კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დანიშნულების ადგილი“









ზოგჯერ ისე გღლის ერთფეროვნება, უფრო სწორად, ყოველდღიურობა, სურვილი გიჩნდება, ხელის ერთი აქნევით, ყველაფერი შეცვალო. თანაც, შეცვალო რადიკალურად. თითქოს ხელში ჯადოსნური ჯოხი გეჭიროს. მაგრამ ცვლილებებისთვის სერიოზული მზადყოფნაა საჭირო, რათა ბოლოს ისე არ გამოვიდეს, სიახლის ძებნა-დევნაში, სტაბილური და ღირებული დაკარგოთ. შეიცვალოთ „დანიშნულების ადგილი,” „საყრდენი წერტილი” კი ვეღარ იპოვოთ. ერთი სიტყვით, საქმე სულ რომ არ გააფუჭოთ, სისულელეები თავიდან ამოიგდეთ. ზედმეტად რადიკალურ ცვლილებებს სიკეთე არ მოაქვს. მცირე დოზით ცვლილებები კი, პირიქით, სასარგებლოა. მთავარია, არ შეგეშალოთ და მეტისმეტი არ მოგივიდეთ. არასოდეს იმოქმედოთ იმპულსურად. დაფიქრდით კარგად – რას გინდათ, რომ ამ ცვლილებით მიაღწიოთ. ეყოფა კი თქვენი შესაძლებლობები და ხელთ არსებული საშუალებები, ამ საბოლოო მიზნის მიღწევას?

ნებისმიერ ცვლილებას შემოქმედებითად მიუდექით. ოღონდ არ თქვათ, რომ ასეთ ცვლილებას შემოქმედებითი ადამიანი სჭირდება. საამისო პოტენციალი, მეტ-ნაკლებად ყველას აქვს. უბრალოდ, უნდა გამოიყენოთ ის შიდა რესურსი, რომელიც ჯერ ისევ ხელუხლებელია.

კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტი, იმ შემთხვევისთვის, თუკი ცვლილებები მარტო იმიტომ მოგინდათ, რომ მიგაჩნიათ, გარშემო მყოფებზე ჯეროვან შთაბეჭდილებას ვეღარ ახდენთ. ბუნებრივია, გაინტერესებთ, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები. მაგრამ ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ჩვენ ხშირად გვეშლება შეფასებები. ანუ, ზუსტად ვერ ვხვდებით, რას ფიქრობენ ჩვენზე სხვა ადამიანები. თანაც, ვცდილობთ საკუთარ თავს „გვერდიდან” შევხედოთ. თითქოს „სხვა” თვალით.

ამ დროს, უნებლიეთ გაითვალისწინებთ უკვე საკუთარ ინფორმაციას თქვენს შესახებ. თუ ინფორმაცია გადაჭარბებულია, შეიძლება საკუთარ პერსონაზე შეუმცდარის და არაჩვეულებრივის შთაბეჭდილება შეგექმნათ. მაგრამ, როცა ინფორმაცია ობიექტურობის ზღვარს ქვევით ჩამოდის, არასრულფასოვნების კომპლექსამდე ნახევარი ნაბიჯიღა რჩება. „დანიშნულების ადგილი” ნაპოვნი გაქვთ? „მაშინ გაუფრთხილდით მას”. ნუ შეწირავთ მას მსხვერპლად გაუგებარ ცვლილებებს.


скачать dle 11.3