კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ მცენარეშია კარაქი და პრეტენზიული მცენარეა თუ არა ჰედერა







– ბატონო ამირან, როგორ დაახასიათებთ ტუნგის?

– ეს მარადმწვანე მცენარე განიერი ტოტებითა და ულამაზესი ფოთლებით გამოირჩევა. მას „კარაქის ხესაც“ უწოდებენ, რადგან მის ნაყოფში თითქმის 80 პროცენტი კარაქია.

– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის ბინაში გაზრდა და იოლად თუ ეგუება ის საქართველოს პირობებს?

– მისი გაზრდა იოლად შეგიძლიათ ქოთნის პირობებში და არც საქართველოს კლიმატის მიმართაა პრეტენზიული. ამიტომ, ყველა თქვენთაგანს შეუძლია, ეს მცენარე ბინაში გაახაროს და დატკბეს მისი ტროპიკული სილამაზით.

– რას გვირჩევთ, რით გავამრავლოთ ტუნგი?

– მისი გამრავლება თესლით არ შეიძლება, რადგან ის საქართველოს პირობებში ვერ ასწრებს დამწიფებას. ამიტომ, უმჯობესია, თუ ამონაყარით გაამრავლებთ.

– როგორც ვიცი, სწორედ ამ სეზონზე უნდა ველოდოთ მის აყვავილებას...

– დიახ, ტუნგი სწორედ შემოდგომის მცენარეა. თუ ბინაში გაქვთ ის, წესით უკვე აყვავებული უნდა იყოს. თუ მინიმალურ ყურადღებას მიაქცევთ, მცენარე, უხვად იყვავილებს. მნიშვნელოვანია ნორმალურ ნიადაგში მისი ჩარგვა და შესაბამისი მორწყვის პირობებში ყოფნა.

– როგორი ნიადაგი სჭირდება მცენარეს?

– ტუნგის ნიადაგში უნდა შედიოდეს: თითო წილი ტორფი და სილა, ორ-ორი წილი მიწა და ნაკელი. სასურველია, თუ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ მცენარეს გადარგავთ. მავნებლებს ნუ შეუშინდებით, რადგან არ ემტერებიან და მისი დაავადების საშიშროებაც ძალიან მცირეა.

– რაც შეეხება მორწყვას...

– ზაფხულში ყოველ სამ დღეში ერთხელ მცენარეს წყლის დასხმა სჭირდება. ახლა კი შედარებით უნდა შეამციროთ მორწყვის რაოდენობა. რაც შეეხება ზამთარს, ამ დროს სასურველია მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ მორწყათ.

– რა სინათლისა და ტემპერატურის პირობებში უნდა ვამყოფოთ ტუნგი?

– ამ მცენარეს უყვარს კარგი სინათლე. შეგიძლიათ ზამთარ-ზაფხულს დადგათ როგორც აივანზე, ასევე ოთახშიც. ის ნაკლებად მომთხოვნია ადგილის მიმართაც. მთავარია, ნორმალური განათება ჰქონდეს. ზაფხულში მას სჭირდება 25-28 გრადუსი ტემპერატურა, ჩვენთან კი ამის შესაძლებლობა ნამდვილად არის. ზამთარში სასურველია, 10 გრადუსი სითბო. ასე რომ, ტუნგი არც ზამთრის სეზონზე შეგაწუხებთ და ბინაშიც მშვენიერ ტროპიკულ გარემოს შეგიქმნით.

– კიდევ რომელ მცენარეს გვირჩევთ ბინაში გასახარებლად, მინიმალური ყურადღება რომ დასჭირდება?

– თუ ისეთ მცენარეს ეძებთ, ლამაზიც იყოს და ნაკლებ ყურადღებას საჭიროებდეს, ასეთი ჰედერაა. ის ძალიან უპრეტენზიო და იოლად გასახარებელი მცენარეა.

– როგორ მრავლდება ის?

– ჰედერა ძირითადად გადაწვენით მრავლდება. ხშირ შემთხვევაში, თავადაც იკეთებს ამონაყარს. მისთვის მთავარია ბნელ ადგილას იყოს.

– ესე იგი, სინათლის მოყვარული მცენარე არ არის?

– ჰედერას უყვარს ნესტიანი და ბნელი ადგილი. დიდ შუქზე ფოთლები უყვითლდება და კვდება. უსინათლოდ კი, თავს კარგად გრძნობს და მშვენივრადაც იზრდება.

– ბინაში სად გვირჩევთ ამ მცენარის დადგმას?

– ზაფხულის სეზონზე დადგით აბაზანაში, ხოლო ზამთარში ფანჯარაზე. ორივე შემთხვევაში, ეცადეთ, ძლიერ სინათლეში არ მოხვდეს მცენარე.

– როგორი ტემპერატურა მოსწონს?

– ზამთრის პირობებში სასურველია 18-20 გრადუსი, ზაფხულში კი, თუ 25 გრადუსამდე იქნება, ჰედერა უფრო უკეთ იგრძნობს თავს.

– ხშირად უნდა მოვრწყათ თუ არა და როგორ ნიადაგში ვამყოფოთ?

– მას ნესტიანი მიწა უყვარს. ეცადეთ, არ გამოაშროთ მისი ნიადაგი. მასში უნდა შედიოდეს: თითო წილი ნახშირი, ნაკელი, ქვიშა, ტორფი და მიწა. არ შეიძლება ამ მცენარის ჩარგვა ცარიელ ნიადაგში, თორემ გაგიფუჭდებათ.

– ჰედერას გასხვლა თუ შეიძლება და როგორ შევუნარჩუნოთ მას კომპაქტური ფორმა?

– თუ გსურთ, რომ ჰედერა ძალიან არ გაიბუჩქოს, შეგიძლიათ სარზე აუშვათ. თუ ჰედერას პატარა ეგზემპლარს შეიძენთ, ხშირ-ხშირად გასხალით და ასე, მის კომპაქტურობას შეინარჩუნებთ. რაც უფრო შეათხელებთ მცენარეს, ის თავს უკეთ იგრძნობს. ზაფხულობით ხშირად მორწყეთ, რომ მიწა ნესტიანი იყოს, ზამთარში ეცადეთ, არ გამოაშროთ და რეგულარული მორწყვის პირობებში ამყოფეთ.

– მავნებლები თუ ემტერება მცენარეს და როგორ ვუშველოთ მას დაავადების შემთხვევაში?

– ჰედერას ძირითადად ქინქლა, ტილი და ობობის სოკო ეხვევა. როგორც კი მცენარეზე რომელიმე მათგანს შეამჩნევთ, მიბრძანდით ქიმიური პრეპარატების დაწესებულებაში და კონკრეტული მავნებლის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შესაწამლ საშუალებას.

– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის აყვავილება?

– მისი ზოგიერთი ჯიში ყვავის და ნაყოფსაც ისხამს. გაითვალისწინეთ მხოლოდ ზემოაღნიშნული პირობები და თქვენ ნამდვილად ულამაზეს მცენარეს მიიღებთ. ბინაში ის გამორჩეული იქნება თავისი ხასხასა ფოთლებით.


скачать dle 11.3