთან პოლიტიკური ალიანსი არ უნდა შეეკრა?

– ეს უკვე ჩემამდე ძალიან ბევრმა თქვა!

– მაინც ვინ?

– ქართლის დიდმა ფეოდალებმა და თუნდაც, მისივე ვაჟმა – ბაქარმა, ძალზე ბევრმა ისტორიკოსმა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

– როგორც ჩემთვის ცნობილია, მსგავსი მოსაზრება აქვს დავით გურამიშვილსაც, როცა ბაქარს ათქმევინებს თავის მამაზე:

„ვერა ვნახე რა მაგისი, ღრმად საქმე მინაწდომარე,

რაზედაც მიდგა, არ დარჩა ის საქმე წაუხდომარე“.

– ზოგი ისტორიკოსი გურამიშვილს აკრიტიკებს, როგორც კახელ ფეოდალს, რომელიც ვერ მიხვდა, ვახტანგის პოლიტიკის აზრს.

– ისევ პირველ სიტყვასთან მივიდეთ... სად ვახტანგის პოლიტიკური რომანტიზმი და სად პეტრეს წარმომავლობა?

– კი ბატონო, ვახტანგი რომანტიკოსიც იყო, პოეტიც, ძალზე დიდი პატრიოტიც, პატიოსანი – სიტყვის ერთგული კაციც, მაგრამ... რატომ უნდა გამოვრიცხოთ ასეთი ფაქტი: ვახტანგმა, თავისი ბიძის – არჩილისგან და ბიძაშვილის – დარეჯანისგან, რომლებთანაც ხშირი მიწერ-მოწერა ჰქონდა, იცის პეტრეს წარმომავლობის შესახებ, პეტრე მას სთავაზობს პოლიტიკურ ალიანსს, კახეთს – არა; რა გარანტიაა, რომ ვახტანგის უარის შემთხვევაში, პეტრე აქცენტს კახეთზე არ გააკეთებს. აქ ხომ უფრო ახლო ნათესავები ეგულება? მაშინ ხომ ვახტანგი „თამაშგარეშე“ აღმოჩნდება?! ეს კი მის მიზნებში – გეგმებში, არანაირად არ ჯდება – ჯერ კიდევ 1712 წელს მიათხოვა თავისი ქალიშვილი, თამარი 12 წლის თეიმურაზს, რათა კახნი, სულ მცირე, „უსმენდენ“ მაინც.

– ერთიც ვნახოთ და ვახტანგმა პეტრეს წარმომავლობა არ იცოდა?

– მით უარესი მისთვის – კაცის წარმომავლობა არ იცი და მასთან პოლიტიკურ ალიანსს ქმნი? ქვეყნის ბედს სასწორზე აგდებ? შეუძლებელია, არ სცოდნოდა!

– თქვენი აზრით, პეტრე ასეთი ცბიერი იყო?

– ვისთვის ცბიერი და ვისთვის მოხერხებული. სხვათა შორის, ქართული პროზის ცოცხალ კლასიკოსს, ბატონ ჭაბუა ამირეჯიბს აქვს ასეთი ფრაზა „დათა თუთაშხიაში“ – (ფინალში, გრაფ სეგედის ათქმევინებს) „ჩემი ღრმა რწმენით, უკანონოდ შობილნი, უმრავლეს შემთხვევაში, ენერგიულ, მოხერხებულ, აქტიურ ადამიანებად ყალიბდებიან. დასტურისთვის ისტორიაც გამოდგება და სინამდვილეც“.

კიდევ ერთხელ, სხვათა შორის: მიუხედავად ვახტანგის, როგორც პიროვნების მრავალი რეგალიისა, ისეთ არაეთიკურ ხერხს, როგორიც „ორმაგი სტანდარტია“ იგიც მიმართავდა. კერძოდ, ერთი მხრივ, აიდეალებს პეტრე დიდს, მეორე მხრივ, 1722 წელს თავის სიძეს აქეზებს მაჰმად-ყული-ხანზე – ნახევარძმაზე, რომელსაც შაჰი კახეთში გამეფებას უპირებს – არაფერი დაუთმო, მაგ ნაბიჭვარს, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეო.

– რის საფუძველზე გაქვთ ასეთი მოსაზრება?

– შემონახულია თეიმურაზის მიერ მიწერილი წერილი სიმამრისადმი (დედანი), სადაც ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ: „მამაჩემი არ უძახოდა ნაბიჭვარს, ჩემი ძმა და ხელმწიფე ნაბიჭვრობით არას პატივს აკლებს. ახლა მე როგორ დავუძახო ნაბიჭვარი და ხმალზედ დავუდგე?! აოხრებულის კახეთით რა მაგისთანა ძალი მაქვს.“

– იცით, მე მაინც მეგონა, რომ თქვენ, როგორც ფსიქოლოგი, რაიმე ორიგინალურ ხედვას შემოგვთავაზებდით.

– კი ბატონო, შემეძლო ფსიქოანალიტიკური ტერმინებით ბუქი დამეყენებინა, როგორიცაა: „ოიდიპოსის კომპლექსი“, „იდენტიფიკაცია“, „წამოცდენა“...

მაგრამ ვშიშობდი, ფართო მკითხველი არ დამექანცა და მათ ცნობიერებას ვუფრთხილდებოდი...

გარდა ამისა, პეტრე ხომ რუსეთის მეფეა, სხვა ქვეყნის – დიდი მეზობლის. ჩვენ გვიჯობს, საკუთარ ქვეყანას და თავს მივხედოთ. განა ჩვენი მეფენი – თუნდაც როსტომი, ან კონსტანტინე მეორე, ობიექტურად გვყავს შესწავლილი?

– ასეა, თუ ისე, ფაქტია, რომ სადაც ისტორიკოსები დუმან, ან ქარაგმულად საუბრობენ, ხშირად მათ მწერლები ან ფსიქოლოგები ენაცვლებიან ხოლმე...

– ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენაზე ისტორიკოსსაც აქვს მოსაზრების გამოთქმის უფლება, იურისტსაც და გადამდგარ პორუჩიკსაც ანუ (დავით გურამიშვილის)... მთავარია, ჩვენი ნათქვამი იყოს სიმართლე და არა ტყუილი. ყველას უნდა გვახსოვდეს:

„ჭეშმარიტად ცოდვა უძღვის კაცსა კაცის განმკითხავსა,

მაგრამ ავზედ ავი ითქმის, კარგს არავინ გაჰკიცხავსა!“

ამ სტრიქონების ავტორს აქვს ასეთი ფრაზა ნათქვამი – „რუსთ ხელმწიფესთან მამაობს“... რუსთ ხელმწიფე პეტრეა, ვინც მასთან „მამაობს“ – სამი წლით უმცროსი ვახტანგი! კი ბატონო, დავიცადოთ, როდის განმარტავენ ამ სამ სიტყვას ისტორიკოსები! მაგრამ ფაქტი ჯიუტია, დღემდე ვერ განუმარტავთ!


скачать dle 11.3