კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – ტკბილეული, მას?







პრეტენზიები გამოთქმულია, „ორთქლი“ – გამოშვებული და დაძაბულობის მაჩვენებელი ნელ-ნელა ქვემოთ იწევს. ერთი სული გაქვთ, ყველაფერი ისევ ჩვეულებრივად იყოს, მაგრამ... ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს შერიგებისკენ?

სანამ ემოციები ჯერ ისევ დუღს, აჯობებს, მისი და თქვენი ყურადღება სხვა რამეზე იყოს გადატანილი. არავითარ შემთხვევაში არ „დაატრიალოთ“ უკვე ჩავლილი სიტუაცია გონებაში კიდევ და კიდევ...

ქალებს უფრო მეტად უჭირთ შერიგების ინიციატორის როლში ყოფნა – ფიქრობენ, რომ ეს მათ ღირსებას ვნებს. არადა, პირიქით. მამაკაცს ძალიან უხარია, როცა ქალი პირველი მიდის დათმობაზე, მით უფრო მაშინ, თუ დამნაშავე თავად არის. მართალია, ფრანგები ამბობენ, სთხოვეთ პატიება ქალს, როცა იცით, რომ ის უდანაშაულოა და ორჯერ სთხოვეთ პატიება ქალს, როცა ზუსტად იცით, რომ დამნაშავეაო, მაგრამ, რეალურ ცხოვრებაში ეს პრინციპი, რბილად რომ ვთქვათ, არ ამართლებს. მამაკაცები ძალიან ბუტიები და გაუბედავები გახდნენ. ან, იქნებ, ყოველთვის ასეთები იყვნენ. მამაკაცის შემოსარიგებლად ქალს უამრავი საშუალება აქვს: კულინარიული, „მობილური“, სექსუალური... მაგრამ მამაკაცები აღიარებენ, რომ მათ ყველაზე მეტად გაუხარდებოდათ საყვარელი ქალისგან „აღიარებითი ჩვენება“, ანუ მათგან გამამართლებელი სიტყვები მოესმინათ. უკვე ამის შემდეგ ისინი ნებისმიერ დათმობაზე მიდიან. თუ ეტყვით, გაიქცევიან და შოკოლადის უზარმაზარ ტორტსაც მოგიტანენ. მაშ, რა გახდა ეს „აღიარება“, სასამართლოზე ხომ არ ხართ? თქვენი „მსაჯული“ ხომ თქვენივე გრძნობა და ურთიერთსიყვარულია.


скачать dle 11.3